საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/185
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016488
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/185
2017 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10ა.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1.სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (შემდგომში –
ინვესტორი) შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში –
საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგი;
ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის და საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში.
2.სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი;
ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციისა და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის, და არა მხოლოდ:
ბ.ა) ინვესტორის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების განხილვა და შეთანხმება, მათ შორის, კონტრაქტორ(ებ)ის, ტერმინალის ოპერატორ(ებ)ის, გამსესხებლ(ებ)ის და საჭიროებისამებრ, მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და აქტივების განკარგვის/უფლებრივად დატვირთვის, ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების განხილვა და შეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
ბ.ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად;
ბ.გ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამსესხებლებთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში –
ტერმინალის ოპერატორთან გასაფორმებელი პირდაპირი ხელშეკრულებების მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათი გაფორმება, კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.დ) ინვესტორის მიერ ვალდებულებების დარღვევის, ვადაგადაცილების ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი შეტყობინებ(ებ)ის გაგზავნა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ.ე) ინვესტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და სხვა ანგარიშების, ასევე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების (მათ შორის აუდიტის/საექსპერტო დასკვნების) შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
გ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, ინვესტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურება;
დ) ინვესტორის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა, ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამინისტროსთვის ყოველთვიურადю
3. სააგენტო მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის მიზნებისთვის, განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება;
გ) მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
დ) განახორციელოს კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში –
მინისტრი).
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
გ) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
დ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
ე) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ვ) ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
კ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები (სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის მოადგილე ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობებს. სააგენტოს დირექტორის და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს სააგენტოს თანამშრომელს.
მუხლი 4🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება და ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
დ) შემოწირულობები;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას ან/და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 7🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.