⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125<sup>2</sup> მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2017
ძალის დაკარგვა 10.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8-30
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.101.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,922 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2017 მიღება
10.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-30 2017 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 125​2 მუხლის, 209​3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 234​1 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 240​1 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის, 252-ე მუხლის, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე მუხლის, 287-ე მუხლის, 288-ე მუხლის, 288​2 მუხლის, 288​3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 288​4 მუხლის, 288​6 მუხლის, 288​7 მუხლის, 290-ე მუხლის პირველი, 1​2, 1​3, 1​4, მე-3, 3​1 და მე-6 ნაწილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 22–ე და 25-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე მუხლითა და 135​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ სამსახურად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №15-30 დადგენილების საფუძველზე, „ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „სი-ტი პარკს” შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების  (რეგისტრირებული რეესტრში №1-17804) გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს შპს „სი-ტი პარკს” (ს/კ 204543770). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს შპს „სი-ტი პარკის” მიერ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  ქ. თბილისის მერის 2009 წლის 11 თებერვლის №17 ბრძანების პირველი პუნქტი. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  ქ. თბილისის მერის 2009 წლის 11 თებერვლის №17 ბრძანება.  მუხლი 5🔗 ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივნისიდან. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი შპს „სი-ტი პარკის” მიერ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს შპს „სი-ტი პარკის” (ს/კ 204543770) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესავსები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს. 2. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების დაცვას. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილი თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს სამართალსუბიექტის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში – ინსპექტორი). მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მათი შევსება 1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც ინსპექტორი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1) შედგება ორი ნაწილისაგან: ა) პირველი ნაწილი – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) მე-2 ნაწილი – საჯარიმო  ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილს ავსებს ინსპექტორი. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ინსპექტორი ავსებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე  დატანილ შემდეგ ინფორმაციას: ა) ნომერი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი); ბ) მარკა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი); გ) ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა); დ) დარღვევის არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება); ე) სასკ-ის (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა); ვ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – 300773250); თ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა); ი) თარიღი, დრო (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო); კ) მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართთან); ლ) ინსპექტორი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორის სახელი და გვარი);  მ) ინსპექტორის ხელმოწერა (ხელს აწერს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორი); ნ) დამრღვევის სახელი, გვარი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი); ო) მისამართი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში  და მიეთითება სამართალდამრღვევის მისამართი); პ) პირადი № (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება  სამართალდამრღვევის პირადი №); ჟ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის და მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემთხვევაში და მიეთითება ინფორმაცია ახსნა-განმარტების (დანართი 2) გვერდების რაოდენობის შესახებ); რ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილის სახელი და გვარი). 5. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილში დატანილ ინფორმაციას „დამრღვევის ხელმოწერა“ სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს სამართალდამრღვევი, ხოლო ინფორმაციას „მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა“  მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში – მოწმე ან სხვა მონაწილე პირი. 6. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-2 ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის შესაბამისად. 7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული  დადგენილება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან  30  დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში  ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www.ct-park.ge. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის  გადახდა უნდა განხორციელდეს  სახაზინო კოდზე: 300773239. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​2 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250. ცხელი ხაზი: (+99532) 2  555 123 დამკვეთი:                                                                დამამზადებელი: მისამართი:                                                               სფს-ს რეგისტრაციის  № 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წებვად ნაწილზე (რომლის ადგილი გათვალისწინებულია საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე) აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემები ინსპექტორის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა, ინსპექტორი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.  9. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები. 10. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ინსპექტორი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www.ct-park.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 11. თუ დამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ინსპექტორმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ ინსპექტორი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 12. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 13. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 14. თუ დამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ინსპექტორის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი ითვლება ჩაბარებულად. დამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება (დანართი 2) სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც დაერთვება საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ჩაბარდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 15. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 16. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების დამზადება და დამცავი ნიშნები 1. საჯარიმო ქვითრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები მზადდება სამართალსუბიექტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.  2. საჯარიმო ქვითრებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებით  მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. 3. დამზადებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. 4. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების მკაცრი აღრიცხვის ფორმად რეგისტრაციას,  დამზადების ორგანიზებას და პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანას ახორციელებს სამართალსუბიექტი. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შეუვსებელი ფორმების შენახვა საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმებისა და შენახვისადმი 1. ინსპექტორისთვის საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 3. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.    4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.  5. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).   6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 7. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, სათანადოდ უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 8. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 9. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 10. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და ის (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ჟურნალში, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.  2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში. 3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 8🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ან სამართალსუბიექტთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 4. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. აღსრულებაზე გადაგზავნილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სამართალსუბიეტი ვალდებულია გასაჩივრების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 9🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და გადახდა   1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ამ წესის  მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. თუ ამ წესის  მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 3. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში ან ელექტრონული გადახდის საშუალებით. 5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა სრულად ვერ ჩაირიცხა გადახდილი თანხიდან საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვა, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მისთვის დარიცხული საურავი. 6. თუ ჯარიმის გადახდისათვის განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება. მუხლი 10🔗. საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა 1. ამ წესის შესაბამისად საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ, რომლის ასლის ჩაბარების ან გაგზავნის ვალდებულება სამართალსუბიექტს არ აქვს. 3. სამართალდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობითა  და ამ წესით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვადის გასვლიდან 30 დღეში.  4. ჯარიმის ან/და საურავის მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 5. სამართალსუბიექტს ეკისრება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონტროლი მის აღსრულებაზე. 6. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, იგივე ვადა გამოიყენება საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ. 7. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ. მუხლი 11🔗. აღსრულების შეწყვეტა სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას წყვეტს: ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას; ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას; გ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება. მუხლი 12🔗. ვადების ათვლა  ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.   მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულება ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.