ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2017
ძალის დაკარგვა 21.03.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8-31
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 679 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2017 მიღება
21.03.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-31 2017 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფები დამტკიცდეს: ა) ლოტი №1 (ვაკე-საბურთალოს რაიონი): ა.ა) №№4, 17, 27, 30, 32, 50, 51, 72, 78, 88, 120, 122, 131, 135, 140, 149, 160, 161, 170, 171, 184, 192 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით); ა.ბ) №57 მარშრუტზე - 0,6 ლარის ოდენობით; ა.გ) №№23, 146, 177, 179 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით; ბ) ლოტი №2 (ძველი თბილისი–დიდგორის რაიონი): ბ.ა) №№2, 6, 15, 35, 40, 41, 49, 73, 85, 109, 126, 137, 176, 202, 218 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით); ბ.ბ) №90 მარშრუტზე - 0,6 ლარის ოდენობით; ბ.გ) №46 მარშრუტზე - 0,3 ლარის ოდენობით; გ) ლოტი №3 (დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი): გ.ა) №152 მარშრუტზე - 1,5 ლარის ოდენობით; გ.ბ) №№19, 26, 34, 44, 58, 60, 62, 66, 67, 68, 75, 81, 101, 102, 108, 118, 169, 193, 195, 197, 200, 204, 219, 221 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით); გ.გ) №№16, 25, 33, 36, 38, 124, 127, 129, 208, 220 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით; გ.დ) №№7, 22, 42, 53, 59, 80, 112, 151, 172, 182 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით; გ.ე) №173 მარშრუტზე - 0,4 ლარის ოდენობით; დ) ლოტი №4 (გლდანი–ნაძალადევის რაიონი): დ.ა) №158 მარშრუტზე - 2,0 ლარის ოდენობით; დ.ბ) №№11, 31, 61, 77, 100, 111, 116, 128, 133, 142, 145, 147, 148, 198 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით); დ.გ) №№87,217 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით; დ.დ) №№8, 9, 12, 13, 14, 18, 21, 29, 37, 39, 43, 45, 47, 48, 52, 63, 86, 96, 99, 104, 136, 139, 144, 153, 180, 187, 210, 211, 222, 225, 226 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით; დ.ე) №56 მარშრუტზე - 0,3 ლარის ოდენობით; ე) ლოტი №5 (ისანი–სამგორის რაიონი): ე.ა) №№154,165,168,175 მარშრუტებზე - 1,0 ლარის ოდენობით; ე.ბ) №№10, 82, 89, 117, 132, 138, 141, 150, 167, 183  მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით); ე.გ) №№159,178 მარშრუტებზე - 0,7 ლარის ოდენობით; ე.დ) №№123, 194, 212 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით; ე.ე) №№1, 3, 5, 20, 24, 28, 54, 55, 70, 71, 76, 79, 83, 84, 91, 93, 95, 103, 105, 107, 113, 115, 119, 134, 155, 156, 162, 185, 189, 190, 191, 199, 205, 216, 223, 224 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით; ე.ვ) №106 მარშრუტზე - 0,4 ლარის ოდენობით.  2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებმა შპს „თბილ ლაინმა“ (ს/კ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპმა“ (ს/კ 202353194), შპს „თბილ ქარმა“ (ს/კ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარმა“ (ს/კ 404392411) მომსახურების გაწევა განახორციელონ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მგზავრობის ტარიფების შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფები ძალაშია 2017 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი