⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.06.2017)
გაუქმებულია:

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2017
ძალის დაკარგვა 22.06.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,645 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2017 მიღება
22.06.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში
„დაწესებულება“) – აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
„კომისია“) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 2
7 8
11 12
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივის დასახელება
% ლარი
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2017 წლის 1 მაისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების  „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1); ბ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2); გ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარების და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3); დ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და  აბაშის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და  არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №23 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე დანართი №1  აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების და  აბაშის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) და აბაშის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) – აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – „კომისია“) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. კომისია იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) კომისიის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) კომისიის მდივანი - ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე; დ) კომისიის წევრები. 3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 4. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე ყველა წევრი. 5. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა- ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან  შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. დანართი №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20__ წლის ____________________ მდგომარეობით _______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ის დასახელება № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5- გრ 9) % ლარი % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით % ბუღალტრული მონაცემებით ლარი ლარი აშშ დოლარი 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1                                                ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე                                     2.                                              ბ.ა.                                     3.                                                      4.                                             ვადასტურებ აუდიტორი: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან  11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი №3 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20__ წლის ____________________ მდგომარეობით _______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ის დასახელება № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5- გრ 9) % ლარი % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით % ბუღალტრული მონაცემებით ლარი ლარი აშშ დოლარი 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1                                         ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე                                    2.                                              ბ.ა.                                    3.                                                    4.                                           ვადასტურებ აუდიტორი: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის  ჩათვლით არ ივსება. დანართი №4 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20__ წლის ____________________ მდგომარეობით _______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება № ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე % ლარი 1 2 3 4 5 6 გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: __________________________________________________________________________________ შექმნილი 20__ წ. __________   ___________________№___________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1.                  ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:____________________________________ 2.                  საწყისი საბალანსო ღირებულება:________________________________________________ 3.                  ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ________________________________________________; ბ) ________________________________________________; გ) ________________________________________________. კომისიის დასკვნა:___________________________________________________________________ კომისიის წევრები: 1. ____________________________________                                 2. ____________________________________                                 3. ____________________________________                                 4. ____________________________________ ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ____________________________________                                     ბ.ა.