სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №402

2017 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალს“ გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია №231-1.

2. დაიწყოს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (დაბადებული 16.07.1960, პირადი №01036002403, პირადობის მოწმობის ნომერი 15IA86466, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მცხოვრები ქ. თბილისი, ხიმშიაშვილის ქუჩა №13). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.

4. სს „ზირაათ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის ყველა უფლებასა და ვალდებულებაზე.

5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის საკორესპონდენტო ანგარიში (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას სალიკვიდაციო ანგარიში; ამავდროულად დაუხუროს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალს საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და, მათ შორის, სავალდებულო რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასევე გაუქმდეს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა). ამასთან, სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის RTGS სისტემის და CSD სისტემის მომხმარებელთა თოქენები გადაეცეს სს „ზირაათი ბანკ საქართველოს”, და სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის RTGS სისტემის და CSD სისტემის მომხმარებელთა პროფილები და მომხმარებლის სახელები შეუნარჩუნდეს სს „ზირაათ ბანკ საქართველოს”. სს „ზირაათ ბანკის“თბილისის ფილიალისათვის მინიჭებული ბანკის კოდი (სისტემის მონაწილის კოდი) და IBAN კოდი გამოიყენოს სს „ზირაათ ბანკმა საქართველომ”. ძირითადი საბანკო სისტემის ცნობარში შეიცვალოს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის მონაწილის კოდი შემდეგი კოდით TCZBGE00.

6. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალის მარეგისტრირებელ ორგანოს, და აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

8. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  მე -12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

 ვიცე-პრეზიდენტი                                                     მურთაზ კიკორია