კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 330110000.35.143.016419
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2017
matsne.gov.ge 227 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი საქართველოს კანონი 80% 20.07.2018 სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ საქართველოს კანონი 80% 31.05.2023 თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სოფელ ინდურთას ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ 80% 24.12.2019 აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 23.06.2020 ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 04.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2017 წლის 1 მაისი ხაშური კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის), როგორც ხაზობრივი ნაგებობის სახეობის, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაყვანა/მონტაჟისას, თუ არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს ახალი ტრანშეების მოწყობას, ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა- მონტაჟისათვის (გარდა საჰაერო ხაზისა) და მასთან დაკავშირებული დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცეს II კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობისათვის დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 ნებართვის გაცემამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 3🔗 მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით: N=L*D*K, სადაც: L არის თხრილის (ტრანშეის) სიგრძე; D არის თხრილის (ტრანშეის) სიგანე; K არის მშენებლობის დაწყებისთვის სანებართვო მოსაკრებლის  დადგენილი ოდენობა ლარში. მუხლი 4🔗 მშენებლობის დასრულების შემდგომ კავშირგაბმულობის ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა) დაექვემდებაროს ექსპლუატაციაში მიღებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება    ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე