ოქმი, 1992 ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთაშორისო კონვენციაში (1969) ცვლილებების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 27.11.1992
ძალაში შესვლა 18.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480190000.02.109.000412
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/05/2001
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გემის დასახელება | წერილების ნომრები |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი, 1992 ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთაშორისო კონვენციაში (1969) ცვლილებების შეტანის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.apple-converted-space {}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ოქმი, 1992
ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო
პასუხისმგებლობის საერთაშორისო კონვენციაში (1969) ცვლილებების
შეტანის შესახებ
წინამდებარე ოქმის მხარეებმა:
ითვალისწინებენ რა, 1969 წლის ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთაშორისო კონვენციას,. და მასთან დაკავშირებულ 1984 წლის ოქმის,
აღნიშნავენ რა, რომ 1984 წლის ოქმი, რაც გულისხმობს პირობების გაუმჯობესებასა და კომპენსაციის გაზრდას, არ ამოქმედებულა.
ადასტურებენ რა, რომ არსებობს ნავთობის დაბინძურების საერთაშორისო პასუხისმგებლობის განხორციელების და საკომპენსაციო სისტემის არსებობის აუცილებლობა
ათვიცნობიერესბენ რა, რომ საჭიროა 1984 წლის ოქმში მოცემული დებულებების ამოქმედება რაც შეიძლება სწრაფად.
აღნიშნავენ რა, რომ საჭიროა სპეციალური დებულებების შემუშავება, საერთაშორისო კონვენციაში (1971) ნავთობით დაბინძურებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ, რათა მასში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
კონვენცია, რომლის დებულებები იცვლება ამ ოქმის შესაბამისად, წარმოადგენს ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების საერთაშორისო კონვენციას (1969), შემდეგში 1969 წლის კონვენცია. 1969 წლის კონვენციასთან დაკავშირებული 1976 წლის ოქმის მხარეები გულისხმობს 1969 წლის კონვენციას, აღნიშნულ პროტოკოლში მოცემული ცვლილებების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗
1969 წლის კონვენციის მუხლი I უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. I პუნქტი უნდა იკითხებოდეს:
1. “გემი“ ნიშნავს ნებისმიერ საზღვაო გადაზიდვის საშუალებას, რაც აშენებულია ან მიზანშეწონილია დიდი რაოდენობით ნავთობის, როგორც ტვირთის, ტრანსპორტირებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ გემი, რომელიც გამოდგება დიდი ოდენობის ნავთობის, როგორც ტვირთის, ტრანსპორტირებისთვის, მიჩნეული იქნება გემად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი ფაქტიურად ახდენს ნავთობის ტრანსპორტირებას და ამ ტრანსპორტირების შემდგომ გადაზიდვებს, თუ არ დამტკიცდება, რომ გემზე აღარ არის დარჩენილი ნავთობი.
2. პუნქტი 5 უნდა იკითხებოდეს:
5. “ნავთობი“ ნიშნავს ნახშირწყალბადების მინერალურ ნავთობს, როგორიცაა ნედლი ნავთობი, საწვავი ნავთობი, მძიმე დიზელის ნავთობი და საპოხი ნავთობი, რომლის გადატანაც, როგორც ტვირთის, ხდება გემით ან ამ გემზე არსებული კონტეინერებით.
3. პუნქტი 6 უნდა შეიცვალოს:
6. დაბინძურებით გამოწვეული ზიანი ნიშნავს:
ა) გემის გარეთ, გემიდან ნავთობის დაღვრით გამოწვეული ზარალს ან ზიანს, სადაც არ უნდა მოხდეს ნავთობის დაღვრა, კომპენსაცია გარემო დაზიანებისთვის, დაზიანების გამო შემოსავლის დაკარგვის გარდა, უნდა შემოიფარგლოს აღდგენისთვის საჭიროს შესაბამისი ზომების ხარჯით, რაც ფაქტიურად ჩატარებულია ან ჩატარდება მომავალში:
ბ) პროფილექტიკური ზომების ხარჯი და ზიანი და ზარალი, რაც გამოწვეულია პროფილაქტიკური ზომების გამო.
4. პუნქტი 8 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
8. ინციდენტი ნიშნავს უბედურ შემთხვევას ან უბედური შემთხვევების თანმიმდევრობას, რაც გამოწვეულია იგივე მიზეზით და რამაც გამოიწვია გარემოს დაზიანება ან შექმნა დაზიანების წარმოქმენის გარდაუვალი საფრთხე.
5. პუნქტი 9 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
9. “ორგანიზაცია“ ნიშნავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას.
6. პუნქტი 9-ის შემდეგ ჩაემატოს ახალი პუნქტი 10:
10. 1969 წლის კონვენცია ნიშნავს ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების კონვენციას, 1969. ამ კონვენციის 1976 წლის ოქმის მხარეებში იგულისხმება 1969 წლის კონვენცია, ამ ოქმში მოცემული შესწორებების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
1969 წლის კონვენციის მუხლი II შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
ეს კონვენცია ეხება მხოლოდ:
(ა) დაბინძურებით გამოწვეულ ზიანს, რაც წარმოიქმნა:
I) ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტერიტორიალური ზღვის ჩათვლით , და
II) ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, რაც დადგენილია საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ან თუ ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს არ აქვს დადგენილი ამგვარი ეკონომიკური ზონა, მაშინ ამ სახელმწიფოს ტერიტორიალური წყლის მიმდებარე ფართობში, რაც დადგენილია ამ სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად და რაც ვრცელდება მაქსიმუმ 200 საზღვაო მილზე, იმ ზოლიდან, საიდანაც აითვლება სახელმწიფოს ტერიტორიალური წყალის ფართობი.
(ბ) პროფილაქტიკურ ზომებს, სადაც არ უნდა მოხდეს მათი ჩატარება, ამგვარი ზიანის გავრცელების შეჩერების ან შემცირების მიზნით.
მუხლი 4🔗
1969 წლის კონვენციის მუხლი III უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. პუნქტი 1 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით: თუ სხვაგვარად არ არის მოცემული ამ მუხლის 2 და 3 პარაგრაფებში, გემის მფლობელი, რომელიც ფლობდა გემს ინციდენტის წარმოშობის მომენტში, ან თუ ინციდენტი რამდენჯერმე წამოიშვა, მისი პირველად წარმოშობის მომენტში, იქნება პასუხისმგებელი დაბინძურებით წარმოშობილ ზიანზე, რაც გამოწვეული იქნა აღნიშნული გემის გამო, ინციდენტის შედეგად.
2. პუნქტი 4 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
4. დაბინძურებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე პრეტენზიის წარდგენა მფლობელისადმი დასაშვებია, მხოლოდ ამ კონვენციის შესაბამისად. ამ მუხლის 5 პუნქტის მიხედვით, დაბინძურებით გამოწვეულ ზიანის კომპენსაციაზე პრეტენზიის წარდგენა დაუშვებელია:
I) მფლობელის მომსახურე პერსონალისთვის ან აგენტებისთვის ან ეკიპაჟის წევრებისთვის;
II) პილოტის ან სხვა პიროვნებისათვის, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი და ასრულებს გემზე საქმიანობებს;
III) გემის მეფრახტისთვის (ნებისმიერი აღწერილობის შესაბამისად) მენეჯერისთვის ან ოპერატორისათვის;
IV) ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელიც ასრულებს აღდგენით სამუშაოებს მფლობელის თანხმობის ან კომპეტენტური სამთავრობო ორგანოს ინსტრუქციების საფუძველზე;
V) ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელიც ასრულებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
VI) ქვეპუნქტებში III). IV) და V) მოცემული პიროვნებების მომსახურე პერსონალისთვის ან აგენტებისთვის;
იმ შემთხვევაში, თუ ზიანი არ არის გამოწვეული მათი პირადი ქმედების ან დაუდევრობის გამო, ზიანის წარმოქმნის მიზნით, ან გაუფრთხილებლობის გამო, თუ იცოდნენ ზიანის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ.
მუხლი 5🔗
1969 წლის კონვენციის მუხლი IV შეიცვალოს შემდეგნაირად:
თუ ინციდენტი გამოწვეულია ორი ან მეტი გემის მიზეზით, რის შედეგადაც წამოიქმნა დაბინძურება, მაშინ ყველა გემის მფლობელი, თუ არ არის განთავისუფლებული მუხლი III-ის შესაბამისად, ერთობლივად და უპირობოდ იქნება პასუხისმგებელი ყველა ამგვარ ზიანზე, თუ მისი გაყოფა არ არის მიზანშექონილი.
მუხლი 6🔗
1969 წლის კონვენციის V მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. პუნქტი 1 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
I. ამ კონვენციის შესაბამისად გემის მფლობელს უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა ჭარბი ოდენობის ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, რაც გამოითვლება შემდეგნაირად:
ა) 3 მილიონი საანგარიშო ერთეული, იმ გემზე, რომლის ტონაჟი არ აღემატება 5,000 ერთეულს;
ბ) თუ გემის ტონაჟი აღემატება ქვეპუნქტში ა) მოცემულ ციფრს, მაშინ ყოველ დამატებით ერთეულზე ემატება 420 საანგარიშო ერთეული.
მაგრამ, ჭარბი ოდენობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 59,7 მლნ საანგარიშო ერთეულს.
2. პუნქტი 2 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
2. მფლობელს არ აქვს ვალდებულება შეზღუდვის უფლება ამ კონვენციის შესაბამისად, თუ დამტკიცდება, რომ ზიანი გამოწვეული იქნა მისი პირადი ქმედების ან დაუდევრობის გამო, ზიანის წარმოშობის მიზნით ან გაუფრთხილებლობით, როცა იცოდა ზიანის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ.
3. პუნქტი 3 შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
3. ამ მუხლის 1 პარაგრაფში აღნიშნული ვალდებულების შეზღუდვის პრივილეგიების უზრუნველყოფის მიზნით, მფლობელმა უნდა შექმნას ფონდი, მისი ვალდებულების სრული თანხის ოდენობით, ხელშეკრულებაში მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც აღიძვრება საქმე IX მუხლის შესაბამისად; თუ საქმე არ არის აღძრული, მაშინ ხელშეკრულებაში მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც შეიძლება საქმის აღძვრა IX მუხლის შესაბამისად. ფონდის შესაქმნელად საჭიროა ფულის შეტანა ან ბანკის გარანტიის ან სხვა გარანტიის წარდგენა, რაც მისაღებია ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც შექმნილია აღნიშნული ფონდი და ბანკის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიჩნეულია ადეკვატურად.
4. 9 პუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
9. (ა). საანგარიშო ერთეული რაც მოცემულია ამ მუხლის 1 პუნქტში, ნიშნავს სპეციალურ უფლებას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. 1 პუნქტში მოცემული თანხები გადაყვანილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, ამ ვალუტის სპეციალურ უფლებაში მოცემული ღირებულების საფუძველზე, რაც ძალაში იყო 3 პუნქტში მოცემული ფონდის დაარსების თარიღში. ხელშეკრულებაში მონაწილე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, სპეციალურ უფლებასთან მიმართებაში, გამოიანგარიშება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მეთოდის მიხედვით, რაც ძალაში იყო ამ ოპერაციების ან გადარიცხვის დღეს. ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, გამოითვლება სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, სპეციალურ უფლებასთან მიმართებაში.
9. (ბ). თუ ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფო არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი და მისი კანონების მიხედვით დაუშვებელია 9(ა) პუნქტის დებულების გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კონვენციის რატიფიკაციის, დამოწმების ან დამტკიცების მომენტში, ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს გამოაცხადოს, რომ საანგარიშო ერთეული, რაც მოცემულია 9(ა) პუნქტში უდრის 15 ოქროს ფრანკს. ამ პუნქტში აღნიშნული ოქროს ფრანკი შეესაბამება ცხრაასი მილლესიმალ ფინენესს სამოცდახუთ ნახევარ (65.5) მილიგრამ ოქროს. ოქროს ფრანკის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს აღნიშნული სახელმწიფოს კანონის შესაბამისად.
9. (გ). გამოანგარიშებები, რაც მოცემულია 9(ა) პუნქტის ბოლოს წინადადებაში და 9(ბ) პუნქტში უნდა განხორციელდეს ისე, რომ მიღებულ იქნას ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში მაქსიმალურად მიახლოებული რეალური ღირებულება 1 პუნქტში მოცემული თანხისა, რასაც მივიღებდით 9(ა) პუნქტის პირველ სამ წინადადებაში მოცემული დებულების გამოყენებისას. ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს გამოთვლები 9(ა) პუნქტის შესაბამისად, ან საჭიროების შემთხვევაში, კონვერტაცია 9(ბ) პუნქტის მიხედვით. ამ კონვენციის რატიფიკაციის, დამოწმების ან დადასტურების დოკუმენტის შეტანისას ან მასში ცვლილებების შეტანის დროს.
5. 10 პუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგუ ტექსტით:
10. ამ მუხლის მიზნებისთვის, გემის ტონაჟი წარმოადგენს სრულ ტონაჟს, რაც გამოთვლილია ტონაჟის გაზომვის წესების მიხედვით, რაც მოცემულია გემის ტონაჟის გაზომვის საერთაშორისო კონვენციის, 1969 დანართში I.
6. 11 პუნქტის მეორე წინადადება უნდა შეიცვალოს შემდეგნარიად: ამ ფონდის დაარსება შეიძლება მაშინაც, თუ 2 პუნქტის მიხედვით მფლობელი არ არის უფლებამოსილი ვალდებულების შეზღუდვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი დაარსება არ იმოქმედებს მოსარჩელის უფლებებზე მფლობელის წინააღმდეგ.
მუხლი 7🔗
1969 წლის კონვენციის VII მუხლი უნდა შეიცვალოს:
1. 2 პუნქტის პირველი ორი წინადადება უნდა შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
კონვენციის დებულების შესაბამისად, ყოველ გემზე უნდა გაიცეს სერთიფიკატი, იმის დასამტკიცებლად, რომ დაზღვევა ან სხვა ფინანსური გარანტია ძალაშია, მას შემდეგ, როცა ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო დაადგენს, რომ დაკმაყოფილებულია 1 პუნქტში მოცემული მოთხოვნები. ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემთან მიმართებაში, ამგვარი სერთიფიკატი უნდა გაიცეს ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ; იმ გემთან მიმართებაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოში, აღნიშნული სერთიფიკატი შეიძლება გაცემულ იქნას ხელშეკრულებაში მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ.
2. პუნქტი 4 უნდა შეიცვალოს შემდეგი დებულებით:
4. სერთიფიკატი უნდა იყოს გემზე, ხოლო მისი ასლი უნდა ინახებოდეს იმ ორგანოში, სადაც მოხდა გემის რეგისტრაცია ან თუ გემი არ არის რეგისტრირებული ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოში, მაშნ იმ სახელმწიფოს ორგანოებში, რომელთაც გასცეს აღნიშნული სერთიფიკატი.
3. 7 პუნქტის პირველი წინადადება შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
7. ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს ორგანოს მიერ, 2 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერთიფიკატი მისაღები უნდა იქნეს ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებისთვის, ამ კონვენციის მიზნებისთვის, ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ, რომ ამ სერთიფიკატს აქვს ისეთივე ძალა, როგორც მათ მიერ გაცემულ სერთიფიკატს, მაშინაც კი, თუ გემი არ არის რეგისტირებული ხელშეკრულებაში მონაწილე რომელიმე ქვეყანაში.
4. 7 პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები სახელმწიფო, სადაც არის რეგისტრირებული გემი უნდა შეიცვალოს სახელმწიფო, რომელმაც გასცა სერთიფიკატი.
5. 8 პუნქტის მეორე წინადადება უნდა შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
ამ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია, მაშინაც კი თუ მფლობელს არ აქვს ვალდებულების შეზღუდვის უფლება V მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, გამოიყენოს ვალდებულების შეზღუდვები, რაც მოცემულია V მუხლის 1 პუნქტში.
მუხლი 8🔗
1969 წლის კონვენციის IX მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. პუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
1. თუ ინციდენტი გამოიწვევს ხელშეკრულებაში მონაწილე ერთი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიის დაზიანებას, ტერიტორიალური ზღვის ან 11 მუხლში მოცემული ფართობის ჩათვლით ან თუ ჩატარდება პროფილაქტიკური ზომები ზიანის შეჩერების ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, იმ ტერიტორიაზე, რაც მოიცავს ტერიტორიალურ ზღვას ან ფართობს, მაშინ კომპენსაციის საქმე შეიძლება აღიძრას მხოლოდ ხელშეკრულებაში მონაწილე ამ სახელმწიფოში ან სახელმწიფოებში. მოპასუხეს უნდა გაეგაზვნოს შესაბამისი შეტყობინება აღნიშნული პროცესის შესახებ
მუხლი 9🔗
1969 წლის კონვენციის XII მუხლის შემდეგ უნდა ჩაემატოს ორი ახალი მუხლი:
მუხლი XII
გარდამავალი დებულებები
შემდეგი გარდამავალი დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინციდენტის წარმოშობის დროს იქნება როგორც წინამდებარე კონვენციის, ასევე 1969 წლის კონვნეციის მხარე:
(I) თუ ინციდენტი გამოიწვევს გარემოს დაბინძურების, ამ კონვენციის მიხედვით, მაშინ ამ კონვენციის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა გაუქმებული იქნება იმდენად, რამდენადაც იგივე პასუხისმგებლობა ეკისრება მას 1969 წლის კონვენციის მიხედვით:
(II) თუ ინციდენტი გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ამ კონვენციის შესაბამისად, და სახელმწიფო წარმოადგენს როგორც ამ კონვენციის, ასევე ნავთობით დაბინძურებით წარმოშობილი ზიანის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის საერთაშორისო კონვენციის (1971) მხარეს, მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, რაც არ იქნება გაუქმებული ამ მუხლის (I) ქვეპუნქტის მიხედვით, დაბინძურებით გამოწვეული ზიანის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაზეც არ იქნება გადახდილი კომპენსაცია 1971 კონვენციის შესაბამისად.
(III) ამ კონვენციის III მუხლის 4 პარაგრაფთან მიმართებით, ფრაზა ეს კონვენცია ნიშნავს წინამდებარე კონვენციას ან 1969 წლის კონვენციას:
(IV) ამ კონვენციის V მუხლის 3 პუნქტთან მიმართებაში, დასაარსებელი ფონდის სრული თანხა უნდა შემცირდეს იმ ოდენობით, რამდენადაც მოხდა ვალდებულებისგან გათავისუფლება ამ მუხლის (I) ქვეპუნქტის მიხედვით.
მუხლი XIII
დასკვნითი დებულებები
ამ კონვენციის დასკვნითი დებულებები იქნება 1992 წლის ოქმის მუხლები 12-დან 18-მდე, რის მიხედვითაც მოხდა 1969 წლის კონვენციაში ცვლილებების შეტანა. ამ კონვენციაში მოცემულ ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იგივე მნიშვნელობა, რაც ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოს აღნიშნული ოქმის მიხედვით.
მუხლი 10🔗
სერთიფიკატის მოდელი, რაც ერთვოდა 1969 წლის კონვენციას შეიცვალა მოდელით, რაც ერთვის ამ ოქმს.
მუხლი 11🔗
1. 1969 წლის კონვენცია და აღნიშნული ოქმი, ოქმის მხარეების მიერ მიჩნეული და გაგებული იქნება როგორც ერთი დოკუმენტი.
2. 1969 წლის კონვენციის მუხლები 1-დან XII-მდე, სერთიფიკატის მოდელი ჩათლით, აღნიშნულ ოქმში გათვალისწინებული ცვლილებების შეტანის შემდეგ, აღიარებულ იქნება, როგორც ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების საერთაშორისო კონვენცია, 1992 (1992 წლის კონვენცია).
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗
ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება და დამტკიცება და მიერთება
1. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ყველა სახელმწიფომ ლონდონში, 1993 წლის 15 იანვრიდან 1994 წლის 14 იანვრამდე.
2. 4 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება გახდეს ოქმის მხარე:
ა) რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ხელმოწერის შემდეგ, რასაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება; ან
ბ) გაწევრიანების შემდეგ
3. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ძალაში შევა, ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ფორმალური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ
4. ნავთობით დაბინძურებით წარმოშობილი ზიანის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის საერთაშორისო კონვენციის, 1971 (შემდგომში ფონდის კონვენცია, 1971) მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის რატიფიკაცია, დადასტურება ან დამოწმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამავე დროს ახდენს 1992 წლის ოქმის, რომლის მიხედვითაც შედის ცვლილებები კონვენციაში, რატიფიკაციას, დამოწმებას ან დადასტურებას და თუ უარს არ განაცხადებს 1971 წლის კონვენციის ძალაში შესვლის თაობაზე იგივე თარიღში, როცა სახელმწიფოში ამოქმედდება აღნიშნული ოქმი.
5. სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს ამ ოქმის მხარეს, მაგრამ არ არის 1969 წლის კონვენციის მხარე, ეკისრება პასუხისმგებლობა 1969 წლის კონვენციის დებულების შესაბამისად, წინამდებარე ოქმში მოცემული ცვლილებების გათვალისწინებით, ამ ოქმში მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში, მაგრამ არ ეკისრება 1969 წლის კონვენციაში გათვალისწინებული ვალდებუბლებები. ამ კონვენციაში მონაწილე მხარეებთან მიმართებაში.
6. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელი, რისი დეპონირებაც მოხდება 1969 წლის კონვენციის ამ ოქმით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, შეეხება კონვენციას, მოცემული ცვლილებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა
1. ეს ოქმი ძალაში შევა თორმეტი თვის შემდეგ, იმ დღიდან, როცა ათი სახელმწიფო შეიტანს რატიფიკაციის, დამტკიცების და დამოწმების დოკუმენტს ორგანიზაციის მთავარ მდივანთან, აქედან ოთხ სახელმწიფოს, თითოეულს, უნდა ჰქონდეს ტანკერების საერთო ტონაჟი მინიმუმ ერთი მილიონი ერთეული.
2. ფონდის კონვენციაში (1971) მონაწილე ყოველ სახელმწიფოს შეუძლია, ამ ოქმის რატიფიკაციის, დამოწმების და დამტკიცების დოკუმენტის შეტანის დროს გამოაცხადოს რომ ეს დოკუმენტი არ იქნება ძალაში აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში. ექვს თვიანი პერიოდის გასვლამდე, რაც მოცემულია ფონდის კონვენციაში (1971) ცვლილებების შეტანის შესახებ 1992 წლის ოქმის მუხლში 31. სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს ფონდის კონვენციის (1971) მხარეს და შეიტანს რატიფიკაციის, დამტკიცების და დამოწმების დოკუმენტს 1992 წლის ოქმებთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც შედის ცვლილებები ფონდის კონვენციაში (1971), ასევე შეუძლია, ამავე დროს, გააკეთოს განაცხადი ამ პუნქტის შესაბამისად.
3. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც გააკეთებს განაცხადს ზემოთ მოცემული პუნქტის შესაბამისად, შეუძლია გამოიტანოს აღნიშნული განაცხადი ნებისმიერ დროს, ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის მეშევეობით. განაცხადი გამოტანილად ჩაითვლება შეტყობინების მიღების დღეს, თუ აღნიშნულ სახელმწიფოს ამ დღისთვის შეტანილი ექნება ამ ოქმის რატიფიკაციის, დამტკიცების და დასაბუთების დოკუმენტი.
4. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მოახდენს ოქმის რატიფიკაციას, დამტკიცებას და დასაბუთებას, 1 პუნქტის შესაბამისად, მაშინ წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ამგვარი სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის შეტანიდან თვრამეტი თვის შემდეგ.
მუხლი 14🔗
შესწორებების და ცვლილებების შეტანა
1. ორგანიზაციამ შეიძლება მოიწვიოს კონფერენცია 1992 წლის კონვენციაში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის მიზნით.
2. ორგანიზაციამ უნდა მოიწვიოს კონფერენცია ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოებისთვის, 1992 წლის კონვენციაში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოების სულ მცირე ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 15🔗
ცვლილებების შეტანა თანხების შეზღუდვებთან დაკავშირებით
1. ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების სულ მცირე ერთი მეოთხედის მიერ, ამ ოქმის შესაბამისად შეცვლილი 1969 წლის კონვენციის V მუხლის 1 პუნქტში მოცემული ვალდებულების შეზღუდვებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს ეს მოთხოვნა ორგანიზაციის ყველა წევრს და ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს.
2. ცვლილებების შეტანის მოთხოვნა, რაც შეთავაზებული და გაგზავნილია ზემოთ, 1 პარაგრაფში მოცემული დებულების შესაბამისად, წარდგენილი უნდა იქნას ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტში განსახილველად, გაგზავნიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ.
3. წინამდებარე ოქმის შესაბამისად შეცვლილი 1969 წლის კონვენციაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ორგანიზაციის წევრი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს იურიდიული კომიტეტის მიერ ცვლილებების განხილვისა და მიღების პროცესში.
4. ცვლილებების მიღება მოხდება, ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობენ კენჭისყრაში იურიდიულ კომიტეტში, რაც მოცემულია პუნქტში 3, თუ ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოების ნახევარი მაინც ესწრება კენჭისყრას.
5. ვალდებულების შეზღუდვებში ცვლილებების შეტანის განხილვის დროს, იურიუდიულმა კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს ინციდენტებთან დაკავშირებული გამოცდილება და განსაკუთრებით, მისგან გამოწვეული ზარალის მოცულობა, ფულადი ღირებულების ცვლილებები და შეთავაზებული ცვლილებების ზეგავლენა დაზღვევის ღირებულებაზე. გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე ოქმის შესაბამისად შეცვლილი 1969 წლის კონვენვციის V მუხლის 1 პუნქტში და ნავთობით დაბინძურებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციისთვის საერთაშორისო ფონდის დაარსების საერთაშორისო კონვენციის (1992) 4 მუხლის 4 პარაგრაფში მოცემული შეზღუდვების ურთიერთდამოკიდებულება.
6. (ა) დაუშვებელია ამ მუხლში მოცემული ვალდებულების შეზღუდვებში ცვლილებების შეტანის განხილვა 1998 წლის 15 იანვრამდე, და ამ მუხლში მოცემული წინა ცვლილებების ძალაში შესვლიდან სულ მცირე ხუთი წლის გასვლამდე. ამ მუხლში გათვალისწინებული ცვლილებების განხილვა დაუშვებელია ოქმის ძალაში შესვლამდე.
(ბ) დაუშებელია ვალდებულებების შეზღუდვების გაზრდა, ისე, რომ გადააჭარბოს იმ თანხას, რაც მოცემულია წინამდებარე ოქმის შესაბამისად შეცვლილ 1969 წლის კონვენციაში, წლიური 6 პროცენტით გაზრდის გათვალისწინებით, რაც გამოინაგარიშება 1993 წლის 15 იანვრიდან.
(გ) ვალდებულების შეზღუდვების გაზრდა დაუშვებელია ისე, რომ გადააჭარბოს იმ თანხას, რაც შეესაბამება ამ ოქმის შესაბამისად შეცვლილ 1969 წლის კონვენციაში მოცემულ შეზღუდვებს, გამრავლებულს 3-ზე.
7. 4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილებები ორგანიზაციამ უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ცვლილებები მიღებულად იქნება მიჩნეული შეტყობინების თარიღიდან თვრამეტი თვის შემდეგ, თუ ამ პერიოდში იურიდიული კომიტეტის მიერ ცვლილებების მიღების მომენტში ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების სულ მცირე ერთი მეოთხედი არ აცნობებს ორგანიზაციას, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოცემულ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში ცვლილებები არ იქნება მიღებული და მათ არ ექნებათ იურიდიული ძალა.
8. 7 პუნქტის შესაბამისად მიღბული ცვლილებები ძალაში შევა მიღებიდან თვრამეტი თვის შემდეგ.
9. მიღებული ცვლილებები სავალდებულო იქნება ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის, თუ ისინი არ განაცხადებენ უარს წინამდებარე ოქმის მიღებაზე 16 მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად, ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე. უარყოფის განაცხადს ძალა ექნება, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.
10. იურიუდიული კომიტეტის მიერ ცვლილების მიღების შემდეგ, მათი ძალაში შესვლისთვის საჭირო თვრამეტ თვიანი პერიოდის გასვლამდე, სახელმწიფო, რომელიც ამ პერიოდში გახდება ხელშეკრულების მონაწილე, ვალდებული იქნება დაემორჩილოს აღნიშნულ ცვლილებებს, მათი ძალაში შესვლის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომელიც გახდება ხელშეკრულებაში მონაწილე სახლემწიფო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ვალდებული იქნება დაემორჩილოს 7 პუნქტის თანახმად მიღებულ ცვლილებებს. ამ პუნქტში მოცემულ შემთხვევებში სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს ცვლილებებს, ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ან წინამდებარე ოქმის აღნიშნულ სახელმწიფოში ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ეს უფრო გვიან მოხდება.
მუხლი 16🔗
დენონსაცია
1. წინამდებარე ოქმის უარყოფა შეიძლება ნებისმიერი მხარის მიერ, ნებისმიერ დროს, ამ ოქმის აღნიშნული მხარისთვის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ
2. დენონსაცია უნდა მოხდეს ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დოკუმენტის წარდგენის საშუალებით.
3. უარის განაცხადი ძალაში შევა ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ამ დოკუმენტის წარდგენის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რაც შეიძლება მოცემული იყოს უარის განაცხადში.
4. ამ ოქმის მხარეებთან მიმართებაში, 1969 წლის კონვენციაში მონაწილე ნებისმიერი სახლემწიფოს მიერ, კონვენციის XVI მუხლის თანახმად უარის განცხადების შემთხვევაში, ეს უარყოფა არ იქნება დაკავშირებული 1969 წლის კონვენციასთან, როგორც შეცვლილია წინამდებარე ოქმის შესაბამისად.
5. 1971 წლის ფონდის კონვენციაში ცვლილებების შესახებ 1992 წლის ოქმთან დაკავშირებით უარის განცხადების შემთხვევაში, იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არის 1971 წლის ფონდის კონვენციის მხარე, მიჩნეული იქნება ამ ოქმთან დაკავშირებულ დენონსაციად. უარის განაცხადი ძალაში შევა 1971 წლის ფონდის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ 1992 წლის ოქმთან დაკავშირებული უარის განაცხადის ძალაში შესვლის დღდან, აღნიშნული ოქმის 34 მუცლის შესაბამისად.
მუხლი 17🔗
დეპონირება
1. წინამდებარე ოქმი და 15 მუხლის თანახმად მიღებული ცვლილებები დეპონირებული იქნება ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
2. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა:
(ა) შეატყობინოს ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ მიიღო აღნიშნული ოქმი, შემდეგ შემთხვევებში:
(I) ახალი ხელმოწერის ან დოკუმენტის შეტანა, დოკუმენტის შეტანის თარიღთან ერთად;
(II) 1992 წლის კონვენციის 13 მუხლის თანახმად განაცხადის ან შეტყობინების და V მუხლი 9🔗 პუნქტის თანახმად განაცხადის და შეტყობინების გაკეთება;
(III) ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღი;
(IV) ვალდებულების შეზღუდვაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება, რაც გაკეთებულია 15 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად;
(V) ნებისმიერი ცვლილება, რაც მიღებულია 15 მუხლის 4 პუნქტის თანახმად;
(VI) ნებისმიერი ცვლილება, რაც მისაღებია 15 მუხლის 7 პუნქტის თანახმად, აგრეთვე ამ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი, იგივე მუხლის 8 და 9 პუნქტების მიხედვით;
(VII) წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით უარის განაცხადის შეტანა, შეტანის თარიღთან და მისი ძალაში შესვლის თარიღთან ერთად;
(VIII) ნებისმიერი უარის განაცხადი, რაც წარდგენილია 16 მუხლის 5 პუნქტის თანახმად;
(IX) ნებისმიერი განაცხადი, რაც გაკეთებულია წინამდებარე ოქმთან მიმართებაში;
(ბ) წინამდებარე ოქმის დამოწმებული ასლები უნდა გაეგზავნოს ყველა სახელმწიფოს, რომელიც ხელს აწერს და და ყველა სახლემწიფოს, რომელიც უერთდება ამ ოქმს.
3. ამ ოქმის ძალაში შესვლისთანავე, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ოქმის ტექსტი უნდა გაუგზავნოს გაერთიანებული ერების სამდივნოს, რათა მოხდეს მისი რეგისტრაცია და გამოქვეყნება, გაერთიანებული ერების წესდების 102 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 18🔗
ენები
ოქმი შესრულებულია ერთ ეგზემპლიარად არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
შედგენილია ლონდონში, ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წლის ოცდაშვიდ ნოემბერს.
ოქმი ხელმოწერილია მთავრობების სათანადოდ უფლებამოსილი წამომადგენელების მიერ.
დანართი
ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დაზღვევის სერთიფიკატი ან სხვა ფინანსური გარანტია
გაცემულია ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების საერთაშორისო კონვენციის VIII მუხლის დებულების შესაბამისად, 1992
გემის დასახელება
წერილების
ნომრები
პორტი, სადაც მოხდა
რეგისტრაცია
მფლობელის დასახელება და მისამართი
სერთიფიკატი გაცემულია იმის დამამტკიცებლად, რომ ზემოთ მოცემულ გემს აქვს დაზღვევის პოლისი ან სხვა ფინანსური გარანტია, რაც ძალაშია და შეესაბამება ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების საერთაშორისო კონვენციის (1992) VII მუხლის მოთხოვნებს.
ფინანსური გარანტიის სახეობა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ფინანსური გარანტიის ხანგრძლივობა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დამზღვევის (დამზღვევების) და/ან გარანტიის მიმცემის (მიმცემების) დასახელება და მისამართი
დასახელება - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
სერთიფიკატი ძალაშია - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გაცემული ან დამოწმებულია მთავრობის მიერ - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(სახელმწიფოს სრული დასახელება)
მდებარეობა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - თარიღი - - - - - - - - - - - - - - - - - -
სერტთიფიკატის გამცემი ოფიციალური
პირის ხელმოწერა და თანამდებობა
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ახსნა-განმარტებითი ბარათი
1. სურვილისამებრ, სახელმწიფოს სახელმწოდებაში შეიძლება აღნიშნული იყოს ქვეყნის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გასცა სერთიფიკატი;
2. თუ გარანტიაში მოცემული სრული თანხა მიღებულია ერთზე მეტი წყაროდან, აღნიშნული უნდა იყოს თითოეული წყაროდან მიღებული თანხის ოდენობა;
3. თუ გარანტის შედგება რამდენიმე ფორმისგან, მოცემული უნდა იყოს მათი ჩამონათვალი;
4. გრაფაში გარანტიის მოქმედების ვადა აღნიშნული უნდა იყოს მისი ძალაში შესვლის თარიღი.