ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის 2004 − 2006

მიღების თარიღი 07.05.2004
ძალაში შესვლა 04.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.106.000503
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 12/07/2004
matsne.gov.ge 1,106 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2004 მიღება
04.05.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის 2004 − 2006 ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის 2004 − 2006 სარჩევი სარჩევი............................................................................................................................................2 1. შესავალი......................................................................................................................................3 2. ხელშეკრულება………………………………………………………………………………………….3 მუხლი 1🔗. შეთანხმების საგანი…...……………………………………………………………………....4 მუხლი 2🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებები...……………………….....4 მუხლი 3🔗. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებები ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მეშვეობით……............................................................5 მუხლი 4🔗. წჯკს-ის ვალდებულებები…………………………………………………………………....5 მუხლი 5🔗. ერთობლივი ვალდებულებები......................................................................................5 მუხლი 6🔗 საბოლოო დებულებები ……………………………………………………………………...6 მუხლი 7🔗. იურიდიული მუხლი.....................................................................................................6  1. შესავალი ეს დოკუმენტი წარმოადგენს თანამშრომლობის ხელშეკრულებას (რომელიც დგება 2 წელიწადში ერთხელ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის, შემდგომში მხარებად წოდებული. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს წინა ხელშეკრულებების გაგრძელებას და იგი ჩამოყალიბდა თანმიმდევრული მოლაპარაკების საფუძველზე მონაწილე მხარეებს შორის იმ გამოცდილებისა და მიღწევების საფუძველზე, რომელიც მიღწეულ იქნა ციხეებში ტუბერკულოზის ექვსწლიანი პროგრამის განხორციელებისას. იგი იურიდიული და ნორმატიული აქტია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ტუბერკულოზის საკონტროლო ქმედებების განსახორციელებლად.  ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნები დამყარებულია ჯანმო/ტფდსგ-ის პრინციპებზე დოტს სტრატეგიისთვის, ისევე როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სტრატეგიულ პრიორიტეტებზე. ისინი ეფუძნება 1998 წლის 8 ოქტომბრის პრეზიდენტის №703 განკარგულებას. დოტს სტრატეგიის წარმატებულობა დამოკიდებულია შემდეგ ხუთ კომპონენტზე: 1. განუწყვეტელი პოლიტიკური მხარდაჭერა 2. ხარისხიან ნახველის მიკროსკოპიაზე ხელმისაწვდომობა 3. ყველა ტუბერკულოზის შემთხვევათა სტანდარტიზებული მოკლევადიანი ქემოთერაპია შემთხვევათა სათანადო მართვით, მათ შორის, მკურნალობაზე უშუალო მეთვალყურეობით 4. განუწყვეტელი მომარაგება ხარისხიანი წამლებით 5. რეგისტრაცია-ანგარიშგების სისტემა ყველა პაციენტის გამოსვლისა და პროგრამის შეფასებისათვის. მიზნები დოტს სტრატეგიის კომპონენტების მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი მიზნები: ● გავავრცელოთ ცოდნა იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი არის სოციალური დაავადება და სიღარიბის შედეგი ● უზრუნველვყოთ ნაადრევი დიაგნოზი ყველა პატიმრისათვის ● ყველა იდენტიფიცირებული ტუბერკულოზის შემთხვევისათვის უზრუნველვყოთ სრული დოტს მკურნალობა (უფასო) საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად ● ციხის საზოგადოებაში გავზარდოთ ცოდნის დონე ტუბერკულოზის კონტროლისა და პროფილაქტიკის შესახებ ● გავაუმჯობესოთ ციხის და სამოქალაქო ლაბორატორიული სამსახურები, გავაუმჯობესოთ და სტანდარტებში მოვიყვანოთ აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა ● უზრუნველვყოთ უწყვეტი მომარაგება ხარისხიანი წამლებით ● მოვამზადოთ ციხეებში მულტი რეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემის გაშუქების გეგმა ● დავამყაროთ კავშირი იუსტიციის სამინისტროს ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამასა და შიდსის ეროვნულ ცენტრს შორის, რათა მივხედოთ ციხეებში ტუბერკულოზი/შიდსი კოინფექციას. 2. ხელშეკრულება ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:  მუხლი 1🔗. შეთანხმების საგანი აღნიშნული ხელშეკრულების საგანია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა შორის ტუბერკულოზის კონტროლი, რომელიც დამყარებულია საერთაშორისოდ აღიარებულ „ჯანმოს დოტს ტუბერკულოზის კონტროლის სტრატეგიაზე“.  მუხლი 2🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებები აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა: 1. უზრუნველყოს პენიტენციალური სისტემაში ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამის შესაბამისი დონეზე განხორციელების ორგანიზაცია, რომელიც გულისხმობს სათანადო მოწყობილობითა და აღჭურვილობით მომარაგებას, ასევე მათ შეკეთებისა და მომსახურეობის ხარჯებს (ელექტროენერგია, წყალი, ნარჩენების განადგურება და ა.შ.) და საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას ყველა იმ ადგილებში, სადაც დოტსი ხორციელდება.  2. უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური პერსონალის არსებობა, რომელიც განაწილებული ქონება ჯანმოს სტანდარტების თანახმად, პენიტენციალურ სისტემაში ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამის სათანადოდ ფუნქციონირებისათვის და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის ხელფასების გაცემისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამაში. უზრუნველყოს შესაბამისი პირობები ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის სათანადოდ დოტს სტრატეგიის სწავლებისათვის თანახმად ტეპ-ის მოთხოვნებისა. არასოდეს არ უნდა მოხდეს დოტს მკურნალობის ადგილების დატოვება კვალიფიციური ექიმის გარეშე, ვინაიდან დაუშვებელია ტუბერკულოზიანი პატიმრების მკურნალობის წყვეტა. 3. მიიღოს საჭირო ღონისძიებები, რათა აიკრძალოს ანტიტუბერკულოზური წამლების შეტანა პენიტენციურ სისტემაში, გარდა ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამის მიერ და თავიდან აიცილოს დოტს-ისგან განსხვავებული ანტი-ტუბერკულოზური მკურნალობა დაკავების ადგილებში. 4. განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც მიმართულია პენიტენციალური სისტემის დაკავების ადგილებში ტუბერკულოზის გავრცელების კონტროლისთვის − პროფილაქტიკური ღონისძიებები: სანგანათლება, ფიზიკური ინფრასტრუქტურების და ასევე მოძიებისა და დიაგნოსტიკური სამსახურების რეაბილიტაცია, დოტს მკურნალობა, რეგისტრაცია-ანგარიშგება. ორგანიზება გაუკეთოს და განახორციელოს ტუბერკულოზიან პატიმართა უსაფრთხოების გადაყვანები, როგორც აღწერილია ტექნიკურ პროტოკოლში, რომელიც თან ერთვის ამ ხელშეკრულებას. 5. ტუბერკულოზის კოორდინატორი იუსტიციის სამინისტროდან იქნება დამაკავშირებელი რგოლი პენიტენციალური სისტემის ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამისა და ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამას შორის, რათა მოხდეს აღნიშნული ორი პროგრამის გაერთიანება ერთიანად კოორდინირებად პროგრამაში, რომელიც მოიცავს საქართველოს მთელ მოსახლეობას. ტუბერკულოზის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია პროგრამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ტეპ-ის კოორდინატორისა და წჯსკ-ის წინაშე. 6. იუსტიციის სამინისტრო ხელს შეუწყობს წჯსკ-ის როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ თანამშრომლებს მუშაობის შესრულებაში. ანალოგიურად იგი უზრუნველყოფს, რომ ტეპ-ის ზედამხედველებს თავისუფლად ხელი მიუწვდებოდეთ ყველა დოტს ადგილებზე. მუხლი 3🔗. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებები ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მეშვეობით აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებისათვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მისი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ: 1. მთელ პენიტენციურ სისტემაში ინფექციური ტუბერკულოზის სამკურნალოს საჭირო მედიკამენტები მოწოდებულ იქნას ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიერ 2. შეთანხმებული იქნას ერთობლივი აფთიაქის მარაგისა და წამლებისა სა სამედიცინო მასალების კონტროლის სისტემა ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში 3. ცენტრალური ეროვნული ლაბორატორია, როგორც მთავარი ლაბორატორია ტუბერკულიოზთან დაკავშირებულ ყველა პროცედურასთან უზრუნველყოფს გაერთიანებულ ლაბორატორიულ სამსახურს პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის პროგრამისთვის 4. რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის ტუბდისპანსერების ლაბორატორიები უზრუნველყოფენ პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის პროგრამის გაერთიანებულ ლაბორატორიულ სამსახურს 5. ჩატარდეს ტრენინგები იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც დაკავებული იქნება ტუბერკულოზის კონტროლის DOTS ქსელში. 6. განხორციელდეს სისტემატური ზედამხედველობა (სუპევიზია) DOTS სამკურნალო დაწესებულებების ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე. მუხლი 4🔗. წჯსკ-ის ვალდებულებები აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებისათვის წჯსკ: 1. გაუწევს ტექნიკურ დახმარებას იუსტიციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის განხორციელების ყველა ასპექტში, მათ შორის სანგანათლების, შემთხვევათა გამოვლენის ღონისძიებებში, დიაგნოსტიკურ მომსახურებაში, დოტს მკურნალობაში, მედიკამენტების უწყვეტად მომარაგების ორგანიზებაში (მენეჯმენტში) და რეგისტრაცია-ანგარიშგებაში 2. უზრუნველყოფს პენიტენციალური სისტემის სამედიცინო პერსონალისა და ტეპ-ის ლაბორატორიული პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და შემდგომ დახვეწას 3. მოიწვევს ტუბერკულოზის ექსპერტებს საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციებიდან, რათა შეაფასონ პენიტენციალური სისტემის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა და მოგვაწოდონ ტექნიკური რჩევები. მუხლი 5🔗. ერთობლივი ვალდებულებები 1. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ყველა მხარე ვალდებულია გააერთიანონ მათი ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ პროგრამის განხორციელება მაქსიმალური ეფექტურობით. ისინი შეათანხმებენ ყველა აქტივობას და ერთად ჩამოაყალიბებენ სტრატეგიას საქართველოში ტუბერკულოზის განუწყვეტელი კონტროლისთვის 2. ყველა მხარე ერთად შეიმუშავებს საქართველოში ტუბერკულოზის განუწყვეტელი კონტროლის სტრატეგიას.  მუხლი 6🔗. საბოლოოო დებულებები 1. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაერთვის ტექნიკური ოქმი, რომელშიც აღწერილია ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის ყოველდღიური საქმიანობა. ეს ტექნიკური ოქმი წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს 2. მხარეების თანხმობით ხელშეკრულების და ტექნიკური ოქმის ტექსტში შეიძლება მოხდეს ცვლილებები და დამატებები. ეს ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტად და გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი 3. საკამათო საკითხები, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მხარეებს შორის მოგვარდება მოლაპარაკებების საშუალებით. მუხლი 7🔗. იურიდიული მუხლი 1🔗. ეს ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში 2. მონაწილე მხარეების მიერ ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს მონაწილე მხარეების მიერ წინასწარ სამთვიანი წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუმცა, როგორც კი ერთი პარტნიორი შეწყვეტს ხელშეკრულებას, იმ დღიდანვე წყდება ტუბერკულოზის პროგრამაში ახალი პაციენტების ჩართვა, ხოლო ის პაციენტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მკურნალობა, აუცილებლად ამთავრებენ მკურნალობის სრულ კურსს. 3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების ინციდენტებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს წჯსკ-ის მიერ დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას. 4. ფორსმაჟორის შემთხვევაში ყველა მხარე თავისუფლდება თავიანთი ვალდებულებებისაგან. ყველა ნაჩუქარი მასალები და მოწყობილობები რჩება წჯსკ-ის მფლობელობაში. 5. ამ ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიას ქართულ ვერსიასთან შედარებით პრიორიტეტი ენიჭება. ყველა მონაწილე მხარე მოაწერს ხელს ოთხ ინგლისურ და ოთხ ქართულ პირს. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია თბილისში, 7 მაისი 2004 წელი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წსჯკ) (ხელმოწერილია) კრისტოფერ მეილი დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო (ხელმოწერილია) კონსტანტინე ფრუიძე მინისტრის მოადგილე იუსტიციის სამინისტრო (ხელმოწერილია) ზურაბ აბაშიძე მინისტრის მოადგილე