ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2005
ძალაში შესვლა 11.06.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480200000.03.030.000574
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/02/2006
matsne.gov.ge 322 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2005 მიღება
11.06.1998 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში ითვალისწინებენ რა 1996 წლის 4 აპრილის „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროში“ და 1997 წლის 14 ივლისის „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოში შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე: I მუხლი თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს გარანტის სახით გაუწევს დახმარებას 2.755.500 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) თურქული ლირის ეკვივალენტით აშშ დოლარებში. გარანტის დახმარების გამოყენება დაიწყება 2005 წლიდან. II მუხლი გრანტის დახმარების ნაწილი, რომელიც შეადგენს 2.475.000 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტს აშშ დოლარებში, გაწეულ იქნება დახმარებისა და მომსახურების სახით, ხოლო 280.500 (ორას ოთხმოცი ათას ხუთასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გადაეცემა ფულადი დახმარების სახით, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი კანონის მიხედვით. III მუხლი 2🔗.755.500 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) თურქული ლირის ეკვივალენტით აშშ დოლარებში, გრანტით გაცემული დახმარება განხორციელდება ამ ხელშეკრულებისა და აგრეთვე ხელმოწერილი ფულადი დახმარებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის ოქმების საფუძველზე. წინამდებარე ხელშეკრულება თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ, ხოლო საქართველოს მხრიდან − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. IV მუხლი საქართველო თანახმაა, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე ნივთები და მომსახურების უფლება არ გადასცეს სხვა ქვეყანას ანდა მესამე მხარეს. V მუხლი წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან თანამშრომლობის ოქმით განსაზღვრული ნივთიერი დახმარებისა და მომსახურების საქართველოს მიერ სრულყოფილად მიღებამდე. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან. წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებისას წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. შესრულებულია ქ. თბილისში/საქართველოში, 2005 წლის 9 ივნისს, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ორ პირად, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. განმარტებისას განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ვარიანტს. საქართველოს სახელით დავით ნაირაშვილი პოლკოვნიკი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის სახელით ალი აქდოღან ბრიგადის გენერალი გენ. შტაბის თავდ. პოლიტ. და რესურს. მართვის სამმართ. უფროსი