მართვის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროს და MCA-საქართველოს შორის
მიღების თარიღი 27.04.2006
ძალაში შესვლა 07.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 680610000.03.030.000627
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/01/2007
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ხელმოწერა: | ———————————————————————————————————— |
| სახელი: | ———————————————————————————————————— |
| თანამდებობა: | ———————————————————————————————————— |
დოკუმენტის ტექსტი
მართვის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროს და MCA-საქართველოს შორის
მართვის ხელშეკრულება
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას,
საქართველოს მთავრობის სახელით
ფინანსთა სამინისტროს
და
MCA-საქართველოს
შორის
2006 წლის 7 აპრილი
სარჩევი
მუხლი 1🔗. MCA-საქართველოს დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭო
1.1 შემადგენლობა
1.2. ხმის უფლების მქონე წევრების დანიშვნა
1.3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნა
1.4. დამკვირვებელთა დანიშვნა
1.5. ანაზღაურება და დაზღვევა
1.6. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება
1.7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები
1.8. კვორუმი; ხმის მიცემა
1.9. წერილობითი თანხმობით მოქმედება
1.10. სხდომები კონფერენციული სატელეფონო კავშირის მეშვეობით
1.11. ანგარიშგების მომთხოვნები
1.12. ანაზღაურება
მუხლი 2🔗. MCA-საქართველოს მენეჯმენტის გუნდი
2.1. დანიშვნა
2.2. მენეჯმენტის გუნდის უფლებამოსილება
2.3. აღმასრულებელი დირექტორის როლი
2.4. ანგარიშგების მოთხოვნები
2.5. ნებადართული ანგარიშების მონიტორინგი
მუხლი 3🔗. საკონსულტაციო კომიტეტი
3.1. შემადგენლობა
3.2. ფუნქციები და პასუხისმგებლობა
3.3. სხდომები; გადაწყვეტილებები
3.4. ხელმისაწვდომობა; გამჭვირვალობა
მუხლი 4🔗. MCC-ს დადასტურების უფლებები; სხვა ვალდებულებები
4.1. MCC-ს მხრიდან დადასტურების უფლებები
4.2. MCC-ს პასუხისმგებლობის არარსებობა
4.3. MCC-ს ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებები
4.4. სხვა ვალდებულებები
4.5. MCA-საქართველოს მხრიდან დადასტურება
4.6. სათანადოდ უფლებამოსილი პირი
4.7. MCA-საქართველოზე კონტროლის არარსებობა
4.8. აუდიტები
მუხლი 5🔗. ხელშეკრულების მოქმედების ვადა; შეჩერება; შეწყვეტა
5.1. მოქმედების ვადა;
5.2. შეწყვეტა; შეჩერება;
5.3. შეწყვეტის შედეგი.
მუხლი 6🔗. დამატებითი დებულებები
6.1. MCA-საქართველოს განცხადებები და გარანტიები
6.2. კონფიდენციალობა
6.3. კომუნიკაციები
6.4. დელეგირება
6.5. წარმომადგენლები
6.6. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6.7. კონსულტაცია
6.8. MCC-ს სტატუსი
6.9. მხარეთა ურთიერთობა
6.10. ცვლილებები და უარი
6.11. სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე უარის არარსებობა
6.12. დანართები
6.13. სათაურები
6.14. ხელშეკრულების გაყოფა
6.15. ხელშეკრულების მთლიანობა
6.16. ეგზემპლარები; ხელმოწერები
6.17. განმარტებები
6.18 აკრძალული ქმედებები
6.19. განმარტების წესები
„ა“ დანართი − განმარტებები
„ბ“ დანართი − მენეჯმენტის გუნდის პასუხისმგებლობები
მართვის ხელშეკრულება
წინამდებარე მართვის ხელშეკრულება (წინამდებარე „ხელშეკრულება“) ხელმოწერილია 2006 წლის 7 აპრილს („ძალაში შესვლა“) „ფონდი − ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაარსებულია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების საფუძველზე („MCA-საქართველო“ ან „ემ სი ჯი“), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დაწესებულებას („MCC“) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით („სამინისტროს“), შორის (ერთად „მხარეები“ და თითოეული განცალკევებულად „მხარე“)
ფაქტების მიმოხილვა
ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით და საქართველოს მთავრობამ („მთავრობა“) 2005 წლის 12 სექტემბერს გააფორმეს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმება („კომპაქტი“), რომელშიც განსაზღვრულია ის საერთო პირობები, რომლის მიხედვით MCC მთავრობას უზრუნველყოფს 295,300,000 აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ანგარიშის პროგრამისთვის, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას საქართველოში;
ვინაიდან, როგორც კომპაქტით გათვალისწინებული MCC-ს პირველადი თანხის გადაცემის წინაპირობა, მხარეებმა უნდა გააფორმონ და წარადგინონ მართვის ხელშეკრულება, რომელიც საზღვრავს ემ სი ჯი-ს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მისი დირექტორების, მმართველი გუნდის და საკონსულტაციო კომიტეტის სათანადო უფლება-მოვალეობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებული ორმხრივი დაპირებების და შეთანხმებების გათვალისწინებით, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა, მხარეები თანხმდებიან:
მუხლი 1🔗
ემ სი ჯი-ს დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭო
1.1 შემადგენლობა. ემ სი ჯი-ს სამეთვალყურეო საბჭო („სამეთვალყურეო საბჭო“) შედგება: (ა) 8 (რვა) ხმის უფლების მქონე წევრისგან („ხმის ულების მქონე წევრები“); (ბ) ემ სი ჯი-ს აღმასრულებელი დირექტორისაგან, რომელსაც არ გააჩნია ხმის უფლება; და (გ) 2 (ორი) ხმის უფლების არმქონე დამკვირვებლისაგან („დამკვირვებელი“) (ხმის უფლების მქონე წევრები, აღმასრულებელი დირექტორი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამკვირვებლები წინამდებარე ხელშეკრულებაში მოხსენიებული არიან როგორც „დირექტორები“). სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
1.2. ხმის უფლების მქონე წევრების დანიშვნა
(ა) საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, ნიშნავს ხმის უფლების მქონე წევრებს MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით და გენდერული და ეთნიკური წარმომავლობის გათვალისწინებით. პიროვნებები შემდეგი მონაცემებით წარმოადგენენ სამეთვალყურეო საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრებს:
(i) აღმასრულებელი ხელისუფლების 3 (სამი) წევრი, რომლებიც წარმოადგენენ სამინისტროების (ერთი მათგანი იქნება პრემიერ-მინისტრი);
(ii) ერთი წევრი, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (1.2.
(ა) ნაწილის შესაბამისად დანიშნულ 3 წევრთან ერთად („საბჭოს სამთავრობო წევრები“);
(iii) საქართველოს პარლამენტის 2 (ორი) წევრი („საბჭოს საპარლამენტო წევრები“);
(iv) სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენელი;
(v) ბიზნესის სექტორის ერთი წარმომადგენელი (1.2(ა)(iv) ნაწილში მითითებულ ხმის უფლების მქონე წევრთან ერთად „საბჭოს არასამთავრობო წევრები“).
(ბ) საბჭოს თითოეული სამთავრობო წევრი მონაწილეობს საბჭოში, როგორც სამთავრობო წარმომადგენელი და არა პიროვნულად. თუ რომელიმე საბჭოს სამთავრობო წევრი გადადგება ან გადაყენებული იქნება დაკავებული თანამდებობიდან, ასეთი წევრის ადგილს სამეთვალყურეო საბჭოში დაიკავებს მისი შემცვლელი მთავრობაში, MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
(გ) საბჭოს თითოეული საპარლამენტო წევრი მონაწილეობს საბჭოში, როგორც საპარლამენტო წარმომადგენელი და არა პიროვნულად. თუ რომელიმე საბჭოს საპარლამენტო წევრი გადადგება ან სხვაგვარად შეუწყდება პარლამენტის წევრობა, ასეთი წევრის შემცვლელს სამეთვალყურეო საბჭოში დანიშნავს მთავრობის მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის მოქმედი შემადგენლობიდან, MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
(დ) თითოეული საპარლამენტო და არასამთავრობო საბჭოს წევრი ინიშნება ორი (2) წლის ვადით და თითოეული ასეთი ფორმით დანიშნული პირი შეიძლება ხელმეორედ იქნეს დანიშნული 1.2. ნაწილის შესაბამისად ორი (2) წლის ვადით. 1.2(ზ) ნაწილში მოცემული ვაკანსიის შევსების მიზნით დანიშვნის შემთხვევაში, ასეთი ახალი საპარლამენტო ან არასამთავრობო წევრი ინიშნება ორი (2) წლის ვადით.
(ე) იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრი ვერ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, ასეთი წევრი საკუთარ შემცვლელად ნიშნავს შესაბამის პირს, იმის გათვალისწინებით, რომ (i)(ა) საბჭოს სამთავრობო წევრის შემთხვევაში, ასეთი შემცვლელს წარმოადგენს პირველი მოადგილე ან შესაბამისი პირი, (ბ) საბჭოს საპარლამენტო წევრის შემთხვევაში, ასეთ შემცვლელს წარმოადგენს პარლამენტის სხვა წევრი და (გ) საბჭოს არასამთავრობო წევრის შემთხვევაში, ასეთ შემცვლელს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ან ბიზნესის სექტორის შესაბამისი წარმომადგენელი; (ii) ასეთი დანიშვნა უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა მიეთითოს შემცვლელის დანიშვნის ხანგრძლივობა; და (iii) ყველა ასეთი დანიშვნა უნდა მოხდეს სამეთვალყურეო საბჭოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ვ) მთავრობის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადააყენოს სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერი ხმის უფლების მქონე წევრი, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი არასამთავრობო წევრის გადაყენება მოითხოვს MCC-ის წინასწარ წერილობით თანხმობას;
(ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭოში წარმოიშობა ვაკანსია წევრის გარდაცვალების, შრომისუუნარობის, პენსიაზე გასვლის, გადადგომის, გათავისუფლების (სათანადო მიზეზის არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში) ან სხვა მიზეზების გამო, პრემიერ-მინისტრი ამ ვაკანსიის შესავსებად წარადგენს პირს, MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით და ასეთი წარდგენა და თანმდევი დანიშვნა უნდა განხორციელდეს 1.1 და 1.2 ნაწილების შესაბამისად
1.3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნა
(ა) სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობებს უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე („თავმჯდომარე“). საწყის ეტაპზე პრემიერ-მინისტრი მოქმედებს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. თითოეული შემდგომი თავმჯდომარე აირჩევა ხმის უფლების მქონე წევრთაგან, MCC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თავდაპირველი თავმჯდომარე და თითოეული შემდგომი თავმჯდომარე ინიშნება 2 (ორი) წლის ვადით. თავმჯდომარე უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს ყველა სხდომას. თავმჯდომარის (ან მისი სათანადოდ უფლებამოსილი შემცვლელის) არყოფნისას, დირექტორები აირჩევენ ერთ-ერთ ხმის უფლების მქონე წევრს, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის ფუნქციას ამ სხდომაზე.
(ბ) თავმჯდომარე ადასტურებს (i), რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ MCC-სთვის წარსადგენი ყველა დოკუმენტი და ანგარიში არის დამოწმებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან კომპაქტის დოკუმენტების შესაბამისად და (ii) აღნიშნული წარსადგენი დოკუმენტაცია არის სრული, უტყუარი და ზუსტი.
1.4. დამკვირვებლის დანიშვნა
(ა) პიროვნებები შემდეგი მონაცემებით წარმოადგენენ სამეთვალყურეო საბჭოს დამკვირვებლებს:
(i) MCC-ის მიერ შერჩეული (რომლის ჩანაცვლებაც პერიოდულად განხორციელდება)
ერთი (1) წარმომადგენელი ( „MCC-ის დამკვირვებელი“); იმის გათვალისწინებით, რომ MCC-ის შეუძლია დანიშნოს ალტერნატიული წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება სამეთვალყურეო საბჭოს ერთ ან რამდენიმე სხდომას MCC-ის წარმომადგენლის მიერ დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში; და
(ii) საკონსულტაციო კომიტეტის მიერ დასახელებული ერთი (1) წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებიდან (3.1.(ა)(i) ნაწილში მოცემული წესით) („სამოქალაქო დამკვირვებელი“). პირველი სამოქალაქო დამკვირვებელი ინიშნება ერთი (1) წლის ვადით, რომელიც აითვლება კომპაქტის ძალაში შესვლის შემდეგ ჩატარებული სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომის დღიდან და ყოველი ერთი წლის თავზე (ან უფრო ადრე, თუ სამოქალაქო დამკვირვებელი გადადგება ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, როგორც სამოქალაქო დამკვირვებელი ამ ვადის ამოწურვამდე) საკონსულტაციო კომიტეტი დანიშნავს სხვა წევრს მისი შემადგენლობიდან, რომელიც შეასრულებს სამოქალაქო დამკვირვებლის როლს მომდევნო წლისთვის. ის წევრი, რომელის მოქმედი სამოქალაქო დამკვირვებელია, არ შეიძლება ხელმეორედ ზედიზედ იყოს დანიშნული სამოქალაქო დამკვირვებლად. სამოქალაქო დამკვირებელს შეუძლია დაასახელოს პირი საკონსულტაციო კომიტეტიდან, რომელიც მას შეცვლის სამეთვალყურეო საბჭოს იმ ერთ თუ მეტ სხდომაზე, რომელსაც დამკვირვებელი ვერ დაესწრება.
(ბ) დამკვირვებელს არ გააჩნია ხმის მიცემის უფლება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისაღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუ მართვის ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თითოეული დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს სამეთვალყურეო საბჭოს ყველა სხდომას, მონაწილეობა მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს განხილვებში და მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, ასევე, უფლება აქვს, ხელი მიუწვდებოდეს იმ ჩანაწერებზე, თანამშრომლებზე და მოწყობილობებზე, რომლებიც კომპაქტის ან მართვის ხელშეკრულების თანახმად ხელმისაწვდომია სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრებისთვის, ხმის მიცემის უფლების გამოკლებით.
(გ) მთავრობა და ემ სი ჯი, თითოეული უარს აცხადებს და ათავისუფლებს დამკვირვებელს ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და საჩივრისაგან, რომელიც წარმოიშობა თითოეული დამკვირვებლის, როგორც საბჭოს ხმის უფლების არმქონე წევრისაგან, კომპაქტიდან, ამ ხელშეკრულებიდან ან ემ სი ჯი-ს საქმიანობიდან წარმოშობილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომპაქტის პირველი დანართის 3(დ)(ii)(5) საფუძველზე, MCC- დამკვირვებელი არ დაექვემდებარება საქართველოს სასამართლოს ან სხვა უწყების იურისდიქციას ან ნებისმიერ არბიტრაჟს და ამ ხელშეკრულებებში ან საქმიანობებში მოცემული არცერთი დებულება არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც MCC-დამკვირვებლის თანხმობა ასეთ იურისდიქციაზე.
1.5. ანაზღაურება და დაზღვევა. მთავრობა დააზღვევს, დაიცავს და ზიანს არ მიაყენებს MCA-საქართველოს დირექტორებს და მენეჯმენტის გუნდის თითოეულ წევრს ნებისმიერი და ყველა პრეტენზიის, სარჩელის, პასუხისმგებლობის, ხარჯების, ზარალის ან დანახარჯების მიმართ და მათ წინააღმდეგ, მათ შორის, ადვოკატის სათანადო ჰონორარები და ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა ან დადგა დირექტორის და მენეჯმენტის გუნდის წევრის მიერ და იმ მიზეზით, რომ ის მოქმედებდა როგორც MCA-საქართველოს „დირექტორი“ ან როგორც მენეჯმენტის გუნდის წევრი, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა არ არის ვალდებული დააზღვიოს და დაიცვას ნებისმიერი ხმის უფლების მქონე წევრი ან მენეჯმენტის გუნდის წევრი წინამდებარე 1.5 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ასეთი პრეტენზია, სარჩელი, პასუხისმგებლობა, ხარჯები, ზარალი ან დანახარჯები გამოწვეულია დირექტორის ან მენეჯმენტის გუნდის წევრის უხეში დაუდევრობით ან განზრახი არასათანადო ქმედებით. წინამდებარე წინადადების საფუძველზე დირექტორებისთვის და მენეჯმენტის გუნდის წევრებისთვის მინიჭებული ანაზღაურების უფლება წარმოადგენს სახელშეკრულებო უფლებას, რომელიც მიუხედავად მართვის ხელშეკრულების საწინააღმდეგო ნორმისა (მათ შორის 6.10 ნაწილის ცვლილებების დებულებებისა), არ შეიძლება იქნეს უგულებელყოფილი ასეთი უფლებების ბენეფიციარი პირის თანხმობის გარეშე. მთავრობას უნდა იმოქმედოს კომპაქტის შესაბამის ნორმებთან, მათ შორის კომპაქტის პირველი დანართის 3.9 და 3(დ)(ii)(5) ნაწილებთან შესაბამისად მასზე წინამდებარე 1.5. ნაწილით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას.
1.6. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება. კომპაქტში (დანართი 1-ის 3(გ) ნაწილის ჩათვლით), წინამდებარე ხელშეკრულებაში, ნებისმიერ დამატებით ხელშეკრულებაში განსაზღვრული MCC-ს მხრიდან დადასტურების უფლების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოს გააჩნია შემდეგი პასუხისმგებლობები და უფლებები(რომელთა შემდგომში დელეგირება შეუძლებელია):
(ა) ზედამხედველობა
(i) მენეჯმენტის გუნდთან დაკავშირებით (როგორც 2.1. ნაწილში არის განსაზღვრული);
(ii) პროგრამის სრულ განხორცილებაზე კომპაქტისა და შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულებების შესაბამისად, მათ შორის განხორციელების გეგმის და მისი შემადგენელი ნებისმიერი გეგმის განხორციელების ზედამხედველობა, მასში კომპაქტისა და შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულებების შესაბამისად პერიოდულად შეტანილი ცვლილებების ჩათვლით.
(iii) ემ სი ჯი-ს მიერ მასზე დელეგირებული უფლებებისა და პასუხისმგებლობების (აღნიშნული ტერმინი განმარტებულია დანიშვნის ხელშეკრულებაში).
(ბ) ემ სი ჯი-ს საქმიანობებთან დაკავშირებული სხვა ზედამხედველობის ფუნქციების და ვალდებულებების განხორციელება, რომლებიც განსაზღვრულია კომპაქტით, დანიშვნის ხელშეკრულებით, მართვის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით.
(გ) წინამდებარე 1.6. ნაწილის ნორმების შეზღუდვის გარეშე, MCA-საქართველოს თითოეული შემდეგი მოქმედება მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარ წერილობით თანხმობას (თითოეული „საბჭოს მოქმედება“):
(i) ნებისმიერი ტრანზაქცია, საქმიანობა, შეთანხმება ან დოკუმენტი, რომელიც მოითხოვს MCC-ს თანხმობას კომპაქტის ან ნებისმიერი კომპაქტის დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე (მათ შორის, კომპაქტის დანართი 1-ის 3(გ) ნაწილში მოცემული ტრანზაქციები, საქმიანობები, შეთანხმებები და დოკუმენტები);
(ii) პროვაიდერზე გაცემული ნებისმიერი შემდგომი გადახდა იმ პირობით, რომ MCC MCA-საქართველო წერილობით შეტყობინების საფუძველზე აძლევს სამეთვალყურეო საბჭოს ინსტრუქციას ასეთი შემდგომი გადახდის განხილვისა და დამტკიცების თაობაზე;
(iii) ისეთ შეთანხმებაში შესვლა, რომელიც ემ სი ჯი-სთვის წარმოშობს სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელიც ტოლია ან აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან სხვა ისეთი თანხა, რომელზეც შეიძლება MCC და ემ სი ჯი შეთანხმდნენ, მათ შორის ასეთი შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება, შეწყვეტა ან შეჩერება;
(iv) ნებისმიერი საქმიანობა ან ქმედება, რომელიც შესყიდვების ხელშეკრულების თანახმად მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას;
(v) MCC-ს ნებისმიერი თანხის გაცემის მოთხოვნის წარდგენა MCC-სათვის (ასეთი დამტკიცება უნდა შეიცავდეს თანხის გაცემის მოთხოვნას ყველა დანართის დამტკიცებას და თანხის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებული მენეჯმენტის განხილვისა და ანალიზის დამტკიცებას);
(vi) ნებისმიერი (ა) განხორციელების გეგმის შემადგენელი ნაწილის (მათ შორის, ფინანსური გეგმის, შესყიდვის გეგმის, მონიტორინგისა და შეფასების გეგმის, ფინანსური ანგარიშგების გეგმის, პროგრამის და პროექტის სამუშაო გეგმის), (ბ) აუდიტის გეგმების, (გ) საკადრო გეგმების (და 1.6(გ)(vi)(ა-გ) ნაწილში მოცემულ დოკუმენტებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების ან დამატების) და (დ) აუდიტის გეგმაში მითითებულ ნებისმიერ აუდიტში დაფიქსირებული დასკვნაზე პასუხი;
(vii) დამატებითი ხელშეკრულების და დანიშვნის ხელშეკრულების გაფორმება და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ცვლის, ანაცვლებს, წყვეტს ან აჩერებს ნებისმიერ დამატებით ხელშეკრულებას, რომლის მხარესაც ემ სი ჯი წარმოადგენს ან დანიშვნის ხელშეკრულებას;
(viii) ნებისმიერი შეთავაზება (ან ნებისმიერი მოქმედება) საბჭოს მოქმედების ან სხვა საკითხის შეცვლის, ჩანაცვლების, შეწყვეტის ან დაჩქარების თაობაზე, რომელიც ადრე დამტკიცებული იყო სამეთვალყურეო საბჭოს მიერ;
(ix) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება და მისი დასაქმების პირობები (მათ შორის ანაზღაურება) და მისი ნებისმიერი ცვლილება;
(x) მენეჯმენტი გუნდის წევრების დაქირავება და გათავისუფლება (აღმასრულებელი დირექტორის გამოკლებით) და ნებისმიერი თანამშრომლის, კონსულტანტის ან ექსპერტის დაქირავება, რომლის დარიცხული თვიური ანაზღაურება აღემატება 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარს და დასაქმების შესაბამისი პირობები (მათ შორის ანაზღაურება) და შრომის ხელშეკრულება ასეთ პირთან და მასში განხორციელებული ცვლილებები;
(xi) MCC-სათვის ან მთავრობისათვის წარსადგენი ანგარიშების, გეგმების და სხვა დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება, როგორც ამას მოითხოვს კომპაქტი, მართვის ხელშეკრულება, ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულება (საბჭოს ასეთი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ ანგარიშების, გეგმების და სხვა დოკუმენტების MCC-სათვის ან მთავრობისთვის წარდგენამდე);
(xii) MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე და კომპაქტის დებულებების შესაბამისად (მათ შორის კომპაქტის II დანართის მე-4 პუნქტი) მოახდინოს პროგრამის სხვადასხვა კომპონენტს შორის თანხების გადანაწილებაში ცვლილებების შეტანა; იმის გათვალისწინებით, რომ ემ სი ჯი-ს შეუძლია, MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ცვლილება შეიტანოს დეტალურ ფინანსურ გეგმაში იმდენად, რამდენადაც (ა) კომპაქტის მე-2 დანართში მოცემული ყველა ასეთი ცვლილება (რომელიც შეეხება მრავალწლიან ფინანსურ გეგმაში მითითებულ იმავე საკითხს) ჯამურად არ აღემატება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლებს (i) ყველაზე ბოლოს დამტკიცებული მრავალწლიან ფინანსურ გეგმაში ასახული იმავე საკითხის ღირებულების 10%-ს და (ii) 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს, (ბ) ასეთი ცვლილება შესაბამისობაში მოდის (კომპაქტის) მიზნებთან და არ იწვევს MCC-ს დაფინანსების თანხის გადაჭარბებას კომპაქტის 2.1.(ა) ნაწილში მითითებულ თანხაზე და (გ) ემ სი ჯი დროულად მიაწვდის MCC-ს ნებისმიერ შეცვლილ ფინანსურ გეგმას, შეცვლილ მრავალწლიან ფინანსურ გეგმასთან ერთად და ამ უკანასკნელში ასახული უნდა იყოს შესაბამისი ცვლილებები;
(xiii) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობაში ცვლილება (ასეთი ცვლილება წინასწარ უნდა დაადასტუროს MCC-მ);
(xiv) საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში 3.1.(დ) ნაწილში მოცემული ცვლილებების შეტანა ან მისი გაზრდა, MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
(xv) დებულებაში ცვლილებების შეტანა (MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე);
(xvi) ნებისმიერი გადაწყვეტილება ემ სი ჯი-ს (ა) ემ სი ჯი-ს რეორგანიზების, (ბ) ემ სი ჯი-ს ლიკვიდაციის, (გ) ემ სი ჯი-ს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება (1) მოითხოვს ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა (კვორუმის არსებობისას) 75%-ის თანხმობას (1.6(გ)(xvi)(გ) ნაწილში მოცემული ცვლილება ემ სი ჯი-ს სტრუქტურაში, რომელიც არაარსებითი ხასიათისაა, საჭიროებს საბჭოს თანხმობას 1.8 ნაწილში დადგენილი წესით), (2) არ შეიძლება განხორციელდეს 1.9 ნაწილში მოცემული წესით და (3) საჭიროებს MCC-ს წინასწარ წერილობით თანხმობას.
(xvii) სხვა საქმიანობები, ხელშეკრულებები, დოკუმენტები ან ისეთი ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას კომპაქტის ან ამ ხელშეკრულების ან ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების თანახმად ამ იმის მიხედვით, რაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს პერიოდულად MCC-ს მიერ და რაც საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებას.
სამეთვალყურეო საბჭომ MCC-ს უნდა წარუდგინოს შეტყობინება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ნებისმიერი საბჭოს მოქმედების დამტკიცების თაობაზე, შესაბამისი ხელშეკრულების ან დოკუმენტის ასლთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული შეტყობინება უნდა იყოს დადასტურებული თავმჯდომარის მიერ და ასეთი დადასტურება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები და დოკუმენტები არის უტყუარი, სრული და ზუსტი.
1.7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები. სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება ისეთ დროს და ადგილას, როგორც ამას პერიოდულად განსაზღვრავს თავად სამეთვალყურეო საბჭო, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს საგანგებო სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს თავმჯდომარის, ნებისმიერი ორი დირექტორის ან აღმასრულებელი დირექტორის მიერ. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროის, ადგილის, დღის წესრიგის მითითებით, უნდა მიეწოდოს თითოეულ დირექტორს ემ სი ჯი-ს მდივნის მიერ (ა) რეგულარულ ყოველკვარტალურ სხდომასთან დაკავშირებით ფაქსით ან ელექტრონული ფოსტის ან ტელეგრამით არანაკლებ 7 (შვიდი) დღით ადრე სხდომის ჩატარების დღემდე და (ბ) საგანგებო სხდომასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საგანგებო სხდომის დღემდე არანაკლებ 48 საათით ადრე და ტელეფონით ან ტელეგრამით საგანგებო სხდომის დღემდე არანაკლებ 24 საათით ადრე. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, დირექტორს უფლება აქვს უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით სხდომის ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღების უარის თაობაზე და დირექტორის დასწრება ასეთ სხდომაზე ჩაითვლება დირექტორის მიერ შეტყობინების მიღებაზე უარის თქმად. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ვერ ჩატარდება, თუ ყველა დირექტორი არ მიიღებს შეტყობინებას სხდომის შესახებ. იმდენად, რამდენადაც სხდომები ტარდება ქართულ ენაზე, შესაბამისი თარჯიმნით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხდომის დამსწრე ქართული ენის არმცოდნე დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველი ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და ინგლისურენოვანი ვერსიები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დირექტორისთვის საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღამდე.
1.8. კვორუმი; ხმის მიცემა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება განსხვავებულად დაადგენს, (ა) სამეთვალყურეო საბჭოს ყველა სხდომაზე ხმის უფლების მქონე წევრების უმრავლესობა შეადგენს კვორუმს საქმიანობის წარმართვისთვის („კვორუმი“); იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი უმრავლესობა უნდა შეიცავდეს სულ მცირე ერთ არასამთავრობო წევრს, იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს და (ბ) კვორუმის მქონე სხდომის დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება (გარდა მართვის ხელშეკრულების 1.6(გ)(xvi) და 1.9. ნაწილში მითითებული გადაწყვეტილებებისა) წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ დამოწმდება სამეთვალყურეო საბჭოს ოქმად, თუ ასეთი გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ხმა მისცა 4 (ოთხი)-ზე ნაკლებმა ხმის უფლების მქონე წევრმა, თითოეული ხმის უფლების მქონე წევრს გააჩნია ერთი ხმა ნებისმიერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი. თუ რომელიმე სხდომაზე არ შედგა კვორუმი, დამსწრე დირექტორებს შეუძლიათ გადადონ სხდომა შეტყობინების გარეშე, უბრალოდ სხდომაზე სათანადო განცხადების გაკეთების გზით, ვიდრე კვორუმი არ შედგება. 1.9 ნაწილში მოცემული წესის გამოკლებით, თითოეული გადაწყვეტილება, არჩევა, დანიშვნა ან ქმედება სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, ის პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში თუ არა, უნდა განხორციელდეს ამ ნაწილში მოცემული წესით.
1.9. წერილობითი თანხმობით მოქმედება. თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ნებისმიერი მოქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს ან შეიძლება განხორციელდეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, შესაძლოა განხორციელდეს სხდომის გარეშეც, (ა) თუ შეტყობინება გაეგზავნა ყველა დირექტორს და (ბ) თუ ყველა ხმის უფლების მქონე წევრი განაცხადებს წერილობით თანხმობას აღნიშნულის თაობაზე. ეს წერილობითი განცხადება (განცხადებები) თან დაერთვება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმს. ზემოხსენებულის მიუხედავად, ორი დირექტორის მიერ მოთხოვნის არსებობისას, უნდა ჩატარდეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა (ტელეფონით ან სხვაგვარად) ამგვარ წერილობითი თანხმობით მოქმედებამდე.
1.10. სხდომები საკონფერენციო სატელეფონო კავშირის მეშვეობით. თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სამეთვალყურეო საბჭოს ან საბჭოს მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საბჭოს ან კომიტეტის სხდომაში საკონფერენციო სატელეფონო ზარის ან მსგავსი კომუნიკაციის მოწყობილობის მეშვეობით, რითაც სხდომის ყველა მონაწილე პირს შესაძლებლობა აქვს მოუსმინოს და ესაუბროს სხვა მონაწილეებს. ამ 1.10 ნაწილის შესაბამისად სხდომაში მონაწილეობის მიღება ითვლება სხდომაზე ასეთი პირის დასწრებად.
1.11. ანგარიშგების მოთხოვნები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი (ან სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერი კომიტეტის), სხდომის დამსწრე ყველა პირის ვინაობა, სხდომაზე განხილული საკითხები და ყველა მიღებული გადაწყვეტილება უნდა აისახოს სხდომის ოქმში, რომელსაც ადგენს თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხდომის მდივანი და რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე. თითოეული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი უნდა გამოქვეყნდეს MCA-საქართველოს ვებგვერდზე ასეთი სხდომის ჩატარებიდან ორი (2) კვირის განმავლობაში.
1.12. ანაზღაურება. დირექტორები (შესაბამისად თავმჯდომარე) არ იღებენ არანაირ ანაზღაურებას სამეთვალყურეო საბჭოში დირექტორის სტატუსით მონაწილეობისთვის.
მუხლი 2🔗
ემ სი ჯი-ს მმართველი გუნდი
2.1. დანიშვნა. საქართველოს პრეზიდენტი, MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს. მენეჯმენტის გუნდი შეირჩევა აღმასრულებელი დირექტორის მიერ ღია და კონკურენციული შერჩევის პროცესის შედეგად (აღმასრულებელი დირექტორის ჩათვლით „მმართველი გუნდი“). მმართველი გუნდის თითოეული წევრის (აღმასრულებელი დირექტორის გამოკლებით) დამტკიცება ხდება სამეთვალყურეო საბჭოს და MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მმართველი გუნდი შედგება საჯარო და კერძო სექტორის კვალიფიციური ექსპერტებისაგან, მათ შორის ისეთი თანამშრომლებისაგან, რომლებიც აუცილებელი არიან დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად განსახორციელებლად, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) აღმასრულებელი დირექტორისაგან, (ბ) დირექტორის მოადგილისაგან („დირექტორის მოადგილე“), (გ) 5 (ხუთი) პროექტის დირექტორისაგან (თითოეული „პროექტის დირექტორი“) (დ) გარემოს და სოციალური ზემოქმედების დირექტორისაგან („გარემოს და სოციალური ზემოქმედების დირექტორი“), (ე) მთავრი ფინანსური ოფიცრისაგან („მთავრი ფინანსური ოფიცერი“), (ვ) შესყიდვების დირექტორისაგან („შესყიდვების დირექტორი“), (ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორისაგან („საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი“), (თ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორისაგან („მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი“) და (ი) მთავარი იურისტისაგან („მთავარი იურისტი“). მთავარი იურისტი (ან აღმასრულებელი დირექტორის მიერ დანიშნული მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრი) მოქმედებს ასევე როგორც ემ სი ჯი-ს მდივანი („მდივანი“). მდივნისა და მმართველი გუნდის თითოეული წევრის ვალდებულებათა მოკლე აღწერილობა მოცემულია დანართ ბ-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ვალდებულებები ექვემდებარებიან აღმასრულებელი დირექტორის მიერ პერიოდულად ცვლილებების შეტანას, ემ სი ჯი-ს მმართველი გუნდის და თითოეული თანამშრომლის სამუშაოს აღწერილობა დაექვემდებარება შრომის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება ემ სი ჯი-სა და თითოეულ თანამშრომელს შორის. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი არ გავრცელდება ნებისმიერი პირზე, რომელთანაც ემ სი ჯი გააფორმებს შრომით ხელშეკრულებას. მმართველ გუნდს დახმარებას გაუწევს ოფისის მენეჯერი და შესაბამისი ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით, მმართველი გუნდი ანგარიშვალდებულია, აღმასრულებელი დირექტორის მეშვეობით, პირდაპირ სამეთვალყურეო საბჭოს და საკონსულტაციო კომიტეტის წინაშე.
2.2. მმართველი გუნდის უფლებამოსილება. მმართველი გუნდი დახმარებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს პროგრამის განხორციელების ზედამხედველობაში და გააჩნია მთავარი პასუხისმგებლობა (ექვემდებარება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას და კომპაქტის დანართი 1-ის 3(გ) ნაწილში მოცემულ MCC-ს მხრიდან დადასტურებას), პროგრამის განხორციელების სრულ მართვაზე, მათ შორის:
(ა) (i) განხორციელების გეგმის ყველა კომპონენტის (მათ შორის ფინანსური გეგმის, შესყიდვების გეგმის, მონიტორინგისა და შეფასების გეგმის, ფისკალური ანგარიშგების გეგმის და ყველა პროექტის და პროგრამის ყველა სამუშაო გეგმის), (ii) აუდიტის გეგმების, (iii) საკადრო გეგმების (2.2.(ა)(i)-(iii) ნაწილში მოცემული დოკუმენტის ნებისმიერი ცვლილება, დამატება) და (iv) აუდიტის მიერ დასკვნაში დაფიქსირებულთან დაკავშირებით პასუხის მომზადების შემუშავება და ადმინისტრირება;
(ბ) პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
(გ) მთელი პროგრამის, თითოეული პროექტის და კომპაქტით და მხარეებს შორის გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობების, მათ შორის დადგენილი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობების კოორდინირება (დანიშვნის ხელშეკრულების თანახმად);
(დ) პროგრამისა და პროექტების მონიტორინგისა და შეფასების მენეჯმენტი, განხორციელება და კოორდინირება (მათ შორის ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი);
(ე) კომპაქტის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისთვის საჭირო და ნებისმიერ დამატებით ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასურველი პროცედურების და სტრატეგიების შემუშავება, ზედამხედველობა, მენეჯმენტი, კოორდინაცია და განხორციელება. ასევე ისეთი პროცედურების, სტრატეგიების ან საქმიანობების შემუშავება, ზედამხედველობა, მენეჯმენტი, კოორდინაცია და განხორციელება, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს ან მოთხოვნილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კომპაქტის შესასრულებლად;
(ვ) პროგრამის, თითოეული პროექტის და სხვა კომპაქტით გათვალისწინებული ან მის შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობების ფინანსებსა და ბუღალტერიასთან (მათ შორის მენეჯმენტის ანგარიშგება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშები, ფულადი სახსრების ნაკადების ანგარიშგება და დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობა), შესრულებასთან, მონიტორინგთან და შეფასებასთან, შესყიდვებთან, ბიუჯეტებთან და აუდიტის ანგარიშებთან დაკავშირებული ანგარიშების ან ნებისმიერი სხვა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და განხილვა;
(ზ) ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება პროგრამისა და, მათ შორის, თითოეული პროექტისათვის;
(თ) მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის წარმოება და განვითარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპაქტის შესაბამისად პროგრამული და ფინანსური განხორციელების და შესრულების სისტემური კონტროლი, მათ შორის თითოეული პროექტის;
(ი) თითოეული პროექტისათვის ძირითადი და განხორციელების შემდგომი კვლების წარმოების უფლებამოსილების მინიჭება და ზედამხედველობა, თუ ეს მოთხოვნილია მონიტორინგისა და შეფასების გეგმით და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და ანგარიშგების სათანადო სისტემის შექმნა მთელი პროგრამისა და თითოეული პროექტისთვის;
(კ) შესყიდვების განხორციელება და მისი და სხვა შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობების (მათ შორის დადასტურების) ზედამხედველობა შესყიდვების ხელშეკრულების და შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებებში მოცემული სტანდარტების თანახმად;
(ლ) ემ სი ჯი-ს ვებგვერდის ადმინისტრირება, რათა აისახოს მიმდინარე ინფორმაცია კომპაქტთან დაკავშირებულ საქმიანობებთან, მონიტორინგისა და შეფასების გეგმის ანგარიშგებასთან, ფინანსურ ანგარიშგებასთან და კომპაქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესყიდვასთან დაკავშირებით (იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შესყიდვების განთავსება მოითხოვება შესყიდვების ხელშეკრულებით);
(მ) სამეთვალყურეო საბჭოსათვის წერილობითი რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა საბჭოს მოქმედებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე მენეჯმენტის გუნდი ამზადებს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამის ხელშეკრულებებს, დოკუმენტებს ან მოქმედებებს, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ და თან ურთავს ასევე წერილობით რეკომენდაციას სამეთვალყურეო საბჭოს იმის შესახებ, თუ რა მსვლელობა მიეცეს წარმოდგენილ ხელშეკრულებას, დოკუმენტს ან მოქმედებას და ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ასეთი რეკომენდაციის მხარდასაჭერად არის საჭირო;
(ნ) კომპაქტით გათვალისწინებული ანგარიშის ან სხვა ანგარიშის, დოკუმენტის, ხელშეკრულების ან სხვა მოქმედების მომზადება და წარდგენა, რომელსაც მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად, შემდგომში განსახორციელებელი მოქმედებების რეკომენდაციასთან ერთად;
(ო) სამეთვალყურეო საბჭოსთვის კვარტალური ანგარიშების წარდგენა, რომელიც უნდა შეიცავდეს ანგარიშს საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა ანგარიშში ასახული პერიოდის განმავლობაში;
(პ) კვარტალში ერთხელ საკონსულტაციო კომიტეტთან შეხვედრა და მისთვის ანგარიშის მომზადება 3.3(ე) ნაწილის შესაბამისად;
(ჟ) ისეთი სხვა პასუხისმგებლობები (პროგრამის განხორციელების მენეჯმენტის ფარგლებში), რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს ან მოთხოვნილ იქნეს პერიოდულად, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
2.3. აღმასრულებელი დირექტორის როლი
(ა) კომპაქტის, ამ ხელშეკრულების ან ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად, აღმასრულებელი დირექტორი:
(i) კომპაქტის, საქართველოს კანონმდებლობისა და დებულების შესაბამისად ზედამხედველობას უწევს ემ სი ჯი-ს ყოველდღიურ საქმიანობას, იწვევს და უძღვება მმართველი გუნდის შეხვედრებს, ხელმძღვანელობს ემ სი ჯი-ს პერსონალსა და ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ემ სი ჯი-ს საქმიანობებს; აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია მისი 2.3.(ა)(i) ნაწილში განსაზღვრული უფლებამოსილებები დელეგირებით გადასცეს მმართველი გუნდის რომელიმე წევრს;
(ii) აყალიბებს მმართველი გუნდის და ემ სი ჯი-ს თანამშრომლების სტრუქტურას; ანიჭებს ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს ეს სი ჯი-ს თანამშრომლებს; ამტკიცებს შიდა წესებს და პროცედურებს და სამუშაოს აღწერილობებს თანამშრომელთათვის (ან ტექნიკურ დავალებებს კონსულტანტების და დროებით დასაქმებული თანამშრომლების შემთხვევაში,);
(iii) თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება და შესაბამისი დასაქმების პირობების და შრომის ხელშეკრულების განსაზღვრა (მათ შორის ანაზღაურება); იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრთან ან სხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე მყოფ თანამშრომელთან, ექსპერტთან ან კონსულტანტთან დაკავშირებით, რომლის დარიცხული თვიური ანაზღაურება აღემატება 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარს, საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს და MCC-ს წინასწარ წერილობით თანხმობას;
(iv) თანამშრომლებისთვის დისციპლინური და წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
(v) ემ სი ჯი-ს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა მესამე პირებთან ურთიერთობებში და MCC-სთან ურთიერთობაში მთავრობის სახელით ოფიციალური საკონტაქტო პირის სახით მოქმედება; იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია მისი 2.3(ა)(v) ნაწილში განსაზღვრული პასუხისმგებლობები დელეგირების წესით გადასცეს მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრს;
(vi) სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად განხორციელების გეგმის და მისი ნებისმიერი კომპონენტის ცვლილებების წარდგენა; სამეთვალყურეო საბჭოსთვის ფინანსური გეგმის და აუდიტის გეგმის წარდგენა (და მათი ნებისმიერი ცვლილების ან დამატების); ფინანსურ მენეჯმენტზე, შესრულებულ საქმიანობებზე და პროექტის განხორციელებაზე ანგარიშის წარდგენა; ნებისმიერი აუდიტის შედეგების, გასული ფინანსური წლის დეტალური ანგარიშის და განხორციელების გეგმის ყველა ასპექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომისთვის, რომელიც გაიმართება წლიური აუდიტის დასრულების შემდეგ; და კომპაქტის შესაბამისად ან საბჭოს მიერ სხვაგვარად მოთხოვნილი სხვა ანგარიშების წარდგენა;
(vii) სამეთვალყურეო საბჭოს და საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებისა და დაგზავნის ორგანიზება (იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია აღნიშნული დელეგირება მოახდინოს მენეჯმენტის გუნდის რომელიმე წევრზე); სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევა და ადმინისტრირება (იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია აღნიშნული დელეგირება მოახდინოს დირექტორის მოადგილეზე);
(viii) ემ სი ჯი-სთან დაკავშირებული მოქმედებების, გადაწყვეტილებების, დოკუმენტების ან ხელშეკრულებების, მათ შორის გარკვეული შემდგომი გადახდების (თუ ამას მოითხოვს 2.3(ბ) ნაწილი), კომპაქტის ანგარიშების, გარკვეული ადამიანური რესურსების გადაწყვეტილებების და შესყიდვების მოქმედებების დამტკიცება, რომლებიც კომპაქტის ან წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად არ მოითხოვენ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას;
(ix) ნებისმიერი საქმიანობის ან ქმედების განხილვა და დამტკიცება, რომელზეც შესყიდვების ხელშეკრულების თანახმად საჭიროა აღმასრულებელი დირექტორის თანხმობა; იმის გათვალისწინებით, რომ (თუ MCC-ს მიერ სხვაგვარად არ გადაწყდა) აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია მისი 2.3(ა)(ix) ნაწილში განსაზღვრული პასუხისმგებლობები დელეგირების წესით გადასცეს მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრს;
(x) MCA-საქართველოს საქმიანობებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე სხვა კომპაქტით, საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
(ბ) აღმასრულებელი დირექტორი წერილობით ამტკიცებს შემდეგ საკითხებს და აღნიშნულის თაობაზე მისი უფლებამოსილებების შემდგომი დელეგირება დაუშვებელია:
(i) სამეთვალყურეო საბჭოსთვის რეკომენდაციის გაწევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საბჭოს წარედგინა საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, საბჭოს მოქმედების სახით;
(ii) ნებისმიერი პროვაიდერისთვის შემდგომი გადახდის განხორციელება; იმის გათვალისწინებით, რომ ენერგეტიკის რეაბილიტაციის ან გზის რეაბილიტაციის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადახდის თაობაზე აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია დირექტორის მოადგილეზე ან შესაბამის პროექტის დირექტორზე მოახდინოს ასეთი შემდგომი გადახდის დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება (1), რომელიც იმავე პროვაიდერზე ან ამ პროვაიდერთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე გაცემულ ან გასაცემ შემდგომ გადახდასთან ერთად დაჯამებული ან თავისთავად არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს, ან (2) რომელიც იმავე პროვაიდერზე ან ამ პროვაიდერთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე გაცემულ ან გასაცემ შემდგომ გადახდასთან ერთად შეადგენს ან აღემატება 50 000 აშშ დოლარს, მაგრამ ხორციელდება ერთი და იმავე ხელშეკრულების საფუძველზე;
(iii) MCA-საქართველოსთვის საქონლის ან მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების ან მასში განხორციელებული ცვლილებების, დამატებების, შეჩერების ან შეწყვეტის შესრულება (იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია დელეგირება გაუკეთოს მენეჯმენტის გუნდის ნებისმიერ წევრზე ისეთი ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილებას, რომელიც ღირებულებაც 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარზე ნაკლებია);
(iv) სხვა შესყიდვების ღონისძიებების დამტკიცება, როგორც ეს განსაზღვრულია შესყიდვის ხელშეკრულებაში ან სხვა დამატებით ხელშეკრულებებში; და
(v) თითოეული კომპაქტის ანგარიში ან სხვა ისეთი ანგარიშები, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ პერიოდულად.
(გ) თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, აღმასრულებელ დირექტორს არ შეუძლია დელეგირება გაუკეთოს მის 2.3. ნაწილში განსაზღვრულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს.
2.4. ანგარიშგების მოთხოვნები. აღმასრულებელი დირექტორი, მმართველი გუნდის დახმარებით, დროულად წარადგენს და ადასტურებს ნებისმიერ ანგარიშს, დოკუმენტებს ან სხვა წარსადგენ დოკუმენტაციას, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ან MCC მოითხოვს. ნებისმიერი სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი დოკუმენტის ასლი უნდა გადაეგზავნოს MCC-ს ინგლისურ ენაზე (თუ MCC-ის მიერ ემ სი ჯი-სთვის პერიოდულად სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული).
2.5. ნებადართული ანგარიშების მონიტორინგი. ემ სი ჯი უზრუნველყოფს, რომ ნებადართული ანგარიშები (და მათი მართვა და MCC-ს თანხების გამოყენება) შეესაბამებოდეს აშშ-ის ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ ყველა მოქმედ კანონმდებლობას და აშშ-ის სხვა კანონს და დადგენილებას, მათ შორის (i) 18 U.S.C. მუხლი 19🔗 56, (ii) 18 U.S.C. მუხლი 1857🔗 (iii) 18 U.S.C. მუხლი 2339🔗, (iv) 18 U.S.C. მუხლი 2339🔗, (v) 18 U.S.C. მუხლი 2339🔗ჩ, (vi) 18 U.S.C. მუხლი 981🔗, (vii) 18 U.S.C. მუხლი 982🔗, და (viii) აღმასრულებელი ორგანოს ბრძანება 13224, რომელიც ითვალისწინებს ქონების დაყადაღებას და კრძალავს გარიგებებს ისეთ პირებთან, რომლებიც იდენენ ან არსებობს საშიშროება რომ ჩაიდინონ ან ხელი შეუწყონ ტერორიზმს, (ix) აშშ-ის ყველა მოქმედი კანონი და დებულება, რომელიც ეხება შემზღუდველ სავაჭრო საქმიანობას ან ბოიკოტს, მათ შორის, 15 C.F.R. ნაწილი 760, და (x) ყველა სხვა ეკონომიკურ სანქციას, რომელიც გამოქვეყნდება კანონის, აღმასრულებელი ორგანოს ბრძანების ან დებულების სახით და როგორც ეს განისაზღვრება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების მაკონტროლებელი სამსახურის ან ნებისმიერი მემკვიდრე სამთავრობო ორგანოს მიერ, მათ შორის, ის ეკონომიკური სანქციების პროგრამები, რომლებიც ჩამოთვლილია 31 C.F.R. 500 ნაწილიდან 598 ნაწილამდე. ემ სი ჯი უზრუნველყოფს, რომ არავითარი გადახდა არ იქნბეს განხორციელებული ემ სი ჯი-ს მიერ ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ ან ნებისმიერი თანამდებობის პირისაგან წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს აშშ-ის 1977 წლის აქტს უცხოეთში კორუფციული ღონისძიებების შესახებ, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (15 U.S.C. 78 და მომდევნო).
მუხლი 3🔗
საკონსულტაციო კომიტეტი
3.1. შემადგენლობა
(ა) მთავრობა ქმნის საკონსულტაციო კომიტეტს („საკონსულტაციო კომიტეტი“) სულ მცირე 8 (რვა) წევრის შემადგენლობით, შესაბამისი ეთნიკური და გენდერული წარმომადგენლობის გათვალისწინებით. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედის:
(i) სამოქალაქო საზოგადოების 3 (სამი) წარმომადგენელი (მათგან ერთი წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და ერთიც − გარემოს დაცვის ორგანიზაციას), რომელთა შერჩევაც მოხდება 3.1.(გ) ნაწილში მოცემული წესით;
(ii) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
(iii) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
(iv) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე;
(v) 2 (ორი) უფროსი წარმომადგენელი ბიზნესის სექტორიდან, რომელთაგან ერთს უნდა გააჩნდეს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, ხოლო მეორეს − საფინანსო სექტორში.
(ბ) თითოეული 3.1.(1), (ii), (iii) და (iv) მითითებული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი ახორციელებს თავის ფუნქციებს, როგორც მთავრობის საჯარო მოსამსახურე, და არა პიროვნულად. თუ აღნიშნული პირი გადადგება ან გათავისუფლებული იქნება დაკავებული თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში მის ადგილს საკონსულტაციო საბჭოში დაიკავებს სამთავრობო სტატუსით მისი შემცვლელი.
(გ) 3.1.(ა)(i) და (v) ნაწილში მითითებული საკონსულტაციო კომიტეტის წევრების შერჩევა უნდა მოხდეს ქვემოთ მოხსენებული პანელის მიერ 2 (ორი) წლის ვადით. ამ წევრების არჩევა განხორცილდება კანდიდატების მოწვევაზე სათანადო განცხადების გაკეთების შემდეგ. ასეთი განცხადება უნდა შეიცავდეს არსებული ადგილებისთვის შესარჩევ კრიტერიუმებს და უნდა გამოქვეყნდეს შერჩევამდე არანაკლებ 20 (ოცი) დღით ადრე საქართველოს წამყვან გაზეთებში და ემ სი ჯი-ს ვებგვერდზე. სპეციალური კომისიები, რომლებიც შეარჩევენ საკონსულტაციო კომიტეტის წევრებს, შედგებიან:
(i) 3.1.(ა)(i) ნაწილში მითითებული საკონსულტაციო კომიტეტის წევრების შერჩევისას 3 (სამი) პირისაგან შემდგარი კომისია მოიცავს ემ სი ჯი-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორს, 1.2(ა)(iv) ნაწილში მითითებული ხმის უფლების მქონე წევრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს. ამ უკანასკნელის არჩევა მოხდება არასამთავრობო საზოგადოების ფორუმის მეშვეობით, MCC-სთვის მისაღები პროცედურებით; და
(ii) 3.1.(ა)(v) ნაწილში მითითებული საკონსულტაციო კომიტეტის წევრების შერჩევისას 3 (სამი) პირისაგან შემდგარი პანელი მოიცავს MCC-საქართველოს საზოგადებასთან ურთიერთობის დირექტორს, 1.2(ა)(v) ნაწილში მითითებული ხმის უფლების მქონე წევრს და კერძო სექტორის წარმომადგენელს. ამ უკანასკნელის არჩევა მოხდება ქართული კომპანიების ფორუმის მიერ, MCC-სთვის მისაღები პროცედურებით.
(დ) MCC-ს და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე (i) საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სავარაუდო ბენეფიციარების წარმომადგენლობა, (ii) საკონსულტაციო კომიტეტის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არაუმეტეს 12 (თორმეტი) წევრამდე, არსებულ წევრთა ხმათა უმრავლესობით და (iii) ასეთი გაზრდის შედეგად შექმნილი ვაკანსიების შევსება უნდა მოხდეს 3.1.(ა), (ბ) და (გ) ნაწილში მითითებული პროცედურების შესაბამისად.
3.2. ფუნქციები და პასუხისმგებლობები.
(ა) საკონსულტაციო კომიტეტი წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და ცენტრალური და რეგიონალური მთავრობების წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, გაუწიონ რჩევა და შეიტანონ წვლილი ემ სი ჯი-ს საქმიანობაში კომპაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
(ბ) საკონსულტაციო კომიტეტს შესაძლებლობა აქვს რეგულარულად (სულ მცირე, კვარტალში ერთხელ) აღმასრულებელ დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინოს თავისი შეხედულებები და რეკომენდაციები. სამეთვალყურეო საბჭოს, საკონსულტაციო კომიტეტის საპასუხოდ, შეუძლია მოითხოვოს მენეჯმენტის გუნდისაგან ისეთი ინფორმაციის და დოკუმენტების მიწოდება, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს.
(გ) საკონსულტაციო კომიტეტი 14 (ა)(ii) ნაწილის შესაბამისად ნიშნავს ერთ სამოქალაქო დამკვირვებელს. საკონსულტაციო კომიტეტი თავისი წევრებიდან ერთ-ერთს ნიშნავს კომიტეტის მდივნად, რომელიც ორგანიზებას გაუწევს შეხვედრების მოწვევასა და ჩატარებას და შეადგენს კომიტეტის შეხვედრის ოქმს.
(დ) საკონსულტაციო კომიტეტის წევრები არ იღებენ არანაირ ანაზღაურებას საკონსულტაციო კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებით.
3.3. შეხვედრები; გადაწვეტილებები
(ა) საკონსულტაციო კომიტეტი სრულად იკრიბება სულ მცირე კვარტალში ერთხელ და პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს სხვა შეხვედრების საჭიროებისამებრ. საკონსულტაციო კომიტეტის საგანგებო შეხვედრა შეიძლება მოწვეულ იქნეს ასევე საკონსულტაციო კომიტეტის 2 (ორი) წევრის, აღმასრულებელი დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროის, ადგილის, დღის წესრიგის მითითებით, უნდა მიეწოდოს თითოეულ კომიტეტის წევრს კომიტეტის მდივნის მიერ (ა) რეგულარულ ყოველკვარტალურ სხდომასთან დაკავშირებით ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით ან ტელეგრამით არანაკლებ 7 (შვიდი) დღით ადრე სხდომის ჩატარების დღემდე და (ბ) საგანგებო სხდომასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საგანგებო სხდომის დღემდე არანაკლებ 24 საათით ადრე. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, კომიტეტის წევრს უფლება აქვს უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით სხდომის ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღების თაობაზე და წევრის დასწრება ასეთ სხდომაზე ჩაითვლება წევრის მიერ შეტყობინების მიღებაზე უარის თქმად. კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდება, თუ ყველა დირექტორი არ მიიღებს შეტყობინებას სხდომის შესახებ.
(ბ) საკონსულტაციო კომიტეტის ნებისმიერი შეხვედრის კვორუმს წარმოადგენს კომიტეტის წევრთა უმრავლესობა. კომიტეტის სხდომებზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, იმ შემთხვევაში თუ კვორუმი შემდგარია და თითოეული წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3.3(ვ) ნაწილში განსაზღვრულის გამოკლებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, არჩევა, დანიშვნა ან ქმედება საკონსულტაციო კომიტეტის მხრიდან, მიუხედავად იმისა, სპეციალურად არის თუ არა განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით ან სხვაგვარად, უნდა განხორციელდეს 3.3(ბ) ნაწილში მოცემული პროცედურების შესაბამისად.
(გ) საკონსულტაციო კომიტეტის თითოეულ წევრს შეუძლია დანიშნოს მისი შემცვლელი, რომელსაც დაამტკიცებს დანარჩენ წევრთა უმრავლესობა და რომელიც შეცვლის ამ წევრს იმ შემთხვევებში, როდესაც იგი ვერ შეძლებს საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
(დ) თუ საკონსულტაციო კომიტეტის რომელიმე 3.1(ა)(i) ან (v) ნაწილში მითითებული წევრი (ან წევრის შესაბამისი შემცვლელი) ორჯერ ზედიზედ არ დაესწრება კომიტეტის შეხვედრას, ასეთი წვერი გამოყვანილი იქნება კომიტეტის შემადგენლობიდან და მისი შემცვლელი არჩევა მოხდება 3.1.(ა), (ბ) და (გ) ნაწილში მითითებული პროცედურების შესაბამისად.
(ე) მენეჯმენტის გუნდი წარადგენს განახლებულ ინფორმაციას კომპაქტის განხორციელების მიმდინარეობისა და კომპაქტის მიზნების მიღწევის მიმართულებით არსებულ მდგომარეობის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტის ყოველკვარტალურ შეხვედრაზე და ასევე წარადგენს მონიტორინგის და შეფასების გეგმის, განხორციელების გეგმის განახლებული ვერსიის ასლებს და საკონსულტაციო კომიტეტის მიერ მოთხოვნილ ანგარიშებს პროექტებისა და პროექტის საქმიანობის შესახებ.
(ვ) თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი მოთხოვნილი ან საჭირო მოქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრაზე, შესაძლოა შესრულდეს კომიტეტის ყველა წევრის შეკრების გარეშეც, თუ (i) შეტყობინება ასეთი შემოთავაზებული ქმედების შესახებ გაეგზავნა ყველა წევრს და (ii) წევრთა უმრავლესობა წერილობით განაცხადებს თანხმობას. ნებისმიერი ასეთი წერილობითი თანხმობა თან უნდა დაერთოს კომიტეტის შეხვედრის ოქმს. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თუ კომიტეტის 2 (ორი) ან მეტ წევრი მოითხოვს, საკონსულტაციო კომიტეტმა უნდა გამართოს სხდომა (ტელეფონის მეშვეობით ან სხვაგვარად) ასეთი წერილობითი თანხმობის მოქმედებამდე.
(ზ) თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომაში საკონფერენციო სატელეფონო ზარის ან მსგავსი კომუნიკაციის მოწყობილობის მეშვეობით, რითაც სხდომის ყველა მონაწილე პირს შესაძლებლობა აქვს მოუსმინოს და ესაუბროს სხვა მონაწილეებს. ამ 3.3(ზ) ნაწილის შესაბამისად, სხდომაში მონაწილეობის მიღება ითვლება სხდომაზე ასეთი პირის დასწრებად.
3.4. ხელმისაწვდომობა; გამჭვირვალობა. საკონსულტაციო კომიტეტის წევრები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, რათა მიიღონ ბენეფიციარების კომენტარები ან რჩევები პროგრამასთან დაკავშირებით. საკონსულტაციო კომიტეტის და ნებისმიერი ქვეკომიტეტის ყველა შეხვედრის ოქმი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ ემ სი ჯი-ს ვებგვერდზე კომიტეტის მიერ ოქმის მიღებიდან [5] სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 4🔗
MCC-ს მხრიდან დამტკიცების უფლებები; სხვა ვალდებულებები
4.1. MCC-ს დამტკიცების უფლებები. MCC-სთვის წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად მინიჭებული სხვა უფლებების გარდა, MCC-ს გააჩნია უფლება დაამტკიცოს:
(ა) პროვაიდერზე ნებისმიერი შემდგომი გადახდის გაცემა, იმდენად რამდენადაც MCC აცნობებს ემ სი ჯი-ს და ფისკალურ აგენტს, რომ MCC-ს სურს განიხილოს და დაამტკიცოს ასეთი შემდგომი გადახდა;
(ბ) ნებისმიერი ქმედება ან საქმიანობა, რომელიც შესყიდვების ხელშეკრულების თანახმად მოითხოვს MCC-ს თანხმობას;
(გ) კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს ან აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან იმ თანხას, რომელზეც MCC და ემ სი ჯი შესაძლოა შეთანხმდნენ, მათ შორის, მათი ნებისმიერი ცვლილება, დამატება, შეჩერება ან შეწყვეტა;
(დ) MCC-სთვის კომპაქტით მინიჭებული დადასტურების ნებისმიერი უფლება, მათ შორის, კომპაქტის დანართი 1-ის 3(გ) ნაწილში მოცემული ნებისმიერი ტრანზაქციასთან, საქმიანობასთან, ხელშეკრულებასთან ან დოკუმენტთან დაკავშირებით (თითოეული ასეთი დადასტურება უნდა განხორციელდეს ამ ტრანზაქციის, საქმიანობის, ხელშეკრულების ან დოკუმენტის შესრულებამდე და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თანხის გაცემამდე ან შემდგომ გადახდამდე);
(ე) MCC-სთვის თანხის გადაცემის ხელშეკრულებით ან შესყიდვების ხელშეკრულებით მინიჭებული ნებისმიერი დადასტურების უფლება;
(ვ) ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების არჩევა, რომლებიც მიიღებენ GRDF-ის ინვესტიციების შემოსავალს და ამ შემოსავლის განაწილების სტრატეგია;
(ზ) MCC-სთვის მენეჯმენტის ხელშეკრულებით, ხელმძღვანელობის ხელშეკრულებით ან ტრასტის ხელშეკრულებით (აღნიშნული ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს GRDF-თან დაკავშირებით) მინიჭებული ნებისმიერი დადასტურების უფლება;
4.2. MCC-ს პასუხისმგებლობის არარსებობა. ამ ხელშეკრულებაში, კომპაქტში ან სხვა დამატებით ხელშეკრულებაში მოცემულ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, MCC-ს მიერ ემ სი ჯი-ს და/ან მთავრობის ნებისმიერი მოქმედების, გადაწყვეტილების, ხელშეკრულების ან დოკუმენტის განხილვა და /ან დამტკიცება (ა) არ აკისრებს MCC-ს არანაირ ვალდებულებას ასეთ მოქმედებასთან, გადაწყვეტილებასთან, ხელშეკრულებასთან ან დოკუმენტთან მიმართებაში და (ბ) არ ზღუდავს MCC-ს სხვა უფლებებს ან პრივილეგიებს, რომლებიც მას გააჩნია კომპაქტის, ამ ხელშეკრულების ან სხვა დამატებითი ხელშეკრულების თანახმად
4.3. MCC-ს ინფორმაციის უფლებები. ფისკალურ აგენტს (და MCC-ს, თუ აღნიშნული შესახებ MCC შეატყობინებს MCC-საქართველოს) უნდა მიეწოდოს ყველა იმ ხელშეკრულების ასლი, რომელზეც გაიცა MCC-ს დაფინანსება (პირდაპირ ან არაპირდაპირ), მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა MCC-ს ამ ხელშეკრულებასთან მიმართებაში დამტკიცების უფლება.
4.4. სხვა ვალდებულებები. ემ სი ჯი მოქმედებს (ა) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, (ბ) წინამდებარე ხელშეკრულების, კომპაქტის ყველა სათანადო დებულების (მათ შორის კომპაქტის 2.3, 2.3, 3.2. და 3.8 ნაწილების), თანხის გაცემის ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა დებულებებიც შესაბამისი მითითებებით მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. ემ სი ჯი-ს არ შეუძლია დააარსოს აფილირებული პირები ან შვილობილი ორგანიზაციები და MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.5. ემ სი ჯი-ს მხრიდან დადასტურება. კომპაქტით, ამ ხელშეკრულებით და სხვა დამატებითი ხელშეკრულებებით დადგენილი დადასტურების უფლებების გამოყენებისას, ემ სი ჯი (ა) მოქმედებს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით და დაუსაბუთებლად უარი არ უნდა თქვას დადასტურებაზე და (ბ) იღებს თითოეულ გადაწყვეტილებას სამართლიან და ობიექტურ საფუძველზე, შესაბამის ხელშეკრულებაში დადგენილი კრიტერიუმების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.6. სათანადოდო უფლებამოსილი პირი. თითოეული, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სახელით, MCC და ემ სი ჯი აღიარებს, რომ ემ სი ჯი დანიშნულია მთავრობის მიერ „სათანადოდო უფლებამოსილ პირად“, როგორც ეს კომპაქტი 3.2(გ) ნაწილშია მითითებული და დანიშვნის ხელშეკრულების და დანიშვნის მიღების პირობების შესაბამისად.
4.7. ემ სი ჯი-ზე კონტროლის არარსებობა. კომპაქტის პირველი დანართის 3(დ)(ii)(1) ნაწილის და დებულების შესაბამისად, სამინისტრო, მთავრობის სახელით, უარს აცხადებს ეს სი ჯი-ს საქმიანობასა და მენეჯმენტზე ნებისმიერი კონტროლის განხორციელების უფლებაზე.
4.8. აუდიტები.
(ა) ემ სჯი ჯი-ს პირველი ფისკალური წელი იწყება კომპაქტის ძალაში შესვლის დღიდან და სრულდება 2006 წლის 31 დეკემბერს. ყოველი მომდევნო ფისკალური წელი იწყება ამ წლის 1 იანვარს და დასრულდება ამ წლის 31 დეკემბერს.
(ბ) ემ სი ჯი-ს ფინანსურ ანგარიშებს ყოველწლიურად აუდიტს უტარებს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეირჩევა MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობით. მენეჯმენტის გუნდი დახმარებას უწევს აუდიტორს და აწვდის აუდიტორის მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას. ასეთი ყოველწლიური აუდიტი MCC-ს წარედგინება ყოველი ფისკალური წლის დამთავრებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში. MCC-ს მოთხოვნის საფუძველზე ან კომპაქტის ან აუდიტის გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ემ სი ჯი ორგანიზებას გაუწევს პერიოდულად სხვა პერიოდული და სპეციალური აუდიტების ჩატარებას.
(გ) ემ სი ჯი (ა) სიზუსტით და სისტემურად შეინახავს ემ სი ჯი-ს მიერ მასზე კომპაქტით და წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ჩანაწერებს, დოკუმენტებს და სხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას და (ბ) შეინახავს ყველა კომპაქტის ჩანაწერს წინამდებარე ხელშეკრულების 3.8. ნაწილის შესაბამისად. ემ სი ჯი ნებას დართავს MCC-ს უფლებამოსილ პირებს, გენერალურ ინსპექტორს, აშშ-ს სამთავრობო ანგარიშგების სამსახურს, მთავრობას, წინამდებარე ხელშეკრულებით ან სხვაგვარად კომპაქტით განსაზღვრული აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელ ნებისმიერ აუდიტორს და ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირის აგენტს ან წარმომადგენელს, რომლებსაც ევალებათ პროგრამის შეფასების, განხილვის, აუდიტის ჩატარება, განახორციელონ ემ სი ჯი-ს კონტროლის ქვეშ ან მფლობელობაში არსებული ყველა ჩანაწერის და დოკუმენტის შეფასება, განხილვა, აუდიტი, ასლის გადაღება ნებისმიერი გონივრული დროის (თითოეული „აუდიტი“. ეს მი ჯი უზრუნველყოფს MCC-ს, გენერალური ინსპექტორის, აშშ-ს სამთავრობო ანგარიშგების სამსახურის, მთავრობის ან სხვა შესაბამისი აუდიტორის, შემფასებლის, განმხილველის და მათი სათანადო წარმომადგენლების ან აგენტებისთვის ემ სი ჯი ყველა დირექტორზე, თანამდებობის პირზე, თანამშრომელზე, აფილირებულ პირზე, კონტრაქტორზე, წარმომადგენელზე და აგენტებზე ხელმისაწვდომობას. ემ სი ჯი-მ უნდა შეინახოს და ხელმისაწვდომ მდგომარეობაში ჰქონდეს ყველა ასეთი ჩანაწერი, დოკუმენტი, აღრიცხვა სულ მცირე 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან ან ისეთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა საჩივრის, სარჩელის, აუდიტის დასკვნების ან სხვა კანონიერი მოთხოვნების დასარეგულირებლად.
მუხლი 5🔗
ვადა; შეჩერება; შეწყვეტა
5.1. ვადა.
ა) წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ძალაში შესვლის დღეს და მოქმედებას წყვეტს (თუ უფრო ადრე არ შეწყდება ამ ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად) (i) კომპაქტის ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან 120 (ას ოცი) დღის გასვლის შემდეგ ან (ii) GRDF-ის ლიკვიდაციის დასრულებიდან 120 დღის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხელშეკრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ისეთი ვადით, რომელიც აღემატება 120 (ას ოცი) დღეს, თუ MCC დაადგენს, რომ MCA-საქართველოს ვალდებულებები, რომლებიც ამ ვადის ამოწურვამდე ან შეწყვეტამდე დადგა, ჯერ კიდევ შესასრულებელია.
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მხარეებმა კეთილი ნების გამოვლენის გზით უნდა მიაღწიონ წერილობით შეთანხმებას (i) ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ემ სი ჯი-სთან დაკავშირებით, (ბ) იმ პროცესის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება იმ MCC-ს თანხმობის უკან დაბრუნება, რომელთა გაცემაც ნებადართული ანგარიშიდან ჯერჯერობით არ მომხდარა და არც კომპაქტის 5.4.(გ) ნაწილის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული და (iii) იმ სხვა საკითხის თაობაზე, რომელიც ეხება ემ სი ჯი-ს, პროგრამის, ამ ხელშეკრულების და კომპაქტის დასრულებას.
5.2. შეწყვეტა; შეჩერება.
(ა) MCC-ს შეუძლია სრულად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება მხარეებისთვის 30 დღით ადრე შეტყობინების მიწოდების საფუძველზე.
(ბ) ამ ხელშეკრულების ან MCC-სა და მთავრობის (ან მთავრობასთან აფილირებულ პირს) შორის გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების ნორმების მიუხედავად, MCC-ს შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება, მთლიანად ან ნაწილობრივ და ნებისმიერი ვალდებულება ან მისგან ნაწარმოები ვალდებულება, ემ სი ჯი-სთვის და სამინისტროსათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაკეთების საფუძველზე, თუ MCC დაადგენს, რომ:
(i) კომპაქტის ვადა ამოიწურა ან შეჩერდა ან შეწყდა მთლიანად ან ნაწილობრივ, კომპაქტის 5.4. ნაწილის შესაბამისად; იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხელშეკრულება რჩება ძალაში ასეთი შეწყვეტის ან ვადის ამოწურვიდან 120 დღის განმავლობაში ან იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც MCC განსაზღვრავს 5.1. ნაწილის საფუძველზე
(ii) დადგა ისეთი ფაქტი, რომელიც წარმოადგენს კომპაქტის ან MCC-ს დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს კომპაქტის 5.4. ნაწილის შესაბამისად; ან
(iii) დადგა ისეთი ფაქტი, ან გარემოება, რომელიც MCC-ს გადაწყვეტილებით წარმოადგენს არსებით არახელსაყრელ ცვლილებას (აღნიშნული განიმარტება თანხის გაცემის ხელშეკრულების შესაბამისად).
5.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები. წინამდებარე მუხლი a-ის შესაბამისად ამ ხელშეკრულების ნებისმიერი ვადის გასვლის, შეჩერების ან შეწყვეტის მიუხედავად, შემდეგი მუხლები არ წყვეტენ მოქმედებას და ძალაში რჩებიან: 1.5, 5.3., 6.2., 6.6., 6.7., 6.8., და 6.11.
მუხლი 6🔗
სხვადასხვა დებულებები
6.1. ემ სი ჯი-ს განცხადებები და გარანტიები.
(ა) წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე, ემ სი ჯი უცხადებს და გარანტიას აძლევს MCC-ს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან მას გააჩნია ყველა აუცილებელი უფლებამოსილება, რათა განახორციელოს ამ ხელშეკრულებით და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით, სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ემ სი ჯი-მ მიერ ამ ხელშეკრულების გაფორმება, შესრულება და განხორციელება (i) ნებადართულია ყველა საჭირო ქმედებით, (ii) არ დაარღვევს (ა) შესაბამის საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ან (ბ) ემ სი ჯი-ს ნებისმიერ ვალდებულებას. არავითარი სხვა ქმედება, თანხმობა, დადასტურება, რეგისტრაცია ან ნებისმიერი პირის, ორგანოს ან სამთავრობო დაწესებულების სხვა ქმედება არ არის საჭირო ამ ხელშეკრულების გაფორმების და ეფექტურობისათვის. ეს ხელშეკრულება მოქმედებს და წარმოადგენს ემ სი ჯი-ს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებას.
(ბ) წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტრო უცხადებს და გარანტიას აძლევს MCC-ს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან მას გააჩნია ყველა აუცილებელი უფლებამოსილება, რათა განახორციელოს ამ ხელშეკრულებით და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით, სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები მთავრობის სახელით. სამინისტროს მიერ ამ ხელშეკრულების გაფორმება, შესრულება და განხორციელება (i) ნებადართულია ყველა საჭირო ქმედებით მთავრობის მხრიდან, (ii) არ დაარღვევს (ა) შესაბამის საქართველოს კანონმდებლობას, ან (ბ) სამინისტროს, მთავრობის, ნებისმიერი მთავრობასთან აფილირებული პირის ან სხვა სათანადოდო უფლებამოსილი პირის ვალდებულებას. არავითარი სხვა ქმედება, თანხმობა, დადასტურება, რეგისტრაცია ან ნებისმიერი პირის, ორგანოს ან სამთავრობო დაწესებულების სხვა ქმედება არ არის საჭირო ამ ხელშეკრულების გაფორმებისა და ეფექტურობისთვის. ეს ხელშეკრულება მოქმედებს და წარმოადგენს მთავრობის სახელით სამინისტროს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებას.
6.2. კონფიდენციალურობა. ყველა დოკუმენტი, ანგარიში, ხარჯების შეფასება, ტექნიკური მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც შეეხება პროგრამას და რომელიც სხვანაირად არ ყოფილა საჯაროდ გამოქვეყნებული, სამინისტროს და ემ სი ჯი-ს მიერ იქნება სათანადო წესით კონფიდენციალურად მოპყრობილი, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ასეთი დოკუმენტი, ანგარიში, ხარჯების შეფასება, ტექნიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია MCC-ის მიერ შეიძლება მიეწოდოს ნებისმიერ თანამშრომელს, კონტრაქტორს, აგენტს, MCC-ს წარმომადგენელს, გენერალურ ინსპექტორს, გენერალურ ანგარიშგების სამსახურს ან სხვა MCC-ს მიერ უფლებამოსილ პირს; თუმცა თითოეულ ემ სი ჯი-ს შეუძლია საკუთარ ვებგვერძე განათავსოს ან სხვაგვარად საჯაროდ გამოაქვეყნოს გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, კვარტალური ფინანსური ანგარიშები. ფინანსთა სამინისტრო და ემ სი ჯი უზრუნველყოფენ, რომ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭიროება, რომ იცნობდნენ ამ ინფორმაციას და იმყოფებიან კონფიდენციალურობის მსგავს პირობებში, შეძლება ხელი მიუწვდებოდეთ ყველა ინფორმაციაზე, დოკუმენტებზე, ღირებულების შეფასების მონაცემებზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ მხარეს მიეწოდა ან სხვაგვარად გახდა მისთვის ცნობილი წინამდებარე ხელშეკრულებისა და პროგრამასთან დაკავშირებით. ემ სი ჯი უზრუნველყოფს, რომ თითოეული დირექტორი და მენეჯმენტის გუნდის თითოეული წევრი შეესაბამება 6.2. ნაწილში მოცემული კონფიდენციალურობის ვალდებულებებს. ემ სი ჯი 6.2 ნაწილში მოცემულ კონფიდენციალურობის ვალდებულება უნდა აისახოს ყველა მმართველი გუნდის წევრთან გასაფორმებელ შრომით ხელშეკრულებაში.
6.3. კომუნიკაცია. ნებისმიერი შეტყობინება, სერტიფიკატი, მოთხოვნა, ანგარიში, თანხმობა, დოკუმენტი ან სხვა კომუნიკაცია, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვება, ნებადართულია ან ერთი მხარის მიერ მეორეს წარედგინება, უნდა იყოს (ა) წერილობითი ფორმის, (ბ) ინგლისურენოვანი, და (გ) სათანადოდო გადაცემულად ჩაითვალოს: (i) მეორე მხარისთვის პირადად გადაცემისას; (ii) დამტკიცებული ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას, თუ იგი მიმღები მხარის ჩვეულ სამუშაო საათებში იგზავნება, ხოლო თუ არა, მაშინ მომდევნო სამუშაო დღეს (ორიგინალი ვერსია უნდა გაიგზავნოს ფოტოს მეშვეობით; ან (iii) საერთაშორისო დონეზე ცნობილი ღამის კურიერისთვის გადაცემის შემდეგ ორი (2) სამუშაო დღის განმავლობაში, რომელი კურიერიც მიმღებ მხარეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე ან ნებისმიერ სხვა მისამართზე, რომელსაც ამგვარი მხარე მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინებით აცნობებს, მიმღების წერილობით დამტკიცებისას, განუსაზღვრავს მომდევნო დღეს გადაცემის შესახებ:
ფინანსთა სამინისტრო:
[ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრს
აბაშიძის ქ. 70
თბილისი 0062
ტელ: (995 32) 22 68 05
ფაქსი: (995 32) 33 19 22
MCC:
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია
ეგზავნება: ქვეყნის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს (ასლი ეგზავნება ვიცე-პრეზიდენტს და გენერალურ კონსულტანტს)
875 15th Street, N.W.
ვაშინგტონი 20005
აშშ
ფაქსი: (202) 521-3700
ელ-ფოსტა: VPCountryPrograms@mcc.gov (ქვეყნის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი) VPGeneralCounsel@mcc.gov (ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური კონსულტანტი)
ემ სი ჯი:
ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდი
ეგზავნება: აღმასრულებელ დირექტორს (ძირითადი წარმომადგენელი)
საქართველო, თბილისი 0105
ტელ: +(995-32) 93-91-12; 93-91-13; 93-91-33
ფაქსი: +(995-32) 93-91-44
ელ-ფოსტა: lashanidze@MCA-Georgia.ge
როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, შეტყობინების გაგზავნის ან ქმედების შესრულების დრო ემთხვევა უქმე დღეს, ამგვარი დრო უნდა გადაიწიოს ისეთ მომდევნო სამუშაო დღეს.
6.4. უფლებების გადაცემა. MCC-ს უფლება აქვს გადასცეს, დელეგირება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება, მთლიანად ან წილობრივ, ნებისმიერ აფილირებულ პირს, აგენტს ან MCC-ს წარმომადგენელს იმ ფარგლებში, რომლის ნებასაც აშშ-ს კანონმდებლობა რთავს, ემ სი ჯი-ს და/ან ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე. MCC-მ უნდა მიაწოდოს MCA-საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს წერილობითი შეტყობინება ასეთი უფლებების გადაცემის, დელეგირების შესახებ. არც ემ სი ჯი-ს და არც ფინანსთა სამინისტროს არ აქვს უფლება, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გადასცენ, დელეგირება მოახდინონ საკუთარი უფლებების და მოვალეობების, MCC-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6.5. წარმომადგენლები. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა მიზნისათვის, ფინანსთა სამინისტროს წარმოადგენს პიროვნება, რომელსაც უკავია, ან მოქმედებს, როგორც ფინანსთა მინისტრი („ფინანსთა სამინისტროს ძირითადი წარმომადგენელი“), MCC-ს წარმოადგენს პიროვნება, რომელსაც უკავია, ან მოქმედებს, როგორც ქვეყნების პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი („MCC-ს ძირითადი წარმომადგენელი“), და ემ სი ჯი-ს წარმოადგენს პიროვნება, რომელსაც უკავია, ან მოქმედებს, როგორც აღმასრულებელი დირექტორი („ემ სი ჯი-ს ძირითადი წარმომადგენელი“), ხოლო MCA-საქართველოს ძირითად წარმომადგენელთან და MCC-ს ძირითად წარმომადგენელთან ერთად („ძირითადი წარმომადგენლები“), რომელთაგან თითოეულს, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეუძლია დაასახელოს ერთი ან მეტი დამატებითი წარმომადგენელი (თითოეული „დამატებითი წარმომადგენელი“) ყველა მიზნისთვის, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილებების ხელმოწერისა. თითოეული მხარის ძირითადი წარმომადგენლის და მისი შესაბამისი დამატებითი წარმომადგენლის სახელები, ხელმოწერის ნიმუშებთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მეორე მხარისთვის და თითოეულ მხარეს შეუძლია ამგვარი ძირითადი წარმომადგენლის ან დამატებითი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული, დოკუმენტი მიიღოს, როგორც სათანადოდ ავტორიზებული დოკუმენტი მანამ, სანამ არ მიიღებს მათი უფლებამოსილების გაუქმებასთან დაკავშირებულ შეტყობინებას. მხარეს შეუძლია შეცვალოს მისი ძირითადი წარმომადგენელი მისი თანაბარი ან უფრო მაღალი რანგის ახალი წარმომადგენლით, აღნიშნულის შესახებ მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელ შეტყობინებაშიც მითითებული უნდა იყოს ახალი ძირითადი წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში.
6.6. მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ხელშეკრულება ურთიერთდაკავშირებულია კომპაქტთან, წარმოადგენს ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნაწილს და რეგულირდება საერთაშორისო სამართლით.
6.7. კონსულტაცია. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შორის კონსულტაცია წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებისა და განხორციელების თაობაზე. ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს შეძლებისდაგვარად ადრე. კონსულტაციების მოთხოვნაში უნდა იყოს მითითება მომთხოვნი მხარის წარმომადგენლის დანიშვნაზე, რომელიც უფლებამოსილი იქნება მოლაპარაკებების წარმოებაზე და დანარჩენი მხარეები უნდა ეცადონ, რომ დანიშნოს იმავე რანგის წარმომადგენელი. თუ აღნიშნული წარმომადგენლები ვერ შეძლებენ საკითხის მოგვარებას კონსულტაციების დაწყებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში, თითოეულმა მხარემ კონსულტაცია უნდა გადასცეს შესაბამის მთავარ წარმომადგენელს ან იმავე რანგის სხვა წარმომადგენელს. კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს დაწყებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში. თუ საკითხი ასეთი დროის პერიოდში ვერ მოგვარდება, MCC-ს შეუძლია შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება ემ სი ჯი-სა და ფინანსთა სამინისტროსთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. მხარეებს შეუძლიათ წამოიწყონ კონსულტაციები მხოლოდ კომპაქტის მიზნების დროულად და ეფექტურად მიღწევის მიზნით.
6.8. MCC სტატუსი. ემ სი ჯი და ფინანსთა სამინისტრო აღიარებენ, რომ MCC არის აშშ-ს სამთავრობო კორპორაცია, რომელიც მოქმედებს აშშ-ს მთავრობის სახელით კომპაქტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, MCC-ს არ გააჩნია არანაირი პასუხისმგებლობა და სარგებლობს იმუნიტეტით წინამდებარე ხელშეკრულებიდან ამ მასთან დაკავშირებით წამოჭრილ ნებისმიერ სარჩელთან ან პროცესთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მის საფუძველზე წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით MCC არ ექვემდებარება საქართველოს სასამართლოების ან მართლმსაჯულების სხვა ორგანოების ან ნებისმიერი სხვა ორგანოს იურისდიქციას ან სხვა იურისდიქციას.
6.9. მხარეთა ურთიერთობა. წინამდებარე ხელშეკრულებ არ ქმნის არანაირ ერთობლივ საწარმოს, პარტნიორულ ურთიერთობას ან სხვა მსგავს ურთიერთობას მხარეთა შორის.
6.10. ცვლილებები და უარი. მხარეებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ ამ ხელშეკრულებაში წერილობით, მხარეთა მთავარი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერის მეშვეობით. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების რომელიმე ნორმის დარღვევის, შეუსრულებლობის თაობაზე რომელიმე მხარის მხრიდან უარი, ნებართვა, თანხმობა ან დადასტურება ან ამ მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ნორმებზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობით და სავალდებულო იქნება მხოლოდ ამ დოკუმენტში მითითებულ ფარგლებში. სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება, რომელიც მხარეს ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, კანონის შესაბამისად ან სხვაგვარად, უნდა იყოს კუმულაციური და არა ალტერნატიული.
6.11. სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე უარის არარსებობა. მხარეები თანხმდებიან, რომ მხარისათვის მინიჭებული რომელიმე უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით არავითარი შეფერხება ან გამორჩენა მეორე მხარის მიერ რაიმე დარღვევის, შეუსრულებლობის ან შეუსაბამობის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, არ შეასუსტებს ამგვარ უფლებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას, ასევე იგი არ განიმარტება, როგორც ნებისმიერ ამგვარ დარღვევაზე, შეუსრულებლობაზე ან შეუსაბამობაზე უარი ან მასთან დაკავშირებული რაიმე სახის შეთანხმება ან შემდეგ მომხდარი ნებისმიერი მსგავსი დარღვევა, შეუსრულებლობა ან შეუსაბამობა.
6.12. დანართები. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული ნებისმიერი დანართი ან სხვა დოკუმენტი (ერთად „დანართები“) ერთიანდება წინამდებარე ხელშეკრულებაში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
6.13. სათაურები. წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილების და ქვენაწილების სათაურები გამოქვეყნებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ უნდა განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებისას.
6.14. ხელშეკრულების გაყოფა. თუ წინამდებარე ხელშეკრულების ერთი ან მეტი დებულება გაუქმდება რომელიმე მოქმედი კანონის საფუძველზე, ამგვარი დებულება (დებულებები) ამოღებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებიდან და ამ უკანასკნელის დანარჩენი ნაწილი განიმარტება და განხორციელდება ამგვარი ამოღებული დებულებების გარეშე, მისი პირობების მიხედვით.
6. 15. ხელშეკრულების მთლიანობა. თუ კომპაქტში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან თუ მხარეებს შორის შემდეგ პერიოდულად სხვაგვარად არ შეთანხმდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ხელშეკრულება, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულების სისრულეში მოყვანის მიზნით და მასთან დაკავშირებით გაფორმებული და წარმოდგენილი მისი დანართები, დოკუმენტები ან ხელშეკრულებები, გაფორმებისა და წარმოდგენის შემდეგ, მასში განსაზღვრულ საგანთან მიმართებაში, წარმოადგენს მხარეების მთლიან ხელშეკრულებას, რომელიც აუქმებს ყველა წინა ხელშეკრულებას, შეთანხმებას და განცხადებას, ისევე როგორც მასში განსაზღვრულ საგანთან დაკავშირებულ გარანტიებს.
6. 16. ეგზემპლარები; ხელმოწერები. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ერთ ან მეტ ეგზემპლარად, თითოეული ამგვარად გაფორმებული და წარმოდგენილი ხელშეკრულება წარმოადგენს დოკუმენტის დედანს, ხოლო აღნიშნული ეგზემპლარები ერთად წარმოადგენს ერთ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების ორიგინალი ვერსიები უნდა გაფორმდეს წინამდებარე 6.16 და 6.19 ნაწილების შესაბამისად. ამ ხელშეკრულების ორიგინალი უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს ასევე ინგლისურ ენაზე, ხელშეკრულების ნორმების ინტერპრეტაციებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობისას, ინგლისურ ენაზე შესრულებულ ტექსტს უპირატესობა ენიჭება. თუ მხარეები პერიოდულად წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, 6.3. ნაწილის შესაბამისად, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით გადაცემული ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილ ხელმოწერად და მხარეები უარს აცხადებენ ამგვარი ხელმოწერების ან ხელშეკრულების გასაჩივრებაზე, ხელმოწერის იურიდიული ძალის ან კანონიერების საფუძველზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ფაქსით ან ელექტრონული ფორმითაა გადაცემული. ამგვარ ხელმოწერას მიმღები მხარე მიიღებს, როგორც ხელმოწერის ორიგინალს და იგი სავალდებულო იქნება ამგვარი ხელმოწერის მომწოდებელი მხარისთვის.
6.17. განმარტებები. წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული ასომთავრულით დაწერილი ყველა სიტყვა განსაზღვრულია A დანართში.
6.18. აკრძალული ქმედებები.
(ა) სამინისტრო და ემ სი ჯი უზრუნველყოფენ, რომ არავითარი გადახდა არ მომხდარა მესამე პირისთვის პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის და ეთიკის წესების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა შესაბამისი ნორმების წინააღმდეგ. სამინისტრო და ემ სი ჯი უზრუნველყოფენ, რომ არავითარი გადახდა არ განხორციელებულა და არ განხორციელდება სამინისტროს ან ემ სი ჯი-ს არცერთი თანამშრომლის, აგენტის ან წარმომადგენლის მხრიდან ან მიერ, კომპაქტით დაფინანსებული ან დასაფინანსებელი თანხებით საქონლის, მომსახურების ან სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. ემ სი ჯი უზრუნველყოფს, რომ თითოეული დირექტორი და თითოეული მენეჯმენტის გუნდის წევრი შეესაბამება 6.18(ა) ნაწილში მოცემულ გარკვეულ პირებზე გადახდის შეზღუდვებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ემ სი ჯი-მ მმართველი გუნდის თითოეული წევრის შრომით ხელშეკრულებაში უნდა ასახოს 6.18(ა) ნაწილში მოცემული აკრძალვების მსგავსი ნორმები.
(ბ) სამინისტრო და ემ სი ჯი უზრუნველყოფს, რომ არც ერთი თანამშრომელი, დირექტორი, მენეჯმენტის გუნდის წევრი, სამინისტროს ან ემ სი ჯი-ს წარმომადგენელი (თითოეული „აფილირებული პირი“) არ მიიღებს მონაწილეობას კონტრაქტის, გრანტის ან სხვა სარგებლის ან გარიგების შერჩევაში, დამტკიცებაში ან ადმინისტრირებაში, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) დაფინანსებულია კორპორაციის მიერ, სადაც (i) აფილირებულ პირს, ასეთი აფილირებული პირის ოჯახის უშუალო წევრებს ან მის ბიზნეს- პარტნიორებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც კონტროლდება ან არსებითად მოიცავს ამგვარ პირს, ან ორგანიზაციას, გააჩნია ფინანსური დაინტერესება ან (ii) აფილირებული პირი აწარმოებს მოლაპარაკებებს სამომავლოდ დასაქმების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირმა წინასწარ წერილობით აცნობა ემ სი ჯი-ს და MCC-ს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და ასეთი შეტყობინების შემდეგ, ემ სი ჯი-მ და MCC-მ გადაწყვიტეს წერილობით გააგრძელონ ურთიერთობა აღნიშნული კონფლიქტის მუხედავად. ემ სი ჯი და სამინისტრო თანხმდებიან, რომ არცერთი შესაბამისი აფილირებული პირი (და უზრუნველყოფენ, რომ არცერთი სხვა პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს ნებისმიერი კონტრაქტის, გრანტის ან სხვა სარგებლის ან ტრანზაქციის (რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დაფინანსებულია კორპორაციის სახსრებით) შერჩევაში, დამტკიცებაში, ადმინისტრირებაში ან განხორციელებაში, (1) არ მიიღებს ან შესთავაზებს მესამე პირს ან საკუთარი ან სხვისი სახელით მიიღებენ დაპირებას, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე საჩუქრის, შეღავათის, სარგებლის თაობაზე, გარდა ისეთი საგნებისა, რომელთა ღირებულებაც უმნიშვნელოა და სხვა მხრივ შეესაბამება კორპორაციის მიერ პერიოდულად მოწოდებულ სახელმძღვანელო მითითებას ან (2) ჩართული არ არიან საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტს ან აქვს ასეთი სახე. ემ სი ჯი 6.18(ბ) ნაწილში მოცემული ინტერესთა კონფლიქტის მსგავს ნორმებს ასახავს მმართველი გუნდის თითოეულ წევრთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
6.19. ინგლისური ენა. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია და გაფორმებულია ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ვერსიასა და მხარეთა მოხერხებულობისთვის ქართულ ენაზე ნათარგმნ ნებისმიერ სხვა ვერსიას შორის ნებისმიერი გაუგებრობის ან კოლიზიის შემთხვევაში, ოფიციალურ ინგლისურ ვერსიას ენიჭება უპირატესობა.
6.20. განმარტების წესები. განმარტების ქვემოთ მოცემული წესები გათვალისწინებულ უნდა იყოს წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებისას:
(ა) მხოლობითი რიცხვი გულისხმობს მრავლობითს და პირიქით;
(ბ) სიტყვა: „ფიზიკური პირი“ ან „მხარე“ გულისხმობს ფირმას ან ქმედუნარიან სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას;
(გ) ერთ სქესში მოცემული სიტყვები მოიცავს მეორე სქესსაც;
(დ) სიტყვები: „მოიცავს“, „მათ შორის“ და მათი ვარიაციები გულისხმობს „მათ შორის და არა მხოლოდ“ და შესაბამის გამონათქვამებს;
(ე) თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ამ უკანასკნელში მითითებული კონტრაქტები, ხელშეკრულებები ან სხვა დოკუმენტები გულისხმობს კონტრაქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების, დამატებების ან შესწორებების გათვალისწინებით;
(ვ) ნებისმიერი მოქმედი კანონი გულისხმობს მოქმედ კანონს, მასში პერიოდულად შეტანილ შესწორებებს, დამატებების, ვადის გაგრძელების ან ხელმეორედ მიღების გათვალისწინებით და მოიცავს ნებისმიერ დამატებით კანონმდებლობას, წესს ან დებულებას, რომელიც გამოქვეყნდება ნებისმიერი ამგვარი მოქმედი კანონის საფუძველზე და ყველა ოქმს, კოდექსს, დეკლარაციას ან დადგენილებას, რომელიც გამოიცემა ან სხვაგვარად ამოქმედდება ამგვარი კანონის საფუძველზე.
(ზ) სიტყვები: „ხელშეკრულების“, „ხელშეკრულებაში“, „ხელშეკრულებასთან“, „ხელშეკრულების საფუძველზე“ და მსგავსი სიტყვები ეხება წინამდებარე მთლიან ხელშეკრულებას და არა მის რომელიმე მუხლს, პარაგრაფს, დანართს ან წინამდებარე ხელშეკრულების სხვა ნაწილს;
(თ) „სამუშაო დღეები“ გულისხმობს ნებისმიერ დღეს, რომელიც ემთხვევა შაბათს, კვირას, კომერციულ საბანკო დღეს თბილისში, საქართველო ან ვაშინგტონში, აშშ ან საქართველოს ან აშშ-ს ოფიციალურ დასვენების დღეს; ნებისმიერი „დღე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს; და
(ი) „თვე“, „კვარტალი“ ან „წელიწადი“ გულისხმობს გრიგორიანული კალენდრის შესაბამის მნიშვნელობებს, ყოველი კალენდარული წელიწადი − 1იანვრიდან 31 დეკემბრამდე, გაყოფილი ოთხ დაახლოებით თანაბარ ნაწილად, რომლებიც იწყება [1 იანვარს, 1 აპრილს, 1ივლისს და 1 ოქტომბერს].
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, თითოეულმა მხარემ გააფორმა წინამდებარე ხელშეკრულება სათანადოდო უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ზემოთ მითითებულ დღეს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია
ხელმოწერა:
————————————————————————————————————
სახელი:
————————————————————————————————————
თანამდებობა:
————————————————————————————————————
ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით
ხელმოწერა:
————————————————————————————————————
სახელი:
————————————————————————————————————
თანამდებობა:
————————————————————————————————————
ფონდი − ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს
ემ სი ჯი:
ხელმოწერა:
————————————————————————————————————
სახელი:
————————————————————————————————————
თანამდებობა:
————————————————————————————————————
დანართი „ა“
განმარტებები
„დამატებითი წარმომადგენელი“ განმარტებას ისევე, როგორც ეს მოცემულია 6.5 ნაწილში.
„დანიშვნის ხელშეკრულების მიღება“ განიმარტება როგორც გარკვეული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდება კორპორაციასა და ემ სი ჯი-ს შორის, 2006 წლის 26 იანვარს.
„აფილირებული პირი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„ხელშეკრულება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულაში.
„დანართები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 6.12. ნაწილში.
„აუდიტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 4.6(გ) ნაწილში.
„აუდიტორული გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 3.8.(დ)(ii) ნაწილში.
„საბჭოს მოქმედება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.6(გ) ნაწილში.
„აღმასრულებელი დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.1 ნაწილში.
„მთავარი ფინანსური ოფიცერი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.2. ნაწილში.
„სამოქალაქო დამკვირვებელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.4(ა)(ii) ნაწილში.
„თავმჯდომარე“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.3(ა) ნაწილში.
„დებულება“ განიმარტება როგორც ემ სი ჯი-ს წესდება, რომელიც დათარიღებულია 2005 წლის 29 იანვრით.
„კომპაქტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების ფაქტების მიმოხილვაში.
„კომპაქტის მიზნები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია დეკლარაციულ ნაწილში.
„კომპაქტის ანგარიშები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში
„დირექტორის მოადგილე“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„დანიშვნის ხელშეკრულება“ განიმარტება როგორც „ემ სი ჯი-ს დანიშვნა გარკვეული მთავრობის უფლებების, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების განმახორციელებლად 2005 წლის 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოქმედებს მთავრობის სახელით, ემ სი ჯი-სა და MCC-ს შორის გაფორმებულ ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის) შესაბამისად.“.
„დეტალური ფინანსური გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც კომპაქტის „ა“ დანართშია მოცემული.
„დირექტორები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.1 ნაწილში.
„თანხის გაცემის ხელშეკრულება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„ძალაში შესვლა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„ენერგეტიკის რეაბილიტაციის საქმიანობა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„გარემოსა და სოციალური ზემოქმედების დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„ფისკალური ანგარიშგების გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„ფისკალური აგენტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„ფონდის მართვის ხელშეკრულება“ გულისხმობს ფონდის მართვის ხელშეკრულებას, რომელიც უნდა გაფორმდეს სრგფ-სა და ფონდის მენეჯერს შორის.
„საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„მთავარი იურისტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„მთავრობა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების ფაქტების მიმოხილვაში.
„საბჭოს სამთავრობო წევრი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.2(ა)(ii) ნაწილში.
„განხორციელების გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„მონიტორინგისა და შეფასების გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„მმართველი გუნდი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„არსებითად უარყოფითი ხასიათის ცვლილება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია თანხის გაცემის ხელშეკრულებაში.
„ემ სი ჯი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„ემ სი ჯი-ზე დელეგირებული უფლებები და პასუხისმგებლობები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია დანიშვნის ხელშეკრულებაში.
„MCC“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„MCC-ს თანხის გაცემა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„MCC -ს თანხის გაცემის მოთხოვნა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„MCC-ს დაფინანსება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„MCC-დამკვირვებელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.4(ა)(i) ნაწილში.
„სამინისტრო“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„MCC-ს მთავარი წარმომადგენელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 6.5. ნაწილში.
„MCG-ს მთავარი წარმომადგენელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 6.5. ნაწილში.
„ემ სი ჯი-ს ვებგვერდი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„სამინისტრო“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„სამინისტროს მთავარი წარმომადგენელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 6.5. ნაწილში.
„მრავალწლიანი ფინანსური გეგმა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„საბჭოს არასამთავრობო წევრები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.2(ა)(v) ნაწილში.
„დამკვირვებლები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.1 ნაწილში.
„მოწვეული პროექტის მენეჯერი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„საბჭოს საპარლამენტოს წევრები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.2(ა)(iii) ნაწილში.
„მხარეები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულაში.
„მხარე“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულების პრეამბულაში.
„პრემიერ-მინისტრი“ განიმარტება როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„მთავარი წარმომადგენელი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„შესყიდვების აგენტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„შესყიდვების ხელშეკრულება“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„შესყიდვების დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„პროგრამა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„პროექტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„პროექტის საქმიანობები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„პროექტის დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1 ნაწილში.
„პროვაიდერი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1 ნაწილში.
„კვორუმი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.9 ნაწილში.
„შემდგომი გადახდა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების საქმიანობა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„გზის რეაბილიტაციის საქმიანობა“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„მდივანი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 2.1. ნაწილში.
„საკონსულტაციო კომიტეტი“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 3.1. ნაწილში
„სამეთვალყურეო საბჭო“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.1 ნაწილში.
„დამატებითი ხელშეკრულებები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
„ხმის უფლების მქონე წევრები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია 1.1 ნაწილში.
„სამუშაო გეგმები“ განიმარტება ისევე, როგორც ეს მოცემულია კომპაქტის „ა“ დანართში.
დანართი „ბ“
მენეჯმენტის გუნდის პასუხისმგებლობები
1. აღმასრულებელი დირექტორი: ის. 2.3. ნაწილი
2. დირექტორის მოადგილე: პასუხისმგებელია ემ სი ჯი-ს ყოველდღიურ საქმიანობაზე, დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე და კოორდინაციას უწევს ემ სი ჯი-ს პროგრამის კომპონენტების ძირითად მიმდინარეობას. კოორდინაციას უწევს ემ სი ჯი-ს პროგრამის კომპონენტების ძირითად მიმდინარეობას. დირექტორის მოადგილე დახმარებას უწევს აღმასრულებელ დირექტორს ემ სი ჯი-ს მენეჯმენტსა და სტრატეგიული გეგმის, ორგანიზაციული განვითარების და ემ სი ჯი-ს პროგრამის განვითარებისა და მართვის ხელმძღვანელობაში.
3. პროექტის დირექტორი (GRDF): პროექტის დირექტორი პასუხისმგებელია MCC-ს როლის მართვასა და ზედამხედველობაზე GRDF-თან მიმართებაში; აღნიშნული მოიცავს (ა) მონიტორინგი, GRDF მოქმედებს თუ არა მისი მართვის დოკუმენტების და სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, (ბ) უზრუნველყოფა, რომ ემ სი ჯი შეესაბამება კომპაქტით დადგენილ GRDF-თან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს და (გ) აღმასრულებელი დირექტორის მიერ მითითებული მოქმედებების განხორციელება და უფლებების განხორციელება GRDF-თან დაკავშირებით. აღნიშნული როლი გულისხმობს უპირველს პასუხისმგებლობას GRDF-თან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმის ღონისძიებების წარმატებულ განხორციელებას.
4. პროექტის დირექტორი (RID): პროექტის დირექტორი პასუხისმგებელია რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ჩამოყალიბებაზე, ხელმძღვანელობაზე და ზედამხედველობაზე. აღნიშნული პროექტის დირექტორი ასევე პასუხისმგებელია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ემ სი ჯი-ს დაინტერესებული პირებისათვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის მიწოდებაზე.
5. პროექტის დირექტორი (ADA): პროექტის დირექტორი, მმართველი კომპანიის დახმარებით, შეიმუშავებს ტექნიკური დახმარების ტენდერებს და უზრუნველყოფს, რომ ტენდერის მიმდინარეობა და გრანტების გაცემა წარმოებს შესაბამისი წესით. პროექტის დირექტორი განიხილავს მმართველი კომპანიის ანგარიშებს განხორციელების პრობლემასთან და დაგვიანებებთან დაკავშირებით და რეკომენდაციას იძლევა განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, იმ მიზნით, რომ მიმდინარეობა არ ჩამორჩეს დაგეგმილ გრაფიკს.
6. პროექტის დირექტორი (გზა): პროექტის დირექტორი ზედამხედველობს სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას და მოქმედებს როგორც საკონტაქტო პირი გარე ორგანიზაციებს და ემ სი ჯი-ს შორის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისათვის. აღნიშნული დირექტორი ზედამხედველობს იმ კონსულტანტების და კონტრაქტორების მომსახურებების შესყიდვის ტექნიკურ ასპექტებს, რომლებიც განახორციელებენ შესწავლას, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, დიზაინს, გზის რეაბილიტაციას და სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ზედამხედველობას.
7. პროექტის დირექტორი (გაზსადენი): პროექტის დირექტორს გააჩნია ზედამხედველობის ფუნქცია ჩრდილო-სამხრეთის გაზის მილსადენის რეაბილიტაციაზე, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის გამომუშავებას და აწვდის გაზის და გათბობის კომერციულ და სამოხელეო მომსახურებებს.
8. გარემოს და სოციალური ზემოქმედების დირექტორი: აფასებს და შეიმუშავებს პოლიტიკას, რომელიც შეეხება ემ სი ჯი-ს საქმიანობებს გარემოს და სოციალურ ზემოქმედებას. დირექტორი წარმოადგენს შიდა ექსპერტს გარემოს და სოციალური ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით.
9. მთავარი ფინანსური ოფიცერი: მუშაობს აღმასრულებელი დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ და პასუხისმგებელია ემ სი სი-ს ყველა საფინანსო ასპექტზე. მთავარი ფინანსური ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს ფისკალურ აგენტთან მიმართებაში, რომელიც პასუხისმგებელია შემდგომი გადახდების დადგენილ წესებთან შესაბამისად დამოწმების და აღრიცხვის უზრუნველყოფასა და დადასტურებაზე. მთავარი ფინანსური ოფიცერი უზრუნველყოფს MCC-ს დაფინანსების ფინანსური ტრანზაქციების შესაბამის ბუღალტერიას.
10. შესყიდვების დირექტორი: პასუხისმგებელია ემ სი ჯი-ს შესყიდვების საქმიანობების ხელმძღვანელობაზე. დირექტორი უზრუნველყოფს, რომ ყველა შესყიდვის შესახებ ანგარიში წარედგინა აღმასრულებელ დირექტორს და განხორციელდა შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დირექტორს წვლილი შეაქვს მენეჯმენტის დაგეგმვასა და ანგარიშგების საქმიანობაში, მუშაობს რა დაგეგმვისა და ანგარიშგების შესყიდვების კუთხით.
11. საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი: პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ემ სი ჯი-ს საქმიანობების გამჭვირვალობა, პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის მხარდამჭერი შეხედულებების მოპოვება, ემ სი ჯი-ს დადებითი რეპუტაციის ჩამოყალიბება, ინფორმაციის ორმხრივი გადინება-შემოდინების შესაძლებლობა და საზოგადოების შესაბამისი მონაწილეობა, დირექტორი მჭიდროდ თანამშრომლობს მონიტორინგისა და შეფასების განყოფილებასთან და პროექტების მენეჯმენტთან. დირექტორი პასუხისმგებელია ემ სი ჯი-ს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის დროულ და შესაბამის მიწოდებაზე.
12. მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი: დირექტორი პასუხისმგებელია მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავებასა და შესაბამისი ღონისძიებების ემ სი ჯი-ს შიგნით განხორციელებაზე. დირექტორი პასუხისმგებელია მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში და კერძო სექტორში ემ სი ჯი-ს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის დროულად და შესაბამისად მიწოდებაზე. აღნიშნული მოიცავს მჭიდრო თანამშრომლობას ყველა იმ პირთან, ვინც ჩართულია მონიტორინგისა და შეფასების დიზაინსა და განხორციელებაში: აღმასრულებელი დირექტორი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი; სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები; საკონსულტაციო კომიტეტის წარმომადგენლები; ემ სი ჯი-ს პროექტის დირექტორები და სხვა დამხმარე თანამშრომლები; განმახორციელებელი პირის მონიტორინგისა და შეფასების სფეროს თანამშრომლები; MCC-ს მონიტორინგსა და შეფასების სფეროს თანამშრომლები ვაშინგტონში; მოწვეული კონსულტანტები MCC-ს მონიტორინგისა და შეფასებასთან დაკავშირებული მისიების მოწვეული წევრები.
13. მთავარი იურისტი: პასუხისმგებელია MCA-საქართველოს თანამშრომლებისათვის MCA-საქართველოზე გავლენის მქონე სამართლებრივ საკითხებზე რჩევის მიცემაზე და მის მართვაზე. დახმარებას უწევს თანამშრომლებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში, რაც დაკავშირებულია ემ სი ჯი-ს პროგრამის განვითარებასთან, მათ შორის, შესაბამისობის დადგენა სხვადასხვა წინადადებებთან და კომპაქტის განხორციელებასთან მიმართებაში. იძლევა სამართლებრივ რჩევას ემ სი ჯი-ს შიდა საქმიანობაზე გავლენის მქონე ყველა საკითზე, რაც მოიცავს სამთავრობო კონტრაქტებს, ფისკალურ სამართალს და კორპორატიული ჩანაწერების მენეჯმენტს. პასუხისმგებელია სამართლებრივი საკითხების იდენტიფიცირებასა და ანალიზზე, მნიშვნელოვანი დოკუმენტების თაობაზე მოლაპარაკების წარმოებაზე და მომზადებაზე, გასაგები რეკომენდაციების წარდგენაზე და სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, ახორციელებს სხვა ვალდებულებებს და უფლებებს, რაც ჩვეულია მთავარი იურისტის საქმიანობისათვის, ისევე როგორც ისეთ ვალდებულებებს, რომლებსაც მას პერიოდულად დაავალებს აღმასრულებელი დირექტორი.
14. სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი: მდივანი პასუხისმგებელია MCA-საქართველოს კორპორატიული ჩანაწერების MCA-საქართველოს ოფისებში შენახვაზე, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების შესახებ შეტყობინებაზე, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების დასწრებასა და შესაბამისი ოქმების გაფორმებაზე, ყველა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელზეც საჭიროა მდივნის ხელმოწერა, ნებისმიერი ემ სი ჯი-ს მიერ წარმოებული დოკუმენტის უტყუარობის დადასტურებაზე. გარდა ამისა, მდივანი განახორციელებს ყველა სხვა ისეთ ფუნქციას და ისეთ ქმედებას, რაც ჩვეულია კორპორაციული მდივნის საქმიანობისათვის.