,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№528
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 137, 26/11/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №528

2004 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:

    მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის დირექტორი.

    მუხლი 72. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;

დ) მთავარი მრჩეველი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) წამყვანი სპეციალისტი.

    მუხლი 73. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი;

გ) ოპერატიული მორიგე;

დ) ბუღალტერი;

ე) მოლარე.“.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 22.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №528. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.003.
სად არის „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“, №528, 22.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36568/