„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60/04
სარეგისტრაციო კოდი
300060000.18.011.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №60/04

2017 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანების დანართი № 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



დანართი №1
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა

1. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (აშშ – New York Stock Exchange http://www.nyse.com);

2. ნასდაქი ოუ ემ ექსი (აშშ; NASDAQ, OMX – http://nasdaqomx.com);

3. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (გაერთიანებული სამეფო; იტალია – London Stock Exchange Group – http://www.londonstockexchange.com);

4. იაპონიის ბირჟების ჯგუფი (იაპონია; Japan Exchange Group – http://www.jpx.co.jp);

5. შანჰაის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shanghai Stock Exchange – http://www.sse.com.cn);

6. ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Hong Kong, SAR – http://www.hkex.com.hk);

7. ევრონექსთი (გაერთიანებული სამეფო, ბელგია, პორტუგალია; საფრანგეთი, ჰოლანდია Euronext – https://www.euronext.com);

8. შენჩჟენის საფონდო ბირჟა – (ჩინეთი; Shenzhen Stock Exchange – https://www.szse.cn);

9. თი ემ იქს ჯგუფი (კანადა; TMX Group – https://www.tmx.com);

10. დოიჩე ბორსე (გერმანია; Deutsche Borse – http://deutsche-boerse.com).