შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ
მიღების თარიღი 21.06.2007
ძალაში შესვლა 06.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480270000.03.030.000679
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 14/01/2008
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით (ხემოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ
საქართველოს მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“);
სურთ რა ჩამოაყალიბონ საერთაშორისო საავიაციო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ბაზარზე ავიასაწარმოებს შორის კონკურენციაზე სახელმწიფოს მინიმალური ჩარევისა და რეგულირების პირობებში;
სურთ რა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის შესაძლებლობების ზრდას;
სურთ რა გახადონ შესაძლებელი, რომ ავიასაწარმოებმა შესთავაზონ საზოგადო და ტურისტული გადაყვანა-გადაზიდვების მრავალფეროვანი მომსახურების არჩევანი იმ მინიმალურ ფასებში, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და არ ეფუძნება დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას, და აქვთ რა სურვილი წაახალისონ ცალკეული ავიასაწარმოები შეიმუშაონ და გამოიყენონ რაციონალური და კონკურენტუნარიანი ფასები;
სურთ რა უზრუნველყონ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და უშიშროების უმაღლესი ხარისხი და დაადასტურონ თავიანთი ძლიერი შეშფოთება საჰაერო ხომალდის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელყოფის ქმედებების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოებას, უარყოფითად ისახება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებაზე და ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების თაობაზე;
არიან რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მონაწილეები;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების მიზნებისთვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
1. ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში, ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების შესრულების უფლებამოსილებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტის დეპარტამენტს, ან მის სამართალმემკვიდრეს;
2. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართებს და მათ ნებისმიერ შესწორებას;
3. ტერმინი „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების, ბარგის ტვირთის და ფოსტის საზოგადოებრივ გადაყვანა-გადაზიდვას საჰაერო ხომალდით ცალკე ან კომბინირებულად გასამრჯელოს საფასურად ან ქირით;
4. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს:
a) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული კონვენციის 94 (ა) მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე მხარის მიერ, და
b) მის ნებისმიერ დანართს ან ნებისმიერ ცვლილებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად იმდენად, რამდენადაც ეს დანართი ან შესწორება მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე მხარისათვის;
5. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია უფლებამოსილებით ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;
6. ტერმინი „სრული ღირებულება“ ნიშნავს გაწეული მომსახურების ღირებულებას დამატებული გონივრული ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები;
7. ტერმინი „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, რომელიც ხორციელდება ერთზე მეტი ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცის გადაკვეთით;
8. ტერმინი „ფასი“ ნიშნავს ნებისმიერ ტარიფს, ღირებულებას ან გადასახდელს მგზავრების (და მათი ბარგის) და/ან ტვირთის (ფოსტის გამოკლებით) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისათვის, რომელსაც აწესებენ ავიასაწარმოები, მათ შორის მათი აგენტები, და იმ პირობებში, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული ტარიფების, ღირებულების ან გადასახდელების არსებობას;
9. ტერმინი „გაჩერება არაკომერციული მიზნით“ ნიშნავს დაფრენას ნებისმიერი მიზეზით გარდა მგზავრების, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის;
10. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს მხარის სუვერენიტეტის, იურისდიქციის, მფარველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფ სახმელეთო სივრცეს, რაც მოიცავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სახმელეთო სივრცეს მის საზღვრებში, მიმდებარე ტერიტორიულ წყლებსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს;
11. ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც დაწესებულია ავიასაწარმოებისათვის აეროპორტის, სანავიგაციო ან საავიაციო უშიშროების საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ან მასთან დაკავშირებული შესაბამისი მომსახურებისა და საშუალებების გამოყენებისათვის.
მუხლი 2🔗
უფლებათა მინიჭება
1. თითოეული მხარე ანიჭებს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის შემდეგ უფლებებს:
a) უფლებას განახორციელოს მის ტერიტორიაზე გადაფრენა დაფრენის გარეშე;
b) უფლებას განახორციელოს დაფრენა მის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და
c) სხვა უფლებებს, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმებაში.
2. ეს მუხლი არც ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს არ ანიჭებს უფლებას მეორე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს მათი ბარგი, ტვირთი ან ფოსტა, ამავე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
მუხლი 3🔗
ავიასაწარმოების დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება
1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს ამ შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ დანიშნოს ნებისმიერი რაოდენობის ავიასაწარმო საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ამგვარი დანიშვნები უნდა გადაეცეს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით და უნდა განისაზღვროს, რომ ავიასაწარმო უფლებამოსილია განახორციელოს I ან II დანართში, ან ორივე დანართში მითითებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტიპი.
2. აღნიშნული დანიშვნისა და დანიშნული ავიასაწარმოს იმ განცხადების მიღებისას, რომელიც წარმოდგენილია საექსპლუატაციო უფლებამოსილებისა და ტექნიკური ნებართვების მიღებისათვის დადგენილი ფორმითა და სახით, მეორე მხარე მინიმალური პროცედურული დაგვიანებით გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებებსა და ნებართვებს იმის გათვალისწინებით, რომ:
a) ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და საქმიანობის რეალური კონტროლი მეორე მხარის, მისი მოქალაქეების ან ორივეს ერთად ხელშია;
b) დანიშნული ავიასაწარმო უნდა აკმაყოფილებდეს იმ მხარის მიერ გამოყენებულ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების კანონებისა და წესების პირობებს, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განცხადებებს; და
c) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე ასრულებს და იცავს წინამდებარე შეთანხმების მე-6 (უსაფრთხოება) და მე-7 (საავიაციო უშიშროება) მუხლებში ჩამოყალიბებულ სტანდარტებს.
მუხლი 4🔗
ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს, შეუჩეროს ან შეუზღუდოს საექსპლუატაციო უფლებამოსილებანი ან ტექნიკური ნებართვები, როდესაც:
a) დანიშნული ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი არ არის ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის, მისი მოქალაქის, ან ორივეს, ხელში;
b) ეს ავიასაწარმო არ ასრულებს შეთანხმების მე-5 მუხლში (კანონების გამოყენება) ჩამოყალიბებული კანონებისა და წესების პირობებს;
c) დამნიშვნელი მხარე არ ასრულებს და არ ხელმძღვანელობს მე-6 მუხლში (უსაფრთხოება) ჩამოყალიბებულ (ი) სტანდარტებს (ით).
2. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ მუხლის 1 b) ან 1 c) ქვეპუნქტში აღნიშნული პირობების დარღვევის თავიდან აცილება საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებებს, ამ მუხლით განსაზღვრული უფლებით სარგებლობა ხორციელდება მხოლოდ მეორე მხარესთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ.
3. ეს მუხლი არ ზღუდავს მხარეების უფლებას, გაუუქმოს, შეუჩეროს, შეუზღუდოს ან წაუყენოს პირობები მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს საექსპლუატაციო უფლებამოსილებებთან ან ტექნიკურ ნებართვებთან დაკავშირებით, მე-7 მუხლის (საავიაციო უშიშროება) შესაბამისად.
მუხლი 5🔗
კანონების გამოყენება
1. ერთი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ყოფნისას ან დატოვებისას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული მისი კანონები და წესები უნდა სრულდებოდეს მეორე მხარის ავიასაწარმოების მიერ.
2. ერთი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ყოფნისას ან დატოვებისას, მისი ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდით მგზავრების, ეკიპაჟის ან ტვირთის შემოყვანა/ჩამოტანასთან ან გაყვანა/გატანასთან დაკავშირებულ მის კანონებსა და წესებს (შესვლის, ნებართვის, საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და საკარანტინო წესების, ან ფოსტის შემთხვევაში საფოსტო წესების ჩათვლით) უნდა ემორჩილებოდნენ მეორე მხარის ავიასაწარმოები, ან მათი სახელით, ამგვარი მგზავრები, ეკიპაჟი ან ტვირთი.
მუხლი 6🔗
უსაფრთხოება
1. ამ შეთანხმების უზრუნველსაყოფად საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელების მიზნით ერთი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე მხარის მიერ იქნება აღიარებული როგორც ვარგისი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები აღემატება ან უტოლდება კონვენციის შესაბამისად უკვე ჩამოყალიბებულ ან მომავალში ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს. თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს ვარგისად მის ტერიტორიაზე რეისის შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ მის მოქალაქეზე გაცემული ან აღიარებული მოწმობები და ლიცენზიები.
2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები იმ უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე, რომელიც ეხება მეორე მხარის სანავიგაციო საშუალებებს, ეკიპაჟებს, საჰაერო ხომალდს და დანიშნული ავიასაწარმოების ექსპლუატაციას. თუ ამგვარი კონსულტაციების შემდგომ, ერთი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე მხარე ამ სფეროებში ეფექტურად არ იცავს და არ ხელმძღვანელობს უსაფრთხოების სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომლებიც უტოლდება კონვენციის შესაბამისად უკვე არსებულ ან მომავალში ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ იგი ატყობინებს მეორე მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ზომების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე მხარემ უნდა გაატაროს შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები. თითოეული მხარე იტოვებს უფლებას მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს გაუუქმოს, შეუჩეროს ან შეუზღუდოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან ტექნიკური ნებართვა, თუ მეორე მხარე არ გაატარებს გამოსასწორებელ ღონისძიებებს გონივრულ დროში.
მუხლი 7🔗
საავიაციო უშიშროება
1. საერთაშორისო სამართალით მინიჭებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მხარეები კვლავ ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები − უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებებისას − არის ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. საერთაშორისო სამართლით მინიჭებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების მთლიანობაში გამოყენების შეუზღუდავად, მხარეები ძირითადში მოქმედებენ შემდეგი კონვენციების დებულებების შესაბამისად, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“ და 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“.
2. მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დამხარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების იმ სტანდარტებისა და შესაბამისი რეკომენდებული პრაქტიკების მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და განისაზღვრება, როგორც კონვენციის დანართები. ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს − იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეული მხარე თანახმაა დაიცვას მეორე მხარის მიერ თავის ტერიტორიაზე საავიაციო უშიშროების დებულებების მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია ამ მეორე მხარის ტერიტორიაზე შესასვლელად, ტერიტორიის დასატოვებლად ან ტერიტორიაზე ყოფნისათვის და მიიღებს ადეკვატურ ზომებს, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, და მათი ბარგი და ხელბარგი, ისევე როგორც ტვირთი და საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილები ჩასხდომა-ჩამოტვირთვისას. თითოეული მხარე აგრეთვე დადებითად შეხვდება მეორე მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.
6. როდესაც რომელიმე მხარეს აქვს გონივრული საფუძველი იმისა, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ მუხლში მოცემულ საავიაციო უშიშროების პირობებს, მაშინ ამ მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. თუ ამგვარი მოთხოვნის დღიდან 15 დღის განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული გადაწყვეტილება, ეს შეიძლება გახდეს იმ მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვების გაუქმების, შეჩერების, შეზღუდვის ან პირობების წაყენების საფუძველი. თუ საგანგებო სიტუაცია მოითხოვს, მხარეს შეუძლია განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები 15 დღის პერიოდის ამოწურვამდე.
მუხლი 8🔗
კომერციული უფლებები
1. თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს ენიჭებათ უფლება დააარსონ ოფისები მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობისა და რეალიზებისთვის.
2. თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე მხარის სახელმწიფოში შესვლის, ცხოვრების და დასაქმების შესახებ მეორე მხარის მოქმედი კანონებისა და წესების საფუძველზე მიენიჭებათ უფლება, მეორე მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მმართველი, გაყიდვების, ტექნიკური, ოპერატიული და სხვა სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.
3. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი მიწისზედა მომსახურება მეორე მხარის ტერიტორიაზე („თვითმომსახურება“) ან თავისი შეხედულებისამებრ, მომსახურების ნაწილის ან სრულად განხორციელებისათვის აირჩიოს აგენტი კონკურენტუნარიან აგენტებს შორის. უფლებები არ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ აეროპორტის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე ფიზიკური შეზღუდვებისას, როდესაც ამგვარი პირობები ზღუდავს თვითმომსახურებას, მიწისზედა მომსახურება უნდა იყოს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველა ავიასაწარმოსთვის; გადასახადი უნდა ეფუძნებოდეს გაწეული მომსახურების ღირებულებას; და ამგვარი მომსახურება შეძლებისდაგვარად უნდა შეესაბამებოდეს თვითმომსახურების ხარისხს და სახეობას.
4. მხარეთა ნებისმიერ ავიასაწარმოს მეორე მხარის ტერიტორიაზე შეუძლია რეალიზება გაუკეთოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას პირდაპირ და, თავისი შეხედულებისამებრ, მისი აგენტების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც რეგულირდება იმ ქვეყნის ჩარტერული გადაყვანა-გადაზიდვების წესებით, რომელშიც იწყება ჩარტერული გადაყვანა-გადაზიდვა და მიეკუთვნება მგზავრთნაკადები დაცვას და მგზავრობის გაუქმებას და კომპენსაციის უფლებებს. თითოეულ ავიასაწარმოს ექნება უფლება გაყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვა და ნებისმიერ პირს შეეძლება მისი ყიდვა იმ ქვეყნის ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
5. თითოეულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, მოთხოვნისამებრ, კონვერტირება მოახდინოს და გადარიცხოს მის ქვეყანაში ადგილობრივი შემოსავალი, ადგილზე დახარჯული თანხების გამოკლებით. კონვერტირება და გადარიცხვა ნებადართულია მოხდეს მაშინვე, ყოველგვარი შეზღუდვების ან დაბეგვრის გარეშე, გადაცვლის იმ მიმდინარე კურსით, რომელიც გამოიყენება გადამზიდველის მიერ გადასაგზავნად გაკეთებული საწყისი განაცხადის დღეს.
6. თითოეული მხარის ავიასაწარმოს ნება ეძლევა გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები, საწვავის ყიდვის ჩათვლით, მეორე მხარის ტერიტორიაზე ადგილობრივი ვალუტით. მათი შეხედულებისამებრ, თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე მხარის ტერიტორიაზე შეუძლიათ გადაიხადონ ამგვარი ხარჯებისთვის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით ადგილობრივი სავალუტო წესების შესაბამისად.
7. შეთანხმებულ ხაზებზე მიმოსვლის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და შენარჩუნებისას, ერთი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს ერთობლივი კომერციული ხელშეკრულებები ბლოკადგილების, კოდის ერთობლივი გამოყენების ან ლიზინგის შესახებ:
a) რომელიმე მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
b) მესამე მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და
c) ნებისმიერი ქვეყნის ხმელეთზე გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველმყოფთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ხელშეკრულების ყველა მონაწილე (i) ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას და (ii) აკმაყოფილებს ამგვარი ხელშეკრულებებისათვის გამოსაყენებელ ჩვეულებრივ მოთხოვნებს.
8. წინამდებარე შეთანხმების სხვა ნებისმიერი პირობის მიუხედავად, ავიასაწარმოებსა და ორივე მხარის სატვირთო გადაზიდვის არაპირდაპირ მომწოდებლებს უფლება ეძლევათ, შეზღუდვების გარეშე, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების დროს ტვირთის გადასაზიდად გამოიყენონ ნებისმიერი სახმელეთო გადაზიდვები, მხარეების ტერიტორიის ან მესამე ქვეყნის ნებისმიერ პუნქტებამდე ან პუნქტებიდან. აგრეთვე მათთვის ნებადართულია ყველა იმ აეროპორტისკენ/დან ტრანსპორტირება, რომელთაც გააჩნიათ საბაჟო. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ საბაჟო საწყობებში ტვირთის გადატანის უფლება არსებული წესებისა და კანონების გათვალისწინებით. აღნიშნული სახის ტვირთი, გადაადგილდება იგი ხმელეთზე თუ საჰაერო სივრცეში, დაიშვება აეროპორტის საბაჟო პუნქტებში. ავიასაწარმოებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი სახმელეთო გადაზიდვების განხორციელება ან უზრუნველყონ ეს უკანასკნელი სხვა სახმელეთო გადამზიდველებთან ხელშეკრულებების საფუძველზე. სხვა სახმელეთო გადამზიდველებთან ერთად იგულისხმება სხვა ავიასაწარმოების მიერ განხორციელებული სახმელეთო გადაზიდვები და სატვირთო საჰაერო გადაზიდვების არაპირდაპირი მიმწოდებლები. აღნიშნული სახის სატვირთო მომსახურება შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს ცალკე, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვების ერთობლივ ფასად, იმის გათვალისწინებით, რომ გამგზავნნი აღნიშნული სახის გადაზიდვების ფაქტებთან დაკავშირებით არ აღმოჩნდებიან გაუგებრობაში.
მუხლი 9🔗
საბაჟო გადასახადები
1. ერთი მხარის ტერიტორიაზე ჩასვლისას მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, მოწყობილობები, მიწისზედა მოწყობილობები, საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, სათადარიგო ნაწილები (მათ შორის ძრავები), საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი, თამბაქო და სხვა პროდუქტები შეზღუდული რაოდენობით, რომელიც განკუთვნილია ფრენის განმავლობაში მგზავრებისთვის მიყიდვის ან მოხმარებისთვის), და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ იმ თვითმფრინავზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, ნაცვალგების საფუძველზე, გათავისუფლდებიან ყველა იმპორტირების შეზღუდვისგან, ქონებრივი გადასახადისაგან და გადასახადისაგან კაპიტალზე, საბაჟო გადასახდელებისგან, აქციზური გადასახადისაგან და მსგავსი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც: (a) დაწესებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, და (b) არ არის დაფუძნებული შემოთავაზებული მომსახურების ღირებულებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოწყობილობები და მარაგი რჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე.
2. ასევე, ნაცვალგების საფუძველზე, უნდა მოხდეს გათავისუფლება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული გადასახადების, გადასახდელების და მოსაკრებლებისაგან, გაწეული მომსახურების ღირებულებაზე დაფუძნებული დანახარჯების გამოკლებით:
a) რომელიმე მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი ან მომარაგებული და შემდეგ ხომალდზე ატანილი საჰაერო ხომალდის მარაგი, რომელიც გამოიყენება მიზანშეწონილი რაოდენობით, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული მეორე მხარის ავიასაწარმოს საერთაშორისო რეისის შემსრულებელ (გამფრენ) საჰაერო ხომალდზე, მაშინაც კი, როცა ასეთი მარაგის გამოყენება უნდა მოხდეს მხარის იმ ტერიტორიაზე შესრულებული მგზავრობის მონაკვეთზე, რომელზეც მარაგის ატანა ხდება ბორტზე.
b) მიწისზედა მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები (მათ შორის ძრავები), შემოტანილი მეორე მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ავიასაწარმოს იმ საჰაერო ხომალდის მომსახურების, მიმდინარე რემონტისა ან შეკეთებისათვის, რომელიც ასრულებს საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას;
c) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდისთვის შემოტანილი საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები და მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, მაშინაც კი, როდესაც ეს მარაგი გამოიყენება იმ მხარის ტერიტორიის ნაწილზე გადაფრენისთვის, რომელზეც აიღეს ეს მარაგი; და
d) სარეკლამო და დამხმარე მასალები, მიწოდებული ერთი მხარის ტერიტორიაზე და ატანილი ბორტზე, შეზღუდული რაოდენობით, რომელიც გამოიყენება მეორე მხარის ავიასაწარმოს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაში დაკავებულ საჰაერო ხომალდზე მაშინაც კი, როდესაც ეს მარაგი გამოიყენება იმ მხარის ტერიტორიის ნაწილზე გადაფრენისთვის, რომელზეც აიღეს ეს მარაგი.
3. მოწყობილობები და მარაგი, რომლებიც ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებშია განხილული, შეიძლება, მოთხოვნის საფუძველზე, შენახულ იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები შეთანხმდებიან სხვა ავიასაწარმოსთან, იმ პირობით, თუ ამ სხვა ავიასაწარმოს მეორე მხარის მიერ აქვს მინიჭებული იგივე შეღავათები იმ საშუალებების შემოტანაზე, რაც ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებშია მოცემული.
მუხლი 10🔗
მომხმარებლის გადასახდელი
1. მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც დაწესებულია მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის თითოეული მხარის კონპეტენტური ხელისუფლებისა ან ორგანოს მიერ უნდა იყოს სამართლიანი, დასაბუთებული, არადისკრიმინაციული, და თანაბრად გადანაწილებული მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე მხარის ავიასაწარმოსთვის დაწესებული ამგვარი გადასახდელი უნდა იყოს დაწესებული არა უარესი პირობებით, რა პირობებითაც არის დაწესებული ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსათვის იმ მომენტში, როდესაც ეს გადასახადი დაწესდა.
2. მეორე მხარის ავიასაწარმოსათვის დაწესებული გადასახდელი შეიძლება ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს კომპეტენტური ხელისუფლებისა ან ორგანოს მიერ შესაბამისი აეროპორტის, აეროპორტის გარემოს, სანავიგაციო და საავიაციო უშიშროების საშუალებებისა და აეროპორტში ან მის სისტემაში მომსახურების გაწევის სრულ ღირებულებას. ამგვარი გადასახდელები შეიძლება შეიცავდეს გონივრულ რენტაბელობას ამორტიზაციის ანარიცხების დარიცხვის შემდეგ. საშუალებები და მომსახურება, რომელზეც დაწესებულია გადასახდელი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტურ და ეკონომიურ საფუძველზე.
3. თითოეული მხარე წაახალისებს კონსულტაციებს მომხმარებლის გადასახდელის თაობაზე მის ტერიტორიაზე კომპეტენტურ ხელისუფლებასა ან ორგანოს და იმ ავიასაწარმოთა შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ საწაროების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით და მხარი უნდა დაუჭიროს კომპეტენტურ ხელისუფლებას ან ორგანოს და ავიასაწარმოებს შორის აღნიშნული სახის ინფორმაციის საჭიროებისამებრ გაცვლის პროცესებს, რათა ზუსტად შემოწმდეს გადასახდელების მიზანშეწონილობა აღნიშნული მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების პრინციპების შესაბამისად, სათანადო შეტყობინება ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებლის გადასახდელის ცვლილებების შესახებ უნდა მიეწოდოს მომხმარებელს, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი ცვლილებების ძალაში შესვლამდე.
4. მე-14 მუხლის მიხედვით დავის გადაჭრის პროცედურის დროს, არც ერთი მხარე არ ჩაითვლება ამ მუხლის დამრღვევად, თუ:
a) საქმიანობა ან გადასახდელი, რომელიც წარმოადგენს პრეტენზიის საგანს არ შემოწმდა მეორე მხარის მიერ მიზანშეწონილი დროის განმავლობაში; ან
b) აღნიშნული სახის შემოწმებისას იგი ვერ მიიღებს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომებს გამოასწოროს ყველა ის გადასახდელი ან საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება ამ მუხლს.
მუხლი 11🔗
სამართლიანი კონკურენცია
1. თითოეული მხარე ნებას რთავს ორივე მხარის ავიასაწარმოებს სამართლიანად განახორციელონ კონკურენცია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის.
2. თითოეული მხარე ნებას რთავს ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, განსაზღვრონ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას მომსახურების ის ტევადობა და სიხშირე, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. არც ერთი მხარე ცალმხრივად არ განსაზღვრავს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებისათვის მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს ან რეგულარობას, ან მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა ტექნიკური, საექსპლუატაციო, საბაჟო, გარემოს დაცვის კანონმდებლობით კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.
3. არც ერთი მხარე არ უარყოფს მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს პირველი არჩევანის უფლებას. ამასთან, არ წაუყენებს მას მგზავრთა თანაფარდობასთან, მიუღებელ გადასახადთან და ტევადობასთან, სიხშირესთან და მიმოსვლასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც არ შეესაბამება ამ შეთანხმების მიზნებს.
4. არც ერთი მხარე არ მოითხოვს დასამტკიცებლად მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსგან ან ავიასაწარმოებისაგან განრიგების, ჩარტერული რეისების გეგმების, ან საოპერაციო გეგმების წარდგენას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არადისკრიმინაციულ საფუძველზე, რათა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთგვაროვანი პირობები ან რომელიც შეიძლება სპეციალურად დაწესებულ იქნეს ამ შეთანხმების დანართში. თუ მხარე მოითხოვს საინფორმაციო მიზნებისთვის დოკუმენტების წარდგენას, მან მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს წარდგენისათვის არსებული მოთხოვნებისა და პროცედურების ადმინისტრაციული სირთულეები შუალედურ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებზე და მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებისათვის.
მუხლი 12🔗
ფასების კალკულაცია
1. თითოეული მხარე უფლებას აძლევს თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დააწესოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისათვის ფასები ბაზარზე კომერციული მოსაზრებების საფუძველზე. მხარეების მიერ ჩარევა შეიზღუდება, რათა:
a) აღიკვეთოს არაგონივრულად დისკრიმინაციული ფასები ან მისი დაწესების პრაქტიკა;
b) დაცულ იქნეს მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი ფასებისაგან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგად;
c) დაცულ იქნენ ავიასაწარმოები ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია პირდაპირი ან არაპირდაპირი სამთავრობო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგად.
2. მხარეთა ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისათვის ფასები არ უნდა იქნეს მოთხოვნილი წარსადგენად. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები გააგრძელებენ, მოთხოვნისამებრ, ისტორიულ, არსებულ და შემოთავაზებულ ფასებზე მხარეების საავიაციო ხელისუფლებისათვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას იმ სახით და ფორმატით, როგორიც მისაღებია ამ საავიაციო ხელისუფლებისათვის.
3. ვერც ერთი მხარე ვერ იმოქმედებს ცალმხრივად, რათა აღკვეთოს იმ ფასის ძალაში შეყვანა ან გაგრძელება, რომელიც შემოთავაზებულია დადგენისთვის ან დადგინდება
(i) თითოეული მხარის ავიასაწარმოს მიერ მხარეების ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისათვის; ან
(ii) ერთი მხარის ავიასაწარმოს მიერ მეორე მხარის ტერიტორიასა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიას შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისათვის, რომელიც ორივე შემთხვევაში მოიცავს გადაყვანა-გადაზიდვებს ინტერლაინის ან ინტრალაინის საფუძველზე.
თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ამგვარი ფასი წინააღმდეგობაში მოდის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დადგენილ შეხედულებებთან, იგი მოითხოვს კონსულტაციების ჩატარებას და რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი უკმაყოფილების შესახებ. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 დღისა და მხარეები თანამშრომლობენ იმ ინფორმაციის დასაცავად, რომელიც აუცილებელია საკითხის გონივრულად გადაწყვეტისთვის. თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას იმ ფასთან დაკავშირებით, რის გამოც უკმაყოფილების შეტყობინება იქნა გაგზავნილი, თითოეული მხარე გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. თუ ამგვარი ორმხრივი შეთანხმება არ მოხდა, აღნიშნული ფასი შევა ძალაში ან დარჩება ძალაში.
მუხლი 13🔗
კონსულტაციები
თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება ამ შეთანხმების თაობაზე. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება შესაძლო მოკლე ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 60 დღისა მეორე მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 14🔗
სადავო საკითხების მოგვარება
1. აღნიშნული შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, გარდა მე-12 მუხლის (ფასების კალკულაცია) მე-3 პუნქტისა, რომლის მოგვარებაც ვერ მოხერხდა ფორმალური კონსულტაციების პირველი რაუნდის ჩატარების გზით, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს რომელიმე პირს ან ორგანოს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ამგვარად, სადავო საკითხი, რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, ქვემოთ მოცემული პროცედურების შესაბამისად.
2. არბიტრაჟი უნდა შედგებოდეს სამი არბიტრისაგან, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
a) თითოეული მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს 30 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიიღებს მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ. მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში ამგვარად დანიშნული ორი არბიტრის მიერ მოლაპარაკების გზით, და ეს უკანასკნელი იმოქმედებს როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი.
b) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით, დანიშნოს საჭირო არბიტრი ან არბიტრები 30 დღის განმავლობაში. თუ საბჭოს პრეზიდენტი არის რომელიმე მხარის ეროვნების, მაშინ დანიშვნას განახორციელებს რანგით უმაღლესი იმავე მიზეზით არადისკვალიფიცირებული ვიცე-პრეზიდენტი.
3. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, არბიტრაჟი განსაზღვრავს თავის იურისდიქციას ამ შეთანხმების შესაბამისად და ჩამოაყალიბებს საკუთარ პროცედურულ წესებს. ამგვარად ჩამოყალიბებულ სასამართლოს შეუძლია გაატაროს დროებითი ზომები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლოს მითითებით ან რომელიმე მხარის მოთხოვნით სასამართლოს ჩამოყალიბებიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ შედგება შეხვედრა, რომელზეც განისაზღვრება განსახილველი საკითხები და შესასრულებელი პროცედურები.
4. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ან არბიტრაჟის მიერ მითითებული, თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მემორანდუმი სასამართლოს საბოლოო ჩამოყალიბების დროიდან 45 დღის განმავლობაში. საპასუხო შენიშვნები (პრეტენზია) გაიცემა 60 დღის განმავლობაში. მხარის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით არბიტრაჟმა უნდა ჩაატაროს მოსმენა საპასუხო შენიშვნების გაცემიდან 15 დღის შემდეგ.
5. არბიტრაჟი უნდა შეეცადოს წარმოადგინოს წერილობითი გადაწყვეტილება მოსმენის დასრულების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ან თუ მოსმენა არ გამართულა − იმ დღის შემდეგ, როდესაც მიღებულ იქნა ორივე საპასუხო შენიშვნები. არბიტრაჟის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობის საფუძველზე.
6. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში და ნებისმიერი განმარტება უნდა იქნეს გაცემული ამგვარი მოთხოვნის დღიდან 15 დღის განმავლობაში.
7. თითოეულმა მხარემ, მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით დასაშვებ ფარგლებში, უნდა შეასრულოს არბიტრაჟის ნებისმიერი გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. არბიტრაჟზე დანახარჯები, მათ შორის არბიტრაჟების ხელფასები და დანახარჯები, თანაბრად ანაზღაურდება ორივე მხარის მიერ. ნებისმიერი დანახარჯი გაწეული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის მიერ ამ მუხლის მე-2 b პუნქტთან დაკავშირებით, ჩაითვლება არბიტრაჟის დანახარჯების ნაწილად.
მუხლი 15🔗
რეგისტრაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში
ეს შეთანხმება და მისი ყველა დანართი რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მუხლი 16🔗
მოქმედების შეწყვეტა
თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს შეტყობინება მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის თავზე შუაღამეს, თუ ამ ვადის გასვლამდე მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა.
მუხლი 17🔗
ცვლილებები და დამატებები
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რაც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა დიპლომატიური არხების მეშვეობით ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი 18🔗
ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება და მისი დანართები ძალაში შევა დიპომატიური არხების მეშვეობით ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
რომლის დასადასტურებლად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. ვაშინგტონში, 2007 წლის 21 ივნისს, ორ პირად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ინტერპრეტაციისას განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით
(ხემოწერილია)
დანართი I
რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა
ნაწილი 1
მარშრუტები
წინამდებარე დანართის მიხედვით თითოეული მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, მათი დანიშვნის პირობების შესაბამისად, უფლებამოსილია შეასრულოს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები შემდეგი მარშრუტების პუნქტებს შორის:
A. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებისთვის მარშრუტები:
1. შეერთებული შტატების გარეთ მდებარე პუნქტებიდან შეერთებული შტატებისა და შუალედური პუნქტების გავლით საქართველოს პუნქტამდე ან პუნქტებამდე და მის საზღვრებს მიღმა.
2. ყველა სახის სატვირთო მომსახურებისთვის ან მომსახურებებისთვის, საქართველოსა და ნებისმიერ პუნქტს ან პუნქტებს შორის.
B. საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მარშრუტები:
1. საქართველოს გარეთ მდებარე პუნქტებიდან საქართველოს და შუალედური პუნქტების გავლით შეერთებული შტატების პუნქტამდე ან პუნქტებამდე და მის საზღვრებს მიღმა.
2. ყველა ტიპის სატვირთო მომსახურებებისთვის, შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ პუნქტსა ან პუნქტებს შორის.
ნაწილი 2
საექსპლუატაციო მოქნილობა
თითოეულმა დანიშნულმა ავიასაწარმომ, შესაძლებელია ყველა ან რომელიმე რეისზე მისი არჩევანის და მიხედვით
1. შეასრულოს ფრენები რომელიმე ან ორივე მიმართულებით.
2. გააერთიანოს სხვადასხვა რეისის ნომერი ერთი საჰაერო ხომალდის ოპერირების ქვეშ.
3. შეასრულოს ფრენები მხარეების საზღვრებს გარეთ, შუალედურ და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებსა და მხარეთა ტერიტორიების პუნქტებს შორის მარშრუტების ნებისმიერი კომბინაციითა და ნებისმიერი თანმიმდევრობით (წესით).
4. გამოტოვოს გაჩერებები ნებისმიერ პუნქტსა ან პუნქტებში.
5. გადაიტანოს (ტრანსფერი) მიმოსვლა რომელიმე მისი საჰაერო ხომალდიდან სხვა მისსავე საჰაერო ხომალდზე მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში; და
6. შეასრულოს ფრენები თავისი ტერიტორიის პუნქტამდე საჰაერო ხომალდის ან რეისის ნომრის შეცვლით ან შეუცვლელად და შეუძლია შესთავაზოს ან რეკლამა გაუწიოს ასეთ მომსახურებას;
რეისის შესრულებისას მიმართულების ან გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე და რომელიმე უფლების დაუკარგავად შეასრულოს მიმოსვლა დასაშვები წინამდებარე შეთანხმების მიხედვით; იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურება სრულდება (ყველა ტიპის სატვირთო მომსახურების გარდა) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიის პუნქტში.
ნაწილი 3
ნომრის შეცვლა
ზემოთ ჩამოთვლილი მარშრუტის ნებისმიერ მონაკვეთზე(ებზე), ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეასრულოს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, მარშრუტის რომელიმე პუნქტში საჰაერო ხომალდის ტიპის ან ნომრის შეცვლაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; იმ პირობით, რომ (ყველა ტიპის სატვირთო გადაზიდვების გარდა), გაფრენის მიმართულებით, გადაზიდვა ამგვარ პუნქტებს მიღმა წარმოადგენს ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიიდან გადაზიდვის გაგრძელებას, ხოლო ჩამოფრენის მიმართულებით, ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიის მიმართულებით გადაზიდვა არის ამგვარი პუნქტიდან გადაზიდვის გაგრძელება.
დანართი II
ჩარტერული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა
ნაწილი 1
A. წინამდებარე დანართის მიხედვით თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, მათი დანიშვნის პირობების შესაბამისად, უფლება აქვთ შეასრულონ სამგზავრო (მათ თანმხლებ ბარგთან ერთად) და/ან სატვირთო (მ.შ. კომბინირებული (სამგზავრო/სატვირთო)) საერთაშორისო ჩარტერული მიმოსვლა:
1. ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტს (ებს) და მეორე მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტს(ებს) შორის; და
2. მეორე მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტსა (ებს) და მესამე ქვეყნის ან ქვეყნების ნებისმიერ პუნქტს (ებს) შორის; იმის გათვალისწინებით, რომ (გარდა სატვირთო ჩარტერისა) აღნიშნული სახის მომსახურება წარმოადგენს იმ ექსპლუატაციის გაგრძელებას, საჰაერო ხომალდის შეცვლით ან არ შეცვლით, რომელიც ასევე გულისხმობს საკუთარი ქვეყნის მიმართულებით მომსახურებას, საკუთარ ქვეყანასა და მეორე ქვეყანას შორის ადგილობრივი მგზავრის (ბარგთან ერთად) გადაყვანის მიზნით.
B. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისას, აღნიშნული დანართის მიხედვით თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ასევე აქვთ უფლება: 1) განახორციელონ გაჩერება რომელიმე მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტებში ან მათ გარეთ; 2) განახორციელონ სატრანზიტო მიმოსვლა მეორე მხარის ტერიტორიის გავლით; (გადაიყვანონ ტრანზიტული მგზავრები მეორე მხარის ტერიტორიის გავლით) 3) გააერთიანონ ერთ საჰაერო ხომალდზე ერთი მხარის ტერიტორიაზე, მეორე მხარის ტერიტორიაზე და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებული მიმოსვლები; (გააერთიანონ ერთ საჰაერო ხომალდზე მგზავრები, რომელთა მგზავრობა იწყება ერთი მხარის, მეორე მხარის და მესამე ქვეყნის ტერიტორიებზე) და 4) შეასრულონ საერთაშორისო ფრენები, მარშრუტის რომელიმე პუნქტში საჰაერო ხომალდის ტიპის ან ნომრის შეცვლაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; იმ პირობით, რომ (სატვირთო ჩარტერული გადაზიდვების გარდა), გაფრენის მიმართულებით, გადაზიდვა ამგვარ პუნქტებს მიღმა წარმოადგენს ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიიდან გადაზიდვის გაგრძელებას, ხოლო ჩამოფრენის მიმართულებით, ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიის მიმართულებით გადაზიდვა არის ამგვარი პუნქტიდან გადაზიდვის გაგრძელება.
C. თითოეულ მხარეს შეუძლია ავიასაწარმოების მიერ მათი გამოყენების მიზნით, წარმოდგინოს განსახილველად ის პირობები, რომელსაც წინამდებარე დანართი არ მოიცავს.
ნაწილი 2
A. რომელიმე მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს, რომელიც ასრულებს რომელიმე მხარის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაზიდვებს, ერთი ან ორმხრივი მიმართულებით, უფლება აქვს აირჩიოს თავისი ქვეყნის ან მეორე ქვეყნის ჩარტერის კანონები, წესები, დებულებები. თუ მხარე იყენებს განსხვავებულ წესებს, დებულებებს, პირობებს და ვადებს, ან შეზღუდვებს მის ერთ ან რამდენიმე ავიასაწარმოზე, ან სხვადასხვა ქვეყნის ავიასაწარმოებზე, თითოეული დანიშნული ავიასაწარმო დაექვემდებარება ნაკლებად შემზღუდველ მოთხოვნებს.
B. მიუხედავად ზემოთქმულისა, ზემო პუნქტში აღნიშნულიდან ვერაფერი ვერ შეზღუდავს რომელიმე მხარის უფლებას, მოსთხოვოს, წინამდებარე დანართის მიხედვით რომელიმე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება მგზავრთა ფონდის, მგზავრთა გაუქმებისა და კომპენსაციის უფლებას.
ნაწილი 3
წინა პუნქტში მითითებულ მომხარებელთა დაცვის წესების გარდა, არც ერთ მხარეს არ შეუძლია, წინამდებარე დანართის მიხედვით დანიშნულ მეორე ავიასაწარმოს, მოსთხოვოს წარადგინოს წინამდებარე დანართის მე-2 ნაწილში მითითებულ კანონებთან, დებულებებთან და წესებთან შესაბამისობის შესახებ დეკლარაციაზე მეტი ან მოსთხოვოს იმ კანონებზე, წესებზე და დებულებებზე უარის თქმა, რომელიც მინიჭებულია შესაბამისი საავიაციო ხელისუფლების მიერ მეორე მხარის ტერიტორიიდან ან მესამე ქვეყნიდან ერთი ან ორმხრივი მიმართულებით გადაზიდვის განხორციელებისას.