⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.08.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – `სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს” შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 25.11.2004
ძალის დაკარგვა 23.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №533
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 30/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,814 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2004 მიღება
23.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – `სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს” შექმნის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:354.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:276.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-38.3pt; margin-bottom:0in; margin-left:-42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:42.55pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 43.35pt 62.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №533 2004 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ქვეყნის ხელმძღვანელობის გარანტირებული დახურული კავშირებით, აგრეთვე ამ კავშირების ქსელის გამოყენებით ეროვნული უშიშროებისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, ანალიზის და პროგნოზის, სათანადო გადაწყვეტილებათა შესაძლო ვარიანტების მომზადებისა და შემდგომში მომხმარებლებამდე მიწოდების ერთიანი პროცესების ოპერატიული მართვის ეფექტურობის ამაღლებისათვის, სახელისუფლებო კავშირის სისტემის შემდგომი განვითარების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“, რომელიც წარ­მო­ად­გენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპე­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის“ უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 ივლისის №292 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების” შექმნის შესახებ” (სსმ III, 2001წ., №80, მუხლი 569🔗). 5. საქართველოს ყველა სამთავრობო დაწესებულებამ უზრუნველყოს მათ დაქვემდებარებაში არსებული სამორიგეო, საინფორმაციო და ანალიტიკური ქვედანაყოფების მიერ ოპერატიული ინფორმაციების დროული მიწოდება „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოსადმი“. 6. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია), კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის უკვე დასრულებული პროექტის მეორე (უწყებათაშორისი) ეტაპით გათვალისწინებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოსათვის” გადაცემა. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ მოწყობის, ფუნქციონირების, განვითარების, უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის ახალი აბონენტების ჩართვისათვის საჭირო მიზნობრივი სახსრების დაფინანსება, 2005 წლიდან სახელისუფლებო კავშირის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დანახარჯების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება. 8. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“. 2. სააგენტო არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, სრუ­ლი­ად საიდუმ­ლო და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და თავის საქ­მი­ა­ნო­ბას ახორცი­ე­ლებს საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბა­მი­სად. 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, წინამდებარე დებულება. 4. სააგენტო მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების სათანადო სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე. 5. სააგენტოში სამსახური რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 6. სააგენტოს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ემბლემა, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 7. სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №2.     მუხლი 2🔗. სააგენტოს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარგლებ­ში უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება და განვითარება და ამ სისტემის მეშვეობით ქვეყანაში მომხდარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციების ოპერატიულად მიღება, გადაცემა, დამუშავება და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთათვის მოხსენება, მიღებული გადაწყვეტილებების ადრესატებამდე დაყვანა, შესაბამისი ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების და მათი შესრულების შესახებ მოხსენებების მიღება. 2. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებსა და გატარებულ ღონისძიებებზე წერილობითი და/ან ზეპირი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის. 3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელშეწყობა ქვეყნის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებაში. 4. ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციაში ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. 5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა, მიღება, დამუშავება და შესაბამის ადრესატებამდე მისი წარდგენა. 6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა. 7. სააგენტო თავისი ძირითადი ამოცანების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემას, რომლის სტატუსსა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 8. სააგენტო სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს: ა) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას; ბ) ყველა იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებთან კავშირს, რომლებსაც იყენებენ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები; გ) საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებს დახურული გარანტირებული კავშირით; დ) სპეციალური კავშირების აბონენტებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისითა და ინტერნეტით; ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ინფორმაციის გაცვლისათვის გარანტირებული კავშირით; ვ) მართვის პუნქტებთან და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან გარანტირებულ კავშირს; ზ) საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს – საქართველოს პრეზიდენტს გარანტირებული კავშირით. 9. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით საქართველოს პრეზიდენტისა და იმ პირების უზრუნველყოფა, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით. 10. სააგენტო, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წინაშე.     მუხლი 3🔗. სააგენტოს კომპეტენცია სააგენტო უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო დაწესებულებებს, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და საწარმოებს მოსთხოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციების მოწოდება პერიოდულობის, ოპერატიულობის, საიდუმლოებისა და უტყუარობისათვის პასუხისმგებლობის სრული დაცვით; შენობებში და საწარმოებში სააგენტოს მიერ გამოყენებულ ტერიტორიებზე უცხო პირთა დაშვების შეზღუდვა, სააგენტოს მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელი სამუშაოებისათვის ხელშეწყობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც გამოიყენება სპეციალური კავშირის განხორციელებისათვის; აგრეთვე, მათ სარგებლობაში არსებული იმ ქსელების, არხებისა და რადიო სიხშირეების უპირატესი და შეუფერხებელი გამოყოფა, რომელიც აუცილებელია ექსტრემალური სახელისუფლებო კავშირებისათვის; ბ) ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და/ან ვიზუალურად განახორციელოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირის ქსელისა და აპარატურის მუდმივი მონიტორინგი ინფორმაციის დაცულობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სპეციალური კავშირების სისტემაში ჩასართავი ან ჩართული სააბონენტო და სხვა მოწყობილობების შემოწმება და სერტიფიცირება, სახელისუფლებო სტრუქტურებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური ასპექტების, გამოყენებული კრიპტირების ალგორითმებისა და საბოლოო პროდუქციის მდგრადობის შემოწმება და სერტიფიცირება.     მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. სააგენტოს უფროსი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს მუშაობის ორგანიზაციას; ბ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებას; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; დ) დებს შრომით ხელშეკრულებებს ექსპერტებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სააგენტოს მუშაკებს შორის, ამტკიცებს სააგენტოს მუშაობის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებს; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, განსაზღვრავს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის სატარიფო პოლიტიკას, კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს და წარმოადგენს მას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს განსახილველ საკითხთა ნუსხას; თ) ყოველწლიურად ამზადებს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც შესაბამისად დადგენილ ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები 1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სპეციალური კავშირების სამმართველო – რომლის ძირითადი ამოცანაა სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ექსპლუატაციისა და განვითარების უზრუნველყოფა; ბ) სიტუაციური ცენტრი – რომლის ძირთადი ამოცანაა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებებით ხელშეწყობა ქვეყნის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებაში, კრიზისული სიტუაციების დადგომის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირთა ოპერატიული ინფორმირება და კრიზისული სიტუაციის მართვის უზრუნველყოფა უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. გ) შიდა უსაფრთხოების სამმართველო – რომლის ძირითადი ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების უსაფრთხოების, სპეციალური კავშირების სისტემაში ჩასართავი ან ჩართული სააბონენტო და სხვა მოწყობილობების შემოწმება და სერტიფიცირება, სახელისუფლებო სტრუქტურებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური ასპექტების, გამოყენებული კრიპტირების ალგორითმებისა და საბოლოო პროდუქციის მდგრადობის შემოწმება და სერტიფიცირება; დ) ადმინისტრაციული სამმართველო – რომლის ძირითადი ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების საკადრო, საფინანსო, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა. 2. საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული მოვალეობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სააგენტოს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეუძლია გახსნას რეგიონალური ბიუროები როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.     მუხლი 6🔗. საფინანსო საქმიანობისა და დაფინანსების საფუძვლები 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სააგენტოს მიერ სესხის აღება და თავდებობა ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობას, დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.