განათლებისა და მეცნიერების დარგში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა 2008-2011 წლებში

მიღების თარიღი 27.06.2008
ძალაში შესვლა 27.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480230000.03.030.000699
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/07/2008
matsne.gov.ge 433 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2008 მიღება
27.07.2008 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ხელმოწერილია) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

განათლებისა და მეცნიერების დარგში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა 2008-2011 წლებში განათლებისა და მეცნიერების დარგში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა 2008-2011 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − მხარეები): − გამოხატავენ რა სურვილს გააღრმავონ და განამტკიცონ ურთიერთთანამშრომლობა და არსებული კავშირები განათლებისა და მეცნიერების დარგში, − 1997 წელს ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე დაყრდნობით“ − ურთიერთთანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში პრაქტიკული ხასიათის მიცემის მიზნით, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მაღალი შედეგების მიღწევის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობისას, მხარეები ერთმანეთს მიაწოდებენ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ მუხლი 2🔗 მხარეები ვალდებულებას იღებენ მეორე მხარის წარმომადგენელთათვის მაგისტრანტის 10 და დოქტორანტის 5 ყოველწლიურ სტიპენდიის გაცემაზე იმ სპეციალობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მხარისათვის. მუხლი 3🔗 მხარეები გადადგამენ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უშუალო კავშირების დამყარებისა და შემდგომი განვითარებისათვის. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების სფეროში. სამეცნიერო კვლევებისათვის წარმოდგენილია შემდეგი დარგები: ა) გეოლოგია და სეისმოლოგია; ბ) ნანოტექნოლოგია; გ) ასტროფიზიკა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მუხლი 6🔗 მხარეები არ დაიშურებენ ძალისხმევას სკოლების უშუალო თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ვიზიტების უზრუნველსაყოფად და მოსწავლეებისათვის საერთო ბანაკების მოსაწყობად. მუხლი 7🔗 მხარეები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც მიეძღვნება საქართველოსა და სომხეთის კულტურული ცხოვრების ამა თუ იმ თარიღს და მოვლენას. მუხლი 8🔗 კავშირის განამტკიცებისა და ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკული ამოცანების განხილვის მიზნით, ასევე ამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების, მოცულობის და ფინანსური პირობების დაზუსტების მიზნით, მხარეები სისტემატურად გაცვლიან დელეგაციებს. მუხლი 9🔗 ამ პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებთან, პროგრამებთან და სხვა ერთობლივ საქმიანობებთან დაკავშირებული პირობები, პროცედურები, ფინანსური და სხვა ვალდებულებები მხარეების მიერ თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება კონკრეტული შეთანხმებით, წერილების გაცვლის გზით, ამ პროგრამაზე მითითებით. მუხლი 10🔗 ამ პროგრამის შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები გადაიჭრება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11🔗 პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2011 წლამდე. პროგრამა ავტომატურად გრძელდება ახალი პროგრამის ხელმოწერამდე, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს პროგრამის შეწყვეტის შესახებ სამი თვით ადრე ვადის გასვლამდე. მუხლი 12🔗 წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს პროგრამა შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ პროგრამის განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია 2008 წლის 27 ივნისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ხელმოწერილია) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ხელმოწერილია)