„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ერთის მხრივ, ევროგაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის და მეორეს მხრივ საქართველოს შორის, ბულგარეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ”

მიღების თარიღი 30.04.2004
ძალაში შესვლა 01.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.033.000696
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/07/2008
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2004 მიღება
01.06.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ერთის მხრივ, ევროგაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის და მეორეს მხრივ საქართველოს შორის, ბულგარეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ” პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმი ერთი მხრივ, ევროგაერთიანებებს და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ბულგარეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის ევროკავშირში გაერთიანების შესახებ ბელგიის სამეფო, ბულგარეთის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანიის სამეფო, გერმანიის ფედერალური რეპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, ირლანდია, იტალიის რესპუბლიკა, კვიპროსის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, უნგრეთის რესპუბლიკა, მალტის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენიის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შემდგომში „წევრი სახელმწიფოები“, წარმოდგენილნი ევროკავშირის საბჭოს მიერ, და ევროგაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება შემდგომში „გაერთიანებები“, წარმოდგენილნი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის კომისიის მიერ, ერთი მხრივ, და საქართველო, მეორე მხრივ, წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ითვალისწინებენ რა ბელგიის სამეფოს, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიის სამეფოს, გერმანიის ფედერალურ რეპუბლიკას, ესტონეთის რესპუბლიკას, საბერძნეთის რესპუბლიკას, ესპანეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკას, ირლანდიას, იტალიის რესპუბლიკას, კვიპროსის რესპუბლიკას, ლატვიის რესპუბლიკას, ლიტვის რესპუბლიკას, ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს, უნგრეთის რესპუბლიკას, მალტის რესპუბლიკას, ნიდერლანდების სამეფოს, ავსტრიის რესპუბლიკას, პოლონეთის რესპუბლიკას, პორტუგალიის რესპუბლიკას, სლოვენიის რესპუბლიკას, სლოვაკეთის რესპუბლიკას, ფინეთის რესპუბლიკას, შვედეთის სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები) და ბულგარეთის რესპუბლიკასა და რუმინეთს შორის დადებული ხელშეკრულების დებულებებს ევროკავშირში ბულგარეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის გაწევრიანების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა ლუქსემბურგში, 2005 წლის 25 აპრილს და გამოიყენება 2007 წლის 1 იანვრიდან. ითვალისწინებენ რა ევროკავშირში ორი ახალი წევრი სახელმწიფოს გაწევრიანების გზით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილ ახალ რეალობას, რომელიც სქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა, ითვალისწინებენ რა მხარეთა სურვილს უზრუნველყონ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებისა და პრინციპების მიღწევა და განხორციელება შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ბულგარეთის რესპუბლიკა და რუმინეთი გახდებიან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მხარეები, რომლის საფუძველზეც პარტნიორობა დაწესდა, ერთი მხრივ, ევროგაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის და რომელსაც ხელი მოეწერა ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს და ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს (შემდგომში „შეთანხმება“) და შესაბამისად მიიღებენ და სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად გაითვალისწინებენ შეთანხმებისა და ასევე ერთობლივი დეკლარაციების, წერილების გაცვლის დოკუმენტების და საქართველოს განცხადების ტექსტებს, რომლებიც თან ერთვის იმავე დღეს ხელმოწერილ დასკვნით აქტს და 2004 წლის 30 აპრილის შეთანხმების ოქმს, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 1-ლ მარტს. მუხლი 2🔗 წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 3🔗 1. წინამდებარე ოქმი ექვემდებარება დამტკიცებას გაერთიანებების, წევრი სახელმწიფოების სახელით ევროკავშირის საბჭოსა და საქართველოს მიერ თავიანთი პროცედურების შესაბამისად. 2. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი პროცედურების შესრულების შესახებ. დამტკიცების აქტები დეპონირდება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოში. მუხლი 4🔗 1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა დამტკიცების ბოლო აქტის დეპონირების თარიღის შემდგომი პირველი თვის პირველ დღეს. 2. ძალაში შესვლის თარიღის დადგომამდე, წინამდებარე ოქმი ამოქმედდება დროებით 2007 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 5🔗 1. შეთანხმება, დასკვნითი აქტი და მისთვის თანდართული ყველა დოკუმენტი, ასევე შეთანხმების 2004 წლის 30 აპრილის ოქმები შესრულებულია ბულგარულ და რუმინულ ენებზე. 2. ისინი თან ერთვის წინამდებარე ოქმს და ისეთივე ძალა აქვს, როგორც შეთანხმების, დასკვნითი აქტის და მისთვის თანდართული ყველა დოკუმენტის, ასევე შეთანხმების 2004 წლის 30 აპრილის ოქმების სხვა ენებზე შესრულებულ ტექსტებს. მუხლი 6🔗 წინამდებარე ოქმი შესრულებულია ორ ეგზემპლარად ბულგარულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვენიურ, სლოვაკურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე, თითოეულ ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.