შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/14897-12
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს „ნიუ ენერჯი” (ს/კ 205026559)
წარმომადგენელი - ბესიკ ჯიქურაული (დირექტორი)
მოთხოვნა - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გადახდისუუნარობის საქმე.
კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 11 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29.
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 18.04.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/14897-12.
- სად არის „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/14897-12, 18.04.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3657655/