⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2019)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2017
ძალაში შესვლა 01.06.2017
ძალის დაკარგვა 12.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-25/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.2017 მიღება
01.06.2017 ძალაში შესვლა
12.06.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-25/ნ 2017 წლის 8 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ,,სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №197 დადგენილების მე-2 მუხლის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო