შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2007
ძალაში შესვლა 12.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000663
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 24/07/2007
matsne.gov.ge 927 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2007 მიღება
12.07.2007 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“, – ხელმძღვანელობენ რა, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვლის შეთანხმებისა და 2005 წლის 25 მაისს (ქ.ბაქო) საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის მიზნებითა და პრინციპებით; – ხაზს უსვამენ რა, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთელს ევრაზიაში მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისათვის რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის შექმნის მნიშვნელობას, – გამოხატავენ რა, ორმხრივ დაინტერესებას ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საფუძველზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფისათვის ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, – აცნობიერებენ რა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული სატრანსპორტო დერეფნის ძირითად რგოლს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობასა და კეთილდღეობის ამაღლებას რეგიონში. შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, ისევე როგორც მარაბდა-თურქეთის საზღვრამდე სარკინიგზო მონაკვეთის (შემდგომში „მონაკვეთი“) ექსპლუატაციის პრინციპები და პირობები, რაც გულისხმობს მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალქალაქიდან თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მონაკვეთის მშენებლობას, ისევე როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის (შემდგომში „პროექტი“) რეალიზაციის ფარგლებში. მუხლი 2🔗 მხარეები იღებენ ვალდებულებას, სრულად შეასრულონ წინამდებარე, ისევე როგორც პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებული, ყველა სხვა შეთანხმების დებულებები, ასევე წარმოადგინონ ნებართვა ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობისა და სამუშაოს განხორციელების შესახებ. მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე შეუწყობენ ხელს, პროექტის რეალიზაციისათვის აუცილებელი შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნას. მუხლი 3🔗 ქართული მხარე უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ პირობას მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების ჩათვლით: – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ (შემდგომში „მსესხებელი“) პროექტის რეალიზაციაზე უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს და არ ექვემდებარება პრივატიზაციასა და ლიკვიდაციას პროექტის დასრულებამდე და კრედიტის საბოლოოდ დაფარვამდე. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. – სარკინიგზო ხაზის და შესაბამისი კომუნიკაციების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემას; – მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის სამუშაოების უსაფრთხოებას; – მსესხებლის მიერ პროექტის ფარგლებში მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელებას; – ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; – იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი სახით აფერხებენ სამშენებლო და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროულად დასრულებას; – მონაკვეთის შეუფერხებელ და უსაფრთხო ექსპლუატაციას, პროექტის ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ. ქართული მხარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს, მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. აზერბაიჯანის მხარე უზრუნველყოფს მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, ისევე როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო სრულ დაფინანსებას; ზემოხსენებული დაფინანსების განხორციელების მიზნით, აზერბაიჯანის მხარე „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ (შემდგომში „აგენტ-ბანკი“) საშუალებით მსესხებელს გამოუყოფს საკრედიტო ხაზს მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, ისევე როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის სრულად განხორციელებისათვის. მუხლი 4🔗 მონაკვეთის მშენებლობა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მსესხებლის მიერ განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების (UIC) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე, შესაძლო ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, არ გამოიწვევს მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ღირებულების გაზრდას მათ ექსპლუატაციაში შესვლამდე. მუხლი 5🔗 მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება აზერბაიჯანული მხარის მიერ აგენტ-ბანკის მეშვეობით გამოყოფილი საკრედიტო ხაზით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 1%-იანი განაკვეთით, 25 წლის ვადით, პროლონგაციის შესაძლებლობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფინანსირების სრული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ მონაკვეთის პროექტირების, მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის რეალიზაციისთვის, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის. თავისუფალ ფულად სახსრებს წარმოადგენს სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ დანახარჯებს (მიმდინარე, საექსპლუატაციო, კაპიტალურისა და საგადასახადოს ჩათვლით) შორის. ყველა თავისუფალი ფულადი საშუალება მიმართული იქნება კრედიტის დასაფარად, მის სრულ დაფარვამდე. ამ მიზნით, მსესხებელი მონაკვეთის ექსპლუატაციისა და მართვისთვის ცალ-ცალკე ახორციელებს ფინანსურ აღრიცხვას. მხარეები ადასტურებენ, რომ საკრედიტო ხაზის საშუალებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების მომსახურებისა და უზრუნველყოფის ერთადერთი წყარო იქნება მონაკვეთის ექსპლუატაციიდან მიღებული თავისუფალი ფულადი სახსრები. მსესხებელი პასუხისმგებელია მონაკვეთის პროექტირებასა და მშენებლობაზე. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მონაკვეთის ექსპლუატაციას განახორციელებს შპს „საქართველოს რკინიგზა“. მუხლი 6🔗 მხარეები წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადით, პარიტეტის საფუძველზე, ქმნიან საკოორდინაციო საბჭოს წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციასა და მისი დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს საკრედიტო რესურსების გამოყენებაზე კონტროლი ბიუჯეტის დამტკიცების გზით და მისი შესრულება კრედიტის სრულად დაფარვამდე. წინა წლის პირველ დეკემბრამდე ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მსესხებელს უფლება აქვს, გონივრულ ფარგლებში, განაგრძოს ექსპლუატაცია და სახსრების გახარჯვა. საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება წინამდებარე შეთანხმების მხარეთა დელეგირებული წარმომადგენლებისგან, თავის პირველ სხდომაზე, რომელიც უნდა გამართოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, ამტკიცებს დებულებას, რომლის საშუალებითაც განსაზღვრავს საკუთარი საქმიანობის წესებსა და პროცედურებს. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება ყოველკვარტალურად, ან წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი მხარის თხოვნით. საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წინაშე. მუხლი 7🔗 ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიმართ, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წარმოქმნილი დავა, გვარდება დიპლომატიური არხებით კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გამართვის გზით. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაშია კრედიტის სრულ დაფარვამდე. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე. შესრულებულია ქ. თბილისში, 07.02.2007 წელს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)