სს „თელიანი ველის“ მორიგი აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თელიანი ველის“ მორიგი აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველის“ დღის წესრიგი
სს „თელიანი ველის“ (შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2017 წლის 25 მაისს, 15:00 საათზე. საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2016 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორის ანგარიში საზოგადოების 2016 წლის საქმიანობის შესახებ;
3. 2017 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა;
4. საზოგადოების ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის შესახებ;
5. ახლადემიტირებულ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ;
6. დირექტორების მიერ სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში გონივრული სამგზავრო და ჯიბის ფულის ხარჯების კომპენსაციის დამტკიცების შესახებ.
2017 წლის 25 მაისს აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგ“-ის მიერ აუდირებული საზოგადოების 2016 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს დირექტორის ანგარიში საზოგადოების 2016 წლის საქმიანობის შესახებ;
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს 2017 წლისათვის საზოგადოების აუდიტორად შპს „იუაი საქართველო“.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
1. გაიზარდოს საზოგადოების ნებადართული (განცხადებული) სააქციო კაპიტალი 120,000,0000 (ას ოცი მილიონი) აქციით და განისაზღვროს იგი 520,000,000 (ხუთას ოცი მილიონი) აქციით;
2. შევიდეს ცვლილება სს „თელიანი ველის“ წესდებაში და დამტკიცდეს წესდების ახალი რედაქცია შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით: შეიცვალოს წესდების 3.1 და 3.2 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.1 ,,საზოგადოების“ განცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 5,200,000 (ხუთი მილიონ ორასი ათასი) ლარით.
3.2 ,,საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 520,000,000 (ხუთას ოცი მილიონი) ჩვეულებრივ აქციად. ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 (ნული მთელი ერთი მეასედი) ლარს. ,,საზოგადოების“ აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.“
დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
საზოგადოების ნებადართული სააქციო კაპიტალის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოშვებულ აქციებზე გაუქმდეს უპირატესი შესყიდვის უფლება, იმ პირობით, რომ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე, ახლადემიტირებული აქციის საემისიო ფასი არ უნდა იყოს იმ ოდენობაზე ნაკლები, რომელიც უმეტესია გამოშვებისას საზოგადოების აქციის საბალანსო ღირებულებასა და საზოგადოების მიერ აქციათა ბოლო ემისიისას დაფიქსირებულ ერთი აქციის საემისიო ფასს შორის.
დღის წესრიგის მეექვსე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს დირექტორების მიერ სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში გონივრული სამგზავრო და ჯიბის ფულის ხარჯების კომპენსაციის საკითხები.
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა წლიური საერთო კრება გაიმართება მისამართზე: საქართველო, თბილისი, მუხიანის დასახლება, ა. ისააკიანის ჩიხი.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 25 მაისს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 24 აპრილი.
აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2017 წლის 15 მაისს, სს „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
შოთა ხობელია
სს ,,თელიანი ველის“გენერალური დირექტორი