„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.102.016156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 5 მაისი

ქ.თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge;  03/01/2017; 010250050.35.102.016152) დამტკიცებული წესის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 24.  პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულების  სტუდენტების  სწავლების  თანადაფინანსება

1. სწავლის თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი (წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე და ასევე, სხვა სტატუსის მქონე ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების, ქვემოთ მითითებულ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ა) აგრარული მეცნიერებანი:

ა.ა) აგრონომია;

ა.ბ) ვეტერინარია;

ა.გ) მეცხოველეობა;

ა.დ) სასურსათო ტექნოლოგია;

ა.ე) სატყეო საქმე;

ბ) ბიზნესის ადმინისტრირება:

ბ.ა) საბუღალტრო აღრიცხვა;

გ) განათლება:

გ.ა) განათლების მეცნიერებები;

გ.ბ) მასწავლებლის განათლება;

დ) ინჟინერია:

დ.ა) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;

დ.ბ) მშენებლობა;

დ.გ) ტრანსპორტი;

დ.დ) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;

დ.ე) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;

დ.ვ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;

დ.ზ) მასალათმცოდნეობა;

დ.თ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება;

დ.ი) აგროინჟინერია;

ე) ხელოვნება:

ე.ა) დიზაინი;

ე.ბ) სამუსიკო ხელოვნება;

ე.გ) სახვითი ხელოვნება;

ე.დ) ქორეოგრაფიული ხელოვნება;

ვ) ჯანდაცვა:

ვ.ა) მედიცინა;

ვ.ბ) სტომატოლოგია; 

ვ.გ) ფარმაცია;

ვ.დ) საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი);

ვ.ე) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია.

2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ცნობა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

ე)  ანგარიშფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;

ვ)  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2017.
როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.05.2017. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.102.016156.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 05.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3659375/