„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019943
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2017 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2014, 010240030.10.003.017718) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი:

ა) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მმართველობას განეკუთვნება;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს,  მოადგილეებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

დ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების მეშვეობით, წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;

ე) საქართველოს მთავრობის სახელით ხელს აწერს ევროკავშირის დახმარების პროგრამებთან დაკავშირებულ საფინანსო (საგრანტო) დოკუმენტაციას (ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი), გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

ზ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;

თ) კანონით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

ი) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

4. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2017.
როდის იქნა მიღებული „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №234. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019943.
რამდენი მუხლისგან შედგება „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №234, 05.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019943 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3659770/