`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №544
2004 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 31. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) მინისტრის მოადგილე.
მუხლი 32. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ე) სამინისტროს სამმართველოს უფროსი;
ვ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
თ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ი) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
კ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 33. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
ბ) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ე) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ვ) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
თ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი;
კ) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე.
მუხლი 34. უმცროსი საჯარო თანამდებობა:
ა) სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ბ) სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;
გ) სამინისტროს თანამშრომელი;
დ) სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი.”.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2004.
- როდის იქნა მიღებული „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 29.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №544. სარეგისტრაციო კოდი — 010.230.000.08.002.003.
- სად არის „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“, №544, 29.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36598/