,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2017 წლის 5 მაისი ქ. ზუგდიდი |
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. საორგანიზაციო განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
ბ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;
გ)მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამისი სამსახურისათვის;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას და საჭირო პროცედურების განხორციელებას;
ე) გამგეობის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ;
ვ) გამგეობის მიერ შემსრულებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების აღრიცხვას და ინფორმაციული ბაზის შედგენას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. არქიტექტურის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას;
დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;
ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან;
ვ) მშენებლობის მონაწილეებზე წერილობით შეტყობინებებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ზ) მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვას, როდესაც ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
თ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს:
თ.ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმების და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
თ.ბ) სამსახურის მიწერილობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;
მ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას;
ნ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (სოფლებში) ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებას და რეკომენდაციების მომზადებას;
ო) ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას საკრებულოში წარსადგენად;
პ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას;
ჟ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
რ) მშენებლობის, დემონტაჟის და რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დადგენას;
ს) სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობას;
ტ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.05.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.35.105.016315.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №27, 05.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.105.016315 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3660304/