შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2008
ძალაში შესვლა 21.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480210000.03.030.000692
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/04/2008
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2008 მიღება
21.03.2008 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 20 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (მხოლოდ ოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით). მუხლი 2🔗 ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს ქვეყნის მთავრობას შორის შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რომელთა კონკრეტული საკითხები განხილული და შეთანხმებული იქნება მხარეების მიერ. მუხლი 3🔗 აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭიროა საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის. მუხლი 4🔗 ხელშეკრულება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ხელმოწერილია თბილისში, 2008 წლის 21 მარტს, ორ ეგზემპლარად, ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი. სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ხელმოწერილია)