საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი

მიღების თარიღი 11.04.2008
ძალაში შესვლა 04.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000712
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/12/2008
matsne.gov.ge 553 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2008 მიღება
04.02.2009 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი 2007 წლის 10 ოქტომბერს დადებულ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „სამხედრო გრანტის შესახებ“ შეთანხმებაზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი) შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I მიზანი ოქმის მიზანია, 2007 წლის 10 ოქტომბერს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „სამხედრო გრანტის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისათვის 2007 წლის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების განსაზღვრა. მუხლი II მოცულობა წინამდებარე ოქმი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს. მუხლი III 2007 წლის პროექტები ლოგისტიკის დარგში 1. 2007 წლის 10 ოქტომბერს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „სამხედრო გრანტის შესახებ“ შეთანხმების თანახმად, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2.550.000 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემა. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული თანხის ფარგლებში, გადაეცემა აღჭურვილობა შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: ა. თავდაცვის აკადემიისთვის მატერიალური აღჭურვილობის შეძენა; ბ. სპეციალური დანიშნულების ნაწილის აღჭურვა; გ. მარნეულის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაცია; დ. სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობისათვის აღჭურვილობის შეძენა; ე. გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკის უზრუნველყოფის ბატალიონის აღჭურვა; ვ. საინჟინრო ბატალიონისათვის აღჭურვილობების შეძენა; ზ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაზრდა. მუხლი IV ძირითადი პრინციპები 1. პროექტების განხორციელების მიზნით შესაძენი აღჭურვილობის სახეები და რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე. 2. შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ ძირითად აღჭურვილობას თურქეთში შეიძენს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი. 3. ეს თანხა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ გამოიყენება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისათვის და ფართი მოხმარების საქონლის შესაძენად. ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებები განეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას. 4. გადაცემული აღჭურვილობა გამოიყენება მხოლოდ პროექტის მიზნებისათვის და არ მოხდება მისი სხვა მიზნებისათვის გამოყენება. გადაცემული იარაღის და აღჭურვილობის მესამე ქვეყნისათვის, სხვა დაწესებულებისა ან სხვა ორგანიზაციისათვის გადაცემა და აღნიშნული ქონების გასხვისება მოხდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თანხმობის საფუძველზე. 5. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაზე გაცემული აღჭურვილობა გამოიყენება თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული ქვედანაყოფებისათვის. 6. ქართულ საბაჟოებზე განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურები, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ პროცედურებისათვის თურქეთის რესპუბლიკას არ ეკისრება არანაირი ფინანსური ვალდებულება. 7. გადაცემული აღჭურვილობა საქართველოს მიერ გათავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან. 8. ქართული მხარე პასუხისმგებელია უზრუნველყოს სამხედრო გრანტის ფარგლებში მიღებული მთელი აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება და გამართულ მდგომარეობაში მოყვანა. მუხლი V ცვლილებები და გადასინჯვა წინამდებარე ოქმში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ოქმები ძალში შევა წინამდებარე ოქმის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მუხლი VI ტექსტი და ხელმოწერა 1. ეს ოქმი ეფუძნება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „სამხედრო გრანტის შესახებ“ 2007 წლის 10 ოქტომბერს დადებულ შეთანხმებას. 2. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. 3. შესრულებულია 2008 წლის ............., ქალაქ ანკარაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ხელმოწერა: (ხელმოწერილია) სახელი, გვარი პოლკოვნიკი თეიმურაზ ზავრაშვილი თანამდებობა: საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის სახელით ხელმოწერა: (ხელმოწერილია) სახელი, გვარი გენ. მაიორი ზაფერ ჩამლიჯა თანამდებობა: გენ. შტაბის ლოგ. სამმართველოს უფროსი