⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.05.2017
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №896
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2017 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
N კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №896 2017 წლის 10 მაისი ქ. თბილისი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 დევნილთა საკითხების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, აქედან 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint – კარგი ცოდნა; 3. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროასის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; ე) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის  №382 ბრძანება; ვ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013  წლის 16 ივლისის  №287 ბრძანება. დანართი №2 გასაუბრების შეფასების ფორმა N1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 -– საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _____________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            ________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:_______________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):____________________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა N2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:        _____________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):________________________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი N4 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________ N კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________