სს თბილისის №4-ე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს განცხადება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში საერთო კრების ჩატარებაზე განცხადების საჯარო გამოცხადების შესახებ
2017 წლის 23 მაისს, დღის 12 საათზე, სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში შედგება აქციონერთა საერთო კრება.
კრება შედგება სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე კახეთის გზატკეცილის 51-ე კილომეტრზე.
კრებას უნდა დაესწროს აქციონერთა მთლიანი შემადგენლობა.
კრებაზე განსახილველი საკითხებია :
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ: შემადგენლობის რაოდენობის განსაზღვრის, საბჭოს შემადგენლობაში კანდიდატ წევრთა შერჩევის და საბჭოს შემადგენლობის არჩევის შესახებ.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოების წესდებაში მუხლების დამატებისა და პუნქტების ცვლილების შეტანის შესახებ.
კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ და ს/ს 1996 წელს დამტკიცებული წესდების 6.1., 6.2., 6..3. მუხლების და 6.5.6. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო
საწარმოს დირექტორი დემურ ქორჩილავა
10 მაისი 2017 წელი