ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული შესახვევებისთვის, ჩიხებისთვის და გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№142
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №142

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული შესახვევებისთვის, ჩიხებისა და გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს ძველი ვეძისის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს ნენავის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ სამ ჩიხს და გასასვლელს მიენიჭოს მთის კალთის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

დ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილი