სს „ბანკი რესპუბლიკას“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №417

2017 წლის 8 მაისი

ქ.თბილისი

სს „ბანკ რესპუბლიკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის  №52/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის  №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „ბანკ რესპუბლიკას“გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის 1992 წლის 04 თებერვლის  №5 ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „ბანკ რესპუბლიკისათვის“ ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტმა დახუროს სს „ბანკ რესპუბლიკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები. სს „ბანკ რესპუბლიკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები ჩარიცხოს სს „თიბისი ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე, ხოლო მინიმალური რეზერვების, სადეპოზიტო და საკორესპონდენტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები ასახოს სს „თიბისი ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშზე.

4. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით სს „თიბისი ბანკს“ შეუნარჩუნდეს სს „ბანკ რესპუბლიკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში მონაწილის კოდი სს „თიბისი ბანკის დროებითი კოდის“ სახელწოდების ქვეშ. სს „თიბისი ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია ჩარიცხვების განხორციელება.

5. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით სს „ბანკი რესპუბლიკისთვის“ მინიჭებული (RTGS) სისტემაში მონაწილის კოდი და IBAN კოდი გამოიყენოს სს „თიბისი ბანკმა“.

6. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ სს „თიბისი ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – TBCBGE22.

7. გაუქმდეს სს „ბანკ რესპუბლიკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).

8. სს „თიბისი ბანკზე“, როგორც სს ,,ბანკ რესპუბლიკის“ სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე პირზე, უცვლელად გადავიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებები.

9. სს „ბანკმა რესპუბლიკამ“ სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

10. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

11. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

12. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

მურთაზ კიკორია