კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №70/04
სარეგისტრაციო კოდი 220010070.18.011.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 832 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ლიკვიდობა
ბანკის უნარი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე დააფინანსოს აქტივების ზრდა და დაფაროს ვალდებულებები მათი დაფარვის ვადის დადგომისას
მუხლი 2
მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები
აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე
მუხლი 2
თავისუფალი აქტივები
აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და ბანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა
მუხლი 2
დისკონტი
აქტივის ნომინალური ღირებულების პროცენტული შემცირება   ლიკვიდურ აქტივებში მისი ასახვის დროს, რაც დაკავშირებულია საბაზრო ფასების მერყეობასა და მის მოსალოდნელ გაუფასურებასთან
მუხლი 2
მთლიანი წმინდა ფულადი გადინება
მთლიან მოსალოდნელ ფულად გადინებას გამოკლებული მთლიანი მოსალოდნელი ფულადი შემოდინება ამ დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლიდან მომდევნო 30-დღიან პერიოდში, ფინანსური სტრესის გათვალისწინებით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 22.04.2019 კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 24.04.2019 სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 02.09.2024 სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 88% 04.01.2018 საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 12.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №70/04 2017 წლის 15 მაისი ქ. თბილისი კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დანერგვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 21-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულებით (შემდგომში – დებულება) დგინდება ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის  მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის და უცხოეთის ბანკის ფილიალისთვის (შემდგომში – ბანკი). 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხების მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის (The Basel Committee on Banking Supervision) ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და შეათანხმოს ეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისათვის დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ლიკვიდობა – ბანკის უნარი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე დააფინანსოს აქტივების ზრდა და დაფაროს ვალდებულებები მათი დაფარვის ვადის დადგომისას; ბ) მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე; გ) თავისუფალი აქტივები – აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და ბანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა; დ) დისკონტი – აქტივის ნომინალური ღირებულების პროცენტული შემცირება   ლიკვიდურ აქტივებში მისი ასახვის დროს, რაც დაკავშირებულია საბაზრო ფასების მერყეობასა და მის მოსალოდნელ გაუფასურებასთან; ე) მთლიანი წმინდა ფულადი გადინება –   მთლიან მოსალოდნელ ფულად გადინებას გამოკლებული მთლიანი მოსალოდნელი ფულადი შემოდინება ამ დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლიდან მომდევნო 30-დღიან პერიოდში, ფინანსური სტრესის გათვალისწინებით. თავი II. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტების მოთხოვნები მუხლი 3🔗. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი 1. ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი დაითვლება როგორც მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების შეფარდება მთლიან წმინდა ფულად გადინებასთან. 2. ბანკი უნდა ფლობდეს ლიკვიდურ აქტივებს, რომელიც საკმარისი იქნება ფინანსური სტრესის დროს მთლიანი წმინდა ფულადი გადინების გადასაფარად. ამისთვის, საჭიროა ბანკმა შეინარჩუნოს ადეკვატური ლიკვიდობის მარაგი, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკს გაუმკლავდეს მოსალოდნელ სხვაობას ლიკვიდური სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის 30-დღიან სტრესულ პირობებში. 3. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, რადგან მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი განკუთვნილია მოსალოდნელ ფინანსურ სტრესთან გასამკლავებლად. ამასთან, ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ცალკე უცხოურ ვალუტაში არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 75%-ზე ნაკლები.  4. ფინანსური სტრესის პირობებში ბანკს შეუძლია გამოიყენოს მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები, და შესაბამისად, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ჩამოცდეს 100%-ს. მუხლი 4🔗.  მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი 1. მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი შედგება პირველი და მეორე დონის აქტივებისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს ისეთი თავისუფალი ლიკვიდური აქტივები, რომლებსაც ბანკი ფლობს ფინანსური სტრესის პერიოდის პირველ დღეს, მიუხედავად მათი ვადიანობისა. ბანკს უფლება აქვს, ფლობდეს პირველი დონის ლიკვიდური აქტივების შეუზღუდავ მოცულობას და ისინი არ ექვემდებარება ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დისკონტს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დონის ლიკვიდური აქტივები შეიძლება მიეკუთვნებოდნენ მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებს, ისინი არ უნდა აღემატებოდეს ჯამურად მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების 40%-ს დისკონტის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. მთლიანი წმინდა გადინება 1. მთლიანი მოსალოდნელი ფულადი გადინება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საბალანსო და ბალანსგარეშე  ვალდებულებებს და გამოითვლება არსებული ნაშთების გამრავლებით იმ განაკვეთებზე, რომლებითაც მოსალოდნელია მათი გადინება ფინანსური სტრესის დროს. 2. მთლიანი მოსალოდნელი ფულადი შემოდინება გამოითვლება სხვადასხვა კატეგორიის ხელშეკრულებით მისაღები  ნაშთების გამრავლებით იმ განაკვეთებზე, რომლითაც მოსალოდნელია მოხდეს მათი შემოდინება ფინანსური სტრესის დროს. 3. მოსალოდნელი ფულადი შემოდინებების დათვლისას ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოდინებები  მხოლოდ სტანდარტულად კლასიფიცირებული აქტივებიდან, რომელთა რეკლასიფიკაცია არაა მოსალოდნელი მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 4. ლიკვიდობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ბანკის მხრიდან მხოლოდ მოსალოდნელ შემოდინებებზე დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით და მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების საკმარისი მარაგის უზრუნველსაყოფად, შემოდინებები, რომლებიც აკომპენსირებენ გადინებებს, უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი მოსალოდნელი ფულადი გადინების 75%-ს. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ბანკის მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები უნდა შეადგენდეს მთლიანი ფულადი გადინების მინიმუმ 25%-ს. 5. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გაანგარიშებისას ბანკმა არ უნდა გააორმაგოს მასში შემავალი ელემენტები. თუ აქტივი მიეკუთვნება მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგს (მრიცხველს), მაშინ, მასთან დაკავშირებული ფულადი შემოდინებები არ შეიძლება ჩაითვალოს ფულად შემოდინებებში (მნიშვნელის ნაწილში). ისეთ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია, რომ ელემენტი ჩაითვალოს  გადინების რამდენიმე კატეგორიაში, ასეთ პროდუქტებზე ბანკმა უნდა ივარაუდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური გადინება. მუხლი 6🔗. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის  გამოთვლა 1. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი გამოითვლება და გამოიყენება ყოველი დღისთვის. ყოველი დღის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა. თუ ბანკი ელოდება კოეფიციენტის დაცემას 100%-ზე დაბლა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. 2. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში. 3. ლიკვიდური აქტივების შემადგენლობას, მათზე დაწესებულ ლიმიტებს, დისკონტის მოცულობებს, ფინანსური სტრესის პირობებში შემოდინებისა და გადინების განაკვეთებსა და ლიმიტებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს, რომელიც გამოირჩევა საერთო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების, არარეზიდენტი პირების დეპოზიტების, მიმდინარე ანგარიშების ან/და სხვა ვალდებულებების მაღალი კონცენტრაციით, ინდივიდუალურად განუსაზღვროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  მაჩვენებლები. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტულ ინფორმაციას და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შესავსები ანგარიშგებების ფორმებს ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.