საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №788
2017 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცეს წინასწარი თანხმობა, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV 30200000) და საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების (CPV 48800000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი