„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება №3 |
|
2017 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი
1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სისხლის სამართლის მიმართულებით არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“.
3. შეფასების კრიტერიუმები:
ა) განათლება/კვალიფიკაცია;
ბ) სამუშაო გამოცდილება;
გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დ) პროფესიული უნარები.“.
2. 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაილური სისტემის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
დ) აკადემიური წერის კარგად ჩამოყალიბებული უნარები;
ე) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.
2. საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.05.2017. მიმღები ორგანო — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.62.074.016020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №3, 15.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3665871/