„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ინტერპლასტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის №2218 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№849
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №849

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ინტერპლასტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის №2218 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ინტერპლასტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის №2218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამავე პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შპს „ინტერპლასტის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის (საქმე №2/13424-11) გადაწყვეტილებით (და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2013 წლის 21 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლით) ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ამავე უძრავი ქონების სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებაზე სს „ბანკი ქართუს“ გირავნობის უფლების რეგისტრაცია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი