შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №820
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ (ს/ნ: №404904458) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: №404923785).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 25.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №820. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023677.
- სად არის „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №820, 25.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023677 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3666388/