პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №826
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023669
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2017
matsne.gov.ge 1,473 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 01.06.2015 ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 02.06.2016 შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 01.07.2016 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 28.04.2017 სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 29.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.MsoPlaceholderText {color:gray;} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №826 2017 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ 1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2017 წლის მაის-სექტემბერში სოფელ ანაკლიისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შაორის ტბის მიმდებარე (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიებზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ. 2. პროგრამა „მომავლის ბანაკის“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, სოფელ ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ჩატარების ადგილებზე (სოფელი ანაკლია და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია) განახორციელოს: ა) ბანაკების უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში, ბანაკების ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და, საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით; ბ) ბანაკების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება მთლიანი მარშრუტის მანძილზე, საპატრულო ეკიპაჟის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხლებით, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ჩატარების ადგილებამდე (სოფელი ანაკლია და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია) და უკან; ბ) პროგრამის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სოფელ ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარედ არსებული ბანაკების ტერიტორიებზე მდებარე „მომავლის ბანაკის“ შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მათი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, აგრეთვე სოფელ ანაკლიის ბანაკის ტერიტორიაზე შესაბამისი ზომების მიღება წყალზე ადამიანთა სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის; გ) ადამიანთა სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის სოფელ ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბანაკების ბენეფიციარებისათვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარება ყოველი ნაკადისათვის; დ) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროექტ „ნორჩ მაშველთა კლუბის“ ფარგლებში 28 ბენეფიციარის (ბელორუსიისა და აზერბაიჯანის პროფილური ბანაკები – 7-7 ბენეფიციარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა შვილები – 7 ბენეფიციარი, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი პროექტის – „ნორჩ მაშველთა კლუბის“ 7 ბენეფიციარი) კანდიდატურის წარდგენა და მათ შესახებ სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: დ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დასახელება; დ.ბ) სკოლის დასახელება; დ.გ) ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; დ.დ) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; დ.ე) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; დ.ვ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ.ზ) წარდგენილი კანდიდატის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა; დ.თ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ.ი) შერჩეული კანდიდატის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა; ე) კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა გამოყოფა პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ჩატარების ადგილებზე (სოფელი ანაკლია და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია) მორიგეობის მიზნით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის (შემდგომში − რესურსცენტრი) წარდგენილი კანდიდატებიდან (თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან არაუმეტეს ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატისა) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკისთვის პროგრამის მონაწილეთა არაუმეტეს 1744 კანდიდატის (14-18 წლის ასაკის როგორც ძირითად, ისე სარეზერვო კანდიდატთა სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) წარდგენა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთათვის, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით); ბ) წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) შესაბამისი დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100ა; ბ.თ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) რესურსცენტრების ინფორმირებულობა და „მომავლის ბანაკის“ სათანადოდ ჩატარების მიზნით მათთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა; დ) შერჩეული ძირითადი კანდიდატის არწასვლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი რესურსცენტრისათვის წარდგენილი იმავე სქესის სარეზერვო კანდიდატის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა და აღნიშნულისათვის რესურსცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა; ე) საქართველოს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინფორმირება, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ბენეფიაციართა რეგისტრაციის გავლის წესისა და პროცედურების შესახებ; ვ) 2017 წლის მაის-სექტემბრის ჩათვლით სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ყველა მონაწილეთა ტრანსპორტირება სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ წარდგენილი მარშრუტების შესაბამისად. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებიდან (14-18 წლის ასაკის) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ არაუმეტეს 50 ბენეფიციარის კანდიდატურის შერჩევა; ბ) წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) შესაბამისი დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100ა; ბ.თ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სოფელ ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბანაკებისთვის პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების პერიოდში (მაის-სექტემბრის ჩათვლით) 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის (პიკაპი) გამოყოფა. 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა (არა უმეტეს უცხოეთში მცხოვრები 144, 14-18 წლის ასაკის თანამემამულისა, სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) და კოორდინაციის მიზნით, ბენეფიციართა ინფორმირება ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ტრანსპორტირების საკითხებზე; ბ) წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დასახელება; ბ.ბ) სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) დიასპორული ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; ბ.თ) წარდგენილი კანდიდატის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა; ბ.ი) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უზრუნველყოს: ა) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების (14-18 წლის ასაკის) წარდგენა (არაუმეტეს 50 პირისა); ბ) წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) შესაბამისი დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100ა; ბ.თ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შერჩეული კანდიდატის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა. 9. სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში შერჩეული 288 ბენეფიციარის (სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) ტრანსპორტირება სოფელ ანაკლიაში არსებულ ბანაკამდე და უკან მიმართულებით. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (ს/ნ: 412670097) მეშვეობით სოფელ ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, დასაშვები ნორმების ფარგლებში, წყლის ხარისხის კონტროლი (მათ შორის, შიდა ქსელზე) და წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა (გარდა შიდა ქსელისა). 11. ეთხოვოთ ზუგდიდისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ბანაკების ტერიტორიებზე სანაგვე ურნების განთავსება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკების მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება. პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი