9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №838
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023640
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ღონისძიების დასახელება | ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება |
| ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების გამართვა | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები |
| საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასატარებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
pre { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.HTMLPreformattedChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt .75in 62.95pt 40.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №838
2017 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
9 მაისის − ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული 9 მაისის − ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში − სამოქმედო გეგმა).
2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების ადმინისტრაციებს, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარება ან/და მათში მონაწილეობის მიღება სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა (შემდგომში − სამსახური) და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად.
3. ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაწესდეს ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 600 ლარისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრთათვის 300 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა), ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ამ განკარგულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული სიის საფუძველზე. სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების შედარებას სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ბაზასთან, 2017 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზნით. სამსახურის მონაცემთა ბაზის სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შედარების შედეგები ფულადი დახმარების გაცემამდე დაუყოვნებლივ ეცნობოს სამსახურს.
5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება (გარდა
ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 02 02) ასიგნებიდან.
6. სამსახურმა არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა:
ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების სახელობითი მონაცემები;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მონაცემები
ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების შესახებ.
7. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უზრუნველყოს ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის 600 ლარის და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის 300 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა.
8. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაშუქება.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
9 მაისის − ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა
ღონისძიების დასახელება
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი
უწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვეტერანების მიღება და უზრუნველყოფა ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ
−
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებების უზრუნველყოფა ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრით
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ
−
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
−
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარების ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო
−
დანარჩენი ბენეფიციარების ნაწილში,
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
უცნობი ჯარისკაცის საფლავის, საძმო სასაფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში
−
სახელმწიფო რწმუნებულები
−
გუბერნატორები
ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების გამართვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში
−
სახელმწიფო რწმუნებულები
−
გუბერნატორები
საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის ტერიტორიაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მობილიზება;
ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ
−
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო