საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №915
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ღონისძიების დასახელება | ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება |
| საზეიმო ღონისძიების სარეკლამო კამპანიისა და დიზაინის უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საზეიმო ღონისძიებებისთვის სოციალური მედიის კამპანიის უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| სარეკლამო კამპანიის სატელევიზიო და სოციალურ ქსელში განთავსება | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| ოფიციალური მიღების ორგანიზების უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საორგანიზაციო ჯგუფი/ ივენთკომპანიის მომსახურება | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საზეიმო ღონისძიებების გადაღება/ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება | სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი |
| საორგანიზაციო ჯგუფის რაციებით უზრუნველყოფა; ხალხმრავალ ადგილებში წესრიგის უზრუნველყოფა | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
| რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვა | ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
| მცხეთაში – ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული კონცერტის უზრუნველყოფა; საბავშვო სივრცის მოწყობა; | შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
| თბილისში - შემეცნებით/გასართობი სივრცის მოწყობა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
| თბილისში – რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის უზრუნველყოფა | სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო |
| საქართველოში გზავნილი ამანათებისათვის დამოუკიდებლობის დღის თემატიკის სტიკერების უზრუნველყოფა | შპს „საქართველოს ფოსტა“ |
| ფოთში – საინფორმაციო სივრცის მოწყობა თბილისში – ეროვნულ მუზეუმში გამოფენის ორგანიზება | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო |
| გორში – ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის თემატიკაზე საინფორმაციო-გასართობი ზონის მოწყობა | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწულუკუს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №915
2017 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
2. ეთხოვოთ სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის
– 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა
ღონისძიების დასახელება
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება
საზეიმო ღონისძიებისათვის საჭირო ბეჭდვითი მომსახურებების (მოწვეული სტუმრებისათვის საშვების, ღონისძიების ოფიციალური პროგრამის, სტიკერების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლის ტექსტის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და მოსაწვევების (კონვერტებით) დამზადება და ა. შ.) შეძენა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საზეიმო ღონისძიების სარეკლამო კამპანიისა და დიზაინის უზრუნველყოფა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საზეიმო ღონისძიებებისთვის სოციალური მედიის კამპანიის უზრუნველყოფა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
სარეკლამო კამპანიის სატელევიზიო და სოციალურ ქსელში განთავსება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ოფიციალური მიღების ორგანიზების უზრუნველყოფა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საორგანიზაციო ჯგუფი/ ივენთკომპანიის მომსახურება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საზეიმო ღონისძიებების გადაღება/ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე. გახმოვანების უზრუნველყოფა; თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის აწყობა; სცენის შეფუთვა; ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გამოფენა; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურება; ფიცის ცერემონიალზე მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თელავში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯავშანტექნიკის და საპატრულო მანქანების წარმოდგენა; სამახსოვრო ფოტოსტენდების წარმოდგენა; იმიტირებული ქალაქის დახაზვა, ახალგაზრდებისთვის ველოსიპედის საგამოცდო მოედნის მოწყობა და ველოსიპედებით უზრუნველყოფა, ბავშვთა მართვის მოწმობის გამცემი იმიტირებული პუნქტისა და იმიტირებული-სპორტული ავტოდრომის მოწყობა; სახანძრო მანქანის, ტექნიკისა და სამახსოვრო ფოტოსტენდის წარმოდგენა, საცოცი კედლისა და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა; დაცული სახლის შოურუმის, ეკომოპედის, ეკომობილისა და დაკავების მანქანის წარმოდგენა; ,,მომავლის სახლის“ წარმოდგენა (სსიპ– ,,112“-ის შენობის მსგავსად); ვირტუალური ტირის; შსს არქივისთვის დოკუმენტური ფილმების გასაშვებად კინოთეატრის მოწყობა რეტროსტილში; პირობით ,,საზღვართან“ 2 ერთეული კვადროციკლის წარმოდგენა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საორგანიზაციო ჯგუფის რაციებით უზრუნველყოფა; ხალხმრავალ ადგილებში წესრიგის უზრუნველყოფა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოზურგეთში – საინფორმაციო, საბავშვო/გასართობი სივრცის მოწყობა; მონიტორით უზრუნველყოფა. 1961 წელს შექმნილი დოკუმენტური ფილმის „რუსთაველის გმირები ილუსტრაციებში“ ჩვენების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაშის ორგანიზების უზრუნველყოფა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მცხეთაში – ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული კონცერტის უზრუნველყოფა; საბავშვო სივრცის მოწყობა;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ფოთში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდების კონცერტების უზრუნველყოფა, პროფესიული სასწავლებლების პერფორმანსები; შემეცნებით გასართობი სივრცის უზრუნველყოფა – ილიას უნივერსიტეტი, პროექტი „Study in Georgia“ –უცხოენოვანი პროგრამების პრეზენტაცია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
თბილისში - შემეცნებით/გასართობი სივრცის მოწყობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
თბილისში – ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით დეკორაციების მოწყობა – სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო კუთხის მოწყობა, საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მცხეთაში – ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით დეკორაციების მოწყობა – სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო კუთხის მოწყობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქალაქის გაფორმება დროშებითა და ბანერებით (შენობების ფასადების და დროებითი სამშენებლო ღობეების, საბანერე კონსტრუქციების); ქალაქის მეტრო-სადგურების სარეკლამო ფარების გაფორმება, თბილისის ანძის საზეიმოდ განათება; შუშის ხიდის საქართველოს დროშის ფერებში განათება; ღონისძიების ლოკაციის დასუფთავებით უზრუნველყოფა; ჯებირებითა და დენის წყაროებით უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე დაცვის და სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფების მობილიზება; თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე ბიოტუალეტების დაყენება; ვარდების მოედანზე სასცენო კონსტრუქციების აგება-შეფუთვა; დღის კონცერტის სასცენო კონსტრუქციებით უზრუნველყოფა. გახმოვანების, განათების აპარატურის უზრუნველყოფა; ლედ-მონიტორების უზრუნველყოფა; ღონისძიების პროგრამის სრულყოფილად უზრუნველყოფა 12:00 სთ-დან-23:00 სთ-მდე; ე. წ. უკანა ხაზის უზრუნველყოფა; ვარდების მოედანზე, 21:00 სთ-დან საზეიმო კონცერტი და ფოიერვერკი; მოძრაობის თეატრის მინიწარმოდგენების უზრუნველყოფა; თემატური ფოტოგამოფენის მოწყობა; „ვეფხისტყაოსნის“ და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის შესყიდვა და დარიგება; რუსთაველის გამზირზე 33 ერთეული კონსტრუქციის მონტაჟი – ინსტალაცია „ანბანი“; რუსთაველის გამზირზე 1 ერთეული კონსტრუქციის მონტაჟი
– უცხოენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების მაკეტი; რუსთაველის გამზირზე თემატური ფოტოგადაღების კუთხის მოწყობა; რუსთაველის გამზირზე საბავშვო სივრცის მოწყობა
– „არქეოლოგია ბავშვებისთვის“; რუსთაველის გამზირზე ნახატების აუქციონის მოწყობა ცნობილი მხატვრების მიერ ადგილზე შესრულებულ ნამუშევრებზე; რუსთაველის გამზირზე პანტომიმის თეატრის ცოცხალი ქანდაკებები
– "ვეფხისტყაოსნის გმირები";
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ქუთაისში – დღის ღონისძიების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისათვის და მიმდებარე ტერიტორიის დეკორაციის მოწყობა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
ამბროლაურში – საბავშვო სივრცის მოწყობა – კუბებითა და სხვადასხვა სახის ნივთებით ხიდებისა და გზების მშენებლობის მოწყობა; მუსიკალური გაფორმება და სხვ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ზუგდიდში – საბავშვო სივრცის მოწყობა – ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია; ყვავილებისა და ნერგების კუთხის მოწყობა; ხელოვნური შადრევანი; სეპარაციის ურნებით უზრუნველყოფა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
თბილისში
მიჯნურთა ხეივნის მოწყობა – მიჯნურების ხელისმოწერისა და ფიცის დადების იმიტირებული ცერემონიალი;
რაინდობის ხეივნის მოწყობა;
მეგობრობის ხეივნის მოწყობა;
ქვიშაზე ხატვა – ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება;
LED ეკრანი – ქვიშაზე ხატვის სანახავად;
„ქაჯეთის ციხის“ კონსტრუქციისა და საბავშვო სივრცის მოწყობა – ბავშვებს საშუალება ექნებათ გამართონ საბრძოლო და სხვადასხვა გასართობი თამაშები (ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების პაზლების აწყობა) ინსტრუქტორის დახმარებით;
დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით – სტუმრებს საშუალება ექნებათ, გადაიღონ ფოტოები და იხილონ მიმების წარმოდგენა;
სტუმრების მისაღები სივრცე – გაფორმებული იშვიათი სახეობების მცენარეებით – ასახული იქნება ვეფხისტყაოსნის თემატიკის სინთეზი გარემოსთან, განთავსდება სკამები და მაგიდები, სტუმრებს ანიმატორები გაუმასპინძლდებიან სხვადასხვა ტკბილეულით;
იშვიათი სახეობის მცენარეებით
თამარის („თამარს ვაქებდით მეფესა“) ხიდი ;
ინოვაცია-ვირტუალური რეალობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
ვირტუალურად (სათვალეებით) მოგზაურობა.
მუსიკალური გაფორმება;
განათების უზრუნველყოფა;
მუსიკალური გაფორმებისთვის აპარატურით უზრუნველყოფა;
მწვანე მოლით სივრცეების გაფორმება;
სხვადასხვა შესაფუთი კონსტრუქცია (ბანერები);
ანიმატორების, მხატვრების (ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების გამოსახულებების სახეზე და ტილოზე ხატვა) მომსახურება გასართობ სივრცეებში;
წითელი ნუსხის სახეობის ცხოველთა პოსტერები ანტიბრაკონიერული თემატიკის ფარგლებში;
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება (გადაზიდვა);
დემონტაჟი, მონტაჟი (ტექნიკური პერსონალი);
სივრცეების თემატიკის, განლაგებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი მანიშნებლები; ანიმატორთა ფორმები, ქვიშა, ბუკლეტები, ვიდეო-რგოლის დამზადება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გამოყოფილ კუთხეებში სხვადასხვა სპორტული მოედნებისა და აქტივობების მოწყობა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ახალციხეში – მე-12 საუკუნის ეპოქის გაცოცხლება, გამოფენებისა და საბავშვო გასართობი სივრცეების უზრუნველყოფა.
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
თბილისში – რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტის უზრუნველყოფა; დახლებისა და კონსტრუქციების უზრუნველყოფა; დიზაინის უზრუნველყოფა.
სსიპ – აწარმოე საქართველოში
თბილისში – რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის უზრუნველყოფა
სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების თემატური ვიზუალებით მორთვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აქტივობების უზრუნველყოფა
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“
საქართველოში გზავნილი ამანათებისათვის დამოუკიდებლობის დღის თემატიკის სტიკერების უზრუნველყოფა
შპს „საქართველოს ფოსტა“
ღონისძიების ფარგლებში გასართობ-შემეცნებითი ღონიძიების ორგანიზება მგზავრებისთვის, თემატური დაბრენდილი სიმბოლური სუვენირების უზრუნველყოფა მგზავრებისათვის
სს „საქართველოს რკინიგზა“
ფოთში – საინფორმაციო სივრცის მოწყობა
თბილისში – ეროვნულ მუზეუმში გამოფენის ორგანიზება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გორში – ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის თემატიკაზე საინფორმაციო-გასართობი ზონის მოწყობა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ზუგდიდში - საინფორმაციო, საბავშვო გასართობის სივრცის მოწყობა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქალაქებში: ზუგდიდი, ფოთი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, ქუთაისი, ამბროლაური – საზეიმო კონცერტებითა და ფოიერვერკით უზრუნველყოფა. სცენებით, ტექნიკური აპარატურითა და კულტურული პროგრამით უზრუნველყოფა
შესაბამისი მუნიციპალიტეტები
„ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე პილონების განთავსება; სამი არტკაფეს დეკორაციითა და კულტურული პროგრამით უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირზე ერთი სცენის, გახმოვანებისა და კულტურული პროგრამის უზრუნველყოფა; „პიანინოების“ პროექტის უზრუნველყოფა; საქართველოს მუზეუმებსა და რუსთაველის გამზირზე თემატური გამოფენების უზრუნველყოფა; „ვეფხისტყაოსნის“ სახალხო გადაწერის ორგანიზების უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირზე მონიტორის უზრუნველყოფა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუნიციპალიტეტებისთვის ( ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ოზურგეთის, ქ. გორის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის, ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტები), მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქუჩებისა და საკონცერტო სცენების მორთვა-გაფორმების მიზნით, დროშებისა და ბანერების შესყიდვისა და მონტაჟის უზრუნველყოფა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო