შეთანხმება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და სხვა საშიშ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2004
ძალაში შესვლა 25.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 130070000.02.109.000509
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/09/2004
matsne.gov.ge 1,556 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2004 მიღება
25.08.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და სხვა საშიშ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების თანამშრომლობის შესახებ შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და სხვა საშიშ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების თანამშრომლობის შესახებ სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობები, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა განავითარონ 2001 წლის 7 ივნისს იალტაში ხელმოწერილი სუუამის ქარტიის დებულებანი, ადასტურებენ რა, რომ გადაჭრით გმობენ ტერორისტულ აქტებს, და აცხადებენ თავიანთ გადაწყვეტილებას აღკვეთონ ისინი, ადასტურებენ რა, რომ ტერორისტული ქმედებანი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, აღიარებენ რა აუცილებლობას, უზრუნველყონ თავიანთ სახელმწიფოთა უშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა, ადასტურებენ რა აუცილებლობას, ყველა საშუალებით ებრძოლონ საფრთხეს, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას უქმნის ტერორისტული აქტები, მოუწოდებენ რა ყველა წევრ სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ტერორისტული აქტები, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების რეალიზაციის უზრუნველყოფის გზით, აღიარებენ რა აუცილებლობას, განახორციელონ დამატებითი ღონისძიებანი, რათა თავიანთ ტერიტორიაზე ყველანაირი კანონიერი საშუალების გამოყენებით თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ნებისმიერი ტერორისტული აქტების მომზადება და დაფინანსება, შეშფოთებულნი არიან რა დამნაშავეობის, განსაკუთრებით ორგანიზებული დამნაშავეობის ზრდით, ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და მხარე სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის დებულებებით, ითვალისწინებენ რა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: – ტერორიზმთან ბრძოლა; – ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა; – უკანონო შეიარაღებულ შენაერთებთან ბრძოლა; – იარაღისა და საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის, მათ შესაქმნელად გამოსაყენებელ ცალკეულ სახეობათა ნედლეულის, მასალების, მოწყობილობისა და ტექნოლოგიების, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა; – მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისა და წარმოებისათვის გამოსაყენებელი ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების, ორმაგი დანიშნულების მასალების, მოწყობილობისა და ტექნოლოგიის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა; – ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და წინამორბედების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა; – გადახდის საშუალებების, ფასიანი ქაღალდების, საფინანსო დოკუმენტების, პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაყალბებასთან, აგრეთვე ბრუნვაში მათ დანერგვასა და უკანონო გამოყენებასთან ბრძოლა; – ეკონომიკურ და საფინანსო სფეროში დამნაშავეობასთან, მათ შორის ისეთ დამნაშავეობასთან ბრძოლა, რომელიც დაკავშირებულია გადასახადებისაგან თავის არიდებასთან, შემოსავლის ლეგალიზაციასთან და კორუფციასთან; – კონტრაბანდასთან და სხვა საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლა; – პიროვნების წინააღმდეგ დანაშაულთან, აგრეთვე ქონებრივ დანაშაულთან ბრძოლა; – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა, პირთა იდენტიფიკაცია, აგრეთვე გვამების ამოცნობა; – დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ ან ბრალდებულ პირთა, აგრეთვე იმ პირთა ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და სასჯელის მოხდას; – ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქურდობასთან, უკანონო ბრუნვასა და ვაჭრობასთან ბრძოლა; – არალეგალურ მიგრაციასთან, უკანონო გადაადგილებასა და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა; – კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ქსელების გამოყენების სფეროში დანაშაულთან ბრძოლა; – ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულთან ბრძოლა; – ავიალაინერების, საზღვაო ხომალდებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლა. მუხლი 2🔗 მოცემული შეთანხმების ფარგლებში მხარეთა ურთიერთქმედება ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით, იმ მიზნით ხელშეწყობის მოთხოვნის საფუძველზე, რომ თავიდან აიცილონ, გამოავლინონ, აღკვეთონ, გამოიძიონ და აღმოფხვრან ისეთი დანაშაულის შედეგები, როგორიცაა, უწინარეს ყოვლისა: – ტერორისტული ხასიათის დანაშაული, მათ შორის, მძევლად აყვანა და ადამიანთა გატაცება; – ძლიერმოქმედი, მომწამლავი და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო გადაადგილება და ბრუნვა; – ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახეობათა მასობრივი განადგურების იარაღის, მისი შექმნისათვის გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების უკანონო ბრუნვა; – იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ბრუნვა; – ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და წინამორბედების უკანონო ბრუნვა. მხარეები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა უზრუნველყონ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებთან ბრძოლაში ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის დაუყოვნებლივი და სრული შესრულება. მუხლი 3🔗 1. ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნა გადაეცემა სიტყვიერად ან კავშირის ელექტრონული საშუალებებით, 72 საათში შემდგომი წერილობითი დადასტურებით. 2. ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოსა და მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; ბ) საქმის არსს; გ) მოთხოვნის მიზანსა და დასაბუთებას; დ) მოთხოვნილი ხელშეწყობის შინაარსს; ე) მოთხოვნის შესრულების სასურველ ვადებს. 3. იმგვარად, რამდენადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა აგრეთვე უნდა შეიცავდეს: ა) საქმესთან დაკავშირებულ პირთა სახელებსა და გვარებს, მეტსახელებს (საჭიროების შემთხვევაში – განსაკუთრებულ ნიშნებს), მოქალაქეობას, მათი დაბადების თარიღსა და ადგილს, საქმიანობას, საცხოვრებელ და მდებარეობის ადგილს; ბ) საქმესთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთა დასახელებასა და მდებარეობის ადგილს; გ) ქმედების ან მოვლენის აღწერას, სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში – ქმედების კვალიფიკაციას მოთხოვნის გამგზავნი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და კანონის შესაბამისი დებულების ტექსტს; დ) იმ კითხვების ნუსხას, რომლებზეც საჭიროა პასუხის მიღება; ე) განსაკუთრებული წესის აღწერას, რომელიც დაცული უნდა იქნეს მოთხოვნის შესრულებისას,  და ამ აუცილებლობის დასაბუთებას; ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოდგეს მოთხოვნის შესრულებისათვის, მათ შორის შესაბამის დოკუმენტებს. 4. ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა, გადაცემული ან დადასტურებული წერილობითი ფორმით, ხელმოწერილია დადგენილი წესით და დამტკიცებულია გერბიანი ბეჭდით. 5. თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ განხორციელებისათვის უფლებამოსილ პირთა ურთიერთობის წესსა და ნუსხას, რის შესახებაც ატყობინებენ სხვა მხარეებს. 6. ინფორმაცია სხვა მხარეს შეიძლება გაეგზავნოს მოთხოვნის გარეშე, თუ არსებობს იმ ვარაუდის საფუძველი, რომ იგი საინტერესოა ამ მხარისათვის. მუხლი 4🔗 მხარეები განსაზღვრავენ და იღებენ შეთანხმებულ ზომებს, რათა: – აღკვეთონ ტერორისტული ორგანიზაციებისა და ჯგუფების საქმიანობა, აგრეთვე გადაკეტონ მათთვის ფინანსური, სამხედრო-ტექნიკური და სხვა დახმარების აღმოჩენის არხები; – გამოავლინონ ტერორისტების ბაზები, საწვრთნელი ბანაკები, მკურნალობის ადგილები; – გადაკეტონ სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ტერორისტული ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული პირების გადაადგილების მარშრუტები; – გამოავლინონ და დაადგინონ ტერორისტული ორგანიზაციებისა და ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული პირები; – განახორციელონ ოპერატიული ოპერაციები ზოგადკრიმინალური მიმართულების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების, მათ შორის ისეთების წინააღმდეგ, რომლებიც ეწევიან იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, აგრეთვე არალეგალურ მიგრაციას; – განახორციელონ კონტროლირებადი მიწოდება; – გაცვალონ ინფორმაცია, მათ შორის, უკანონო ბრუნვაში ახლად გამოვლენილ ახალ სახეობათა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი დამზადების ტექნოლოგიებისა და გამოყენებული ნივთიერებების, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების, წინამორბედებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვლევისა და იდენტიფიკაციის ახალი მეთოდების შესახებ; – განახორციელონ, ოპერატიული ინფორმაციისა და შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გათვალისწინებით, მიზნობრივი ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებანი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად; – განახორციელონ გადაუდებელი ღონისძიებანი იმ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შესაძლო ტერორისტულ აქტებს, სხვა უკანონო გამოვლინებებს, აგრეთვე მათი შედეგების ლიკვიდაციას. მხარეები მიღებული შეთანხმებული ზომების შედეგების შესახებ აცნობებენ ერთმანეთს. მუხლი 5🔗 1. მხარეები განსაზღვრავენ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებისათვის პასუხისმგებელ კომპეტენტურ ორგანოებს. 2. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები მოაწყობენ სპეციალისტთა შეხვედრებს თანამშრომლობის შეფასების, აგრეთვე მისი გაუმჯობესების მიზნით. 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციისათვის მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ხელი მოაწერონ დამატებით დოკუმენტებს, რომლებითაც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებანი, აგრეთვე კავშირის საშუალებები. 4. დამნაშავეობასთან ბრძოლაში ურთიერთქმედების კოორდინაციისათვის მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გაგზავნონ თავიანთი თანამშრომლები სხვა მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 5. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად უშუალოდ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლებენ. მუხლი 6🔗 პირთა შესახებ იმ ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გადაიცემა, მხარეები დაიცავენ შემდეგ პირობებს: 1. მიმღებ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ცნობები მხოლოდ იმ მიზნით და იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია გამომგზავნი მხარის მიერ; 2. მიმღები მხარე გამგზავნ მხარეს აცნობებს ცნობების გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ; 3. პირების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისათვის, მესამე სახელმწიფოსათვის ან იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის პირადი მონაცემების შემცველი ცნობების, აგრეთვე მასალების, ინფორმაციის, ტექნიკური და სხვა საშუალებების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გამგზავნი მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში; 4. გამგზავნი მხარე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რამდენად აუცილებელი და მიზანშეწონილია ცნობების გადაცემა და უზრუნველყოფს მათ უტყუარობასა და სიზუსტეს. ამასთან, დაცული უნდა იყოს მეორე მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ასეთი მონაცემების გადაცემას. თუ დამატებით დადგინდება, რომ გადაცემული იყო მცდარი მონაცემები ან ცნობები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო, საჭიროა სასწრაფოდ აცნობონ ამის შესახებ მიმღებ მხარეს. ამ უკანასკნელმა უნდა გაასწოროს მცდარი მონაცემები და გაანადგუროს ისინი, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო გადაცემული; 5. პირს, რომლის შესახებაც უნდა მიიღონ ან უკვე მიიღეს მონაცემები, მისი მოთხოვნით აცნობებენ ინფორმაციას გადაცემული მონაცემების შესახებ, აგრეთვე მათი გამოყენების მიზნების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვებია მხარე სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით; 6. გამგზავნი მხარე მეორე მხარისათვის ცნობების გადაცემისას ატყობინებს მას მათი განადგურების ვადებს, რომლებიც განსაზღვრულია მისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. ამ ვადების მიუხედავად, უნდა განადგურდეს ცნობები იმ პირის შესახებ, რომელსაც ისინი ეხება, თუ უკვე აღარ არის მათი აუცილებლობა. მუხლი 7🔗 1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშეწყობაზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ ითქვას უარი, თუ მიმღები მხარე ვარაუდობს, რომ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, ანდა იგი ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს, ანდა თუ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია მოთხოვნა, არ არის დანაშაული მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლი 1🔗 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს დახმარებაზე უარის შესახებ, ამასთან მიუთითებენ ასეთი უარის მიზეზებს. მუხლი 8🔗 1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია დათქვას დახმარების გაწევის გარკვეული პირობები, რომლებიც სავალდებულოა მეორე მხარისათვის. 2. ნებისმიერი მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის დაცვას, ასეთი ინფორმაციის მფლობელი მხარის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 3. მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ საიდუმლო ინფორმაციის და მისი მატერიალური მატარებლების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთდაცვის შესახებ მხარეთა შორის დადებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. მუხლი 9🔗 თითოეული მხარე ანაზღაურებს წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოქმნილ ხარჯებს, თუ არ იქნა მიღწეული სხვა მორიგება. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას მხარეები სამუშაო ენებად გამოიყენებენ ინგლისურ და რუსულ ენებს. მუხლი 11🔗 1. წინამდებარე შეთანხმება არ ეხება იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მხარეებმა იკისრეს იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან. 2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა გაგებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხები მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად კონსულტაციების გამართვის გზით. მუხლი 12🔗 1. წინამდებარე შეთანხმებას შეუძლიათ ხელი მოაწერონ სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების სახელით და იგი ძალაში შედის დეპოზიტარისათვის იმ მესამე შეტყობინების ჩაბარების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას. მხარეებისათვის, რომლებიც თავიანთ შეტყობინებას ამ თარიღის შემდეგ ჩააბარებენ, შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როგორც კი დეპოზიტარი მიიღებს ასეთ შეტყობინებას. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებაში მონაწილეობა, თუ წერილობით აცნობებს თავის განზრახვას დეპოზიტარს, სავარაუდო თარიღამდე არა უგვიანეს ექვსი თვით ადრე. 3. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმებით. ეს ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად. 4. წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი არის უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მხარეებს უგზავნის წინამდებარე შეთანხმების დამოწმებულ ასლებს, აგრეთვე ატყობინებს მისი ძალაში შესვლის შესახებ, აგრეთვე მასთან მხარეების მიერთების ან გამოსვლის შესახებ. შესრულებულია ქ.იალტაში 2002 წლის 20 ივლისს ერთ ნამდვილ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით