საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2017 წლის 18 მაისი
№39 – უ.ს.გ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ა) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის
„მ1” ქვეპუნქტი:
„მ1) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“;
ბ) 49-ე მუხლის მე-71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები, უფლებამოსილი არიან დანიშნონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.“.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
თბილისი
2017 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა. ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატის შერჩევა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მისი წარდგენა კი, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შერჩეული კანდიდატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის სამართლებრივ რეგულირებას.
სკოლების მართვის ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდისათვის მიზანშეწონილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო სკოლის დირექტორის არჩევამდე, მოხდეს დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე, რაც სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას ოპტიმალურ ვადაში განახორციელოს შესაბამისი კანდიდატის შერჩევა და დანიშვნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა/გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვადასხვა შემთხვევები. ამ დროს დირექტორის არჩევამდე, ინიშნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნულ მუხლებს მოიცავს „მ1” ქვეპუნქტი, რომელიც კანონპროექტის თანახმად, ემატება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის „მ” ქვეპუნქტს. კერძოდ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს ექნებათ უფლება კანონის 34-ე მუხლის
მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნონ და გაათავისუფლონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ცვლილება ასევე ეხება 49-ე მუხლის მე-71 პუნქტს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროებისათვის ცალკეულ შეთხვევებში ითვალისწინებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლების მინიჭებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე,
რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც ცვლილება შედის:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;
ე) (ამოღებულია – 17.03.2006, №2793);
ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
ზ1) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;
კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;
კ1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ;
კ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;
ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
მ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3530);
ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ო) (ამოღებულია – 27.12.2006, №4129);
პ) (ამოღებულია – 27.12.2006, №4129);
ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 49. სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას.
3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.
5. სკოლამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.
6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.
61. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
62. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
71. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.
8. (ამოღებულია – 17.03.2006, №2793).
9. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.
61. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
62. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
71. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.
8. (ამოღებულია – 17.03.2006, №2793).
9. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.