„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№596
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 148, 17/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №596

2004 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ენერგოგენერაცია ახორციელებს ენერგეტიკული საწარმოების სახელმწიფო კრედიტებით შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებას, სახელმწიფო კრედიტებით განხორციელებულ ტექნიკურ ღონისძიებათა მოცულობისა და ხარისხის კონტროლს.“;

ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ენერგოგენერაციას მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;

გ) დებულების მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამტკიცებს ენერგოგენერაციის სტრუქტურას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს და ამტკიცებს ენერგოგენერაციის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდის განაკვეთებს;“;

დ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“;

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:

„111. „ენერგოგენერაცია“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

112. „ენერგოგენერაციის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.12.2004.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 16.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №596. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №596, 16.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36724/