მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კანონმდებლობის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არის გათვალისწინებული;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წეს