შპს „ლაზეთი“ -ს განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისთაობაზე

 

შპს „ლაზეთმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 42042486, მისამართი: ქ.ზუგდიდი, შ.რუსთაველის ქ.138, ელფოსტა: kvirkvia.1979@mail.ru), როგორც რეგისტრირებულმა კომპანიამ, 2017წლის 19აპრილს შეიძინა სს „ზუგდიდკონსერვის ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 219983757) აქციონერ – ფ/პ ვალტერ ჯიქიას (პ/ნ19001016314) კუთვნილი 557,970(ხუთასორმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასსამოცდაათი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, ხოლო 2017წლის 17მაისს კრების გადაწყვეტილებით, სს „საინვესტიციო კომპანია ვანო და კომპანიასაგან ” – მათი კუთვნილი აქცია საერთო რაოდენობით 25,487(ოცდახუთიათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ცალი, რაც შეადგენს ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს (94,46478%-ს). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი №53(2)-ის თანახმად, წინამდებარე განცხადებით შპს „ლაზეთი“ აცხადებს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას სს „ზუგდიდკონსერვის ” ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.

შემთავაზებელი – შპს „ლაზეთი“ მზადაა გამოისყიდოს  სს „ზუგდიდკონსერვის ” აქციონერთა საკუთრებაში არსებული დარჩენილი 34 188(ოცდათოთხმეტი ათას ასოთხმოცდარვა) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს 5,53522%-ს. ხოლო ფასი, რომლითაც შემთავაზებელს სურს გამოისყიდოს აღნიშნული აქციები, შეადგენს 0,10 (ათი) აშშ ცენტის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც მოცემული დროისათვის შეადგენს 0,24 (ოცდაოთხი) თეთრს ყოველი ჩვეულებრივი აქციისათვის, აუდიტორული კომპანია შპს „ინტერაუდიტის ” (ს/კ 202905516) მიერ დადგენილი შეფასების შესაბამისად. აქციონერების განცხადებები გაყიდვაზე თანხმობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნეს სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში 2017წლის 19მაისიდან (აუდიტის დასკვნის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენიდან) 2017წლის 19ივლისის ჩათვლით. განცხადებები წარდგენილ უნდა იქნეს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში ” წერილობითი ფორმით ან ზეპირად, შემდგომი წერილობითი დადასტურებით, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №74.ა, (ი. მოსაშვილის ქ. №11) ტელ:2225351, ფაქსი:225 1560,

შემთავაზებელი – შპს „ლაზეთი“ აცხადებს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, აქციების შესყიდვა მოხდება სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

შემთავაზებელი – შპს „ლაზეთი“ ადასტურებს, რომ, თუ შეიცვლება სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობა, გაკეთდება სატენდერო შეთავაზების განახლებული ვერსია და გავრცელდება ხელახლა დადგენილი წესის დაცვით.

აქციონერს, რომელიც რაიმე მიზეზის გამო ფოსტით პირადად არ მიიღებს სატენდერო შეთავაზების განცხადებას, ეთხოვება სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში მიაკითხოს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

აქციონერებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გაეცნონ აუდიტორული კომპანია შპს „ინტერაუდიტის ” (ს/კ 202905516) მიერ შედგენილ ანგარიშს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში ” ან შპს „ლაზეთის ” ოფისში (ქ.ზუგდიდი, შ.რუსთაველის ქ.№138).

 

შპს „ლაზეთის ” დირექტორი            მამუკა კვირკვია