„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №77/04 |
|
2017 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
1. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (აშშ; New York Stock Exchange - http://www.nyse.com); 2. ნასდაქი ოუ ემ ექსი (NASDAQ, OMX - http://nasdaqomx.com); 3. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (London Stock Exchange Group - http://www.londonstockexchange.com); 4. იაპონიის ბირჟების ჯგუფი (იაპონია; Japan Exchange Group - http://www.jpx.co.jp); 5. შანჰაის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shanghai Stock Exchange - http://www.sse.com.cn); 6. ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Hong Kong, SAR - http://www.hkex.com.hk); 7. ევრონექსთი (Euronext - https://www.euronext.com); 8. შენჩჟენის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shenzhen Stock Exchange- https://www.szse.cn); 9. თი ემ იქს ჯგუფი (კანადა; TMX Group - https://www.tmx.com); 10. დოიჩე ბორსე (გერმანია; Deutsche Borse - http://deutsche-boerse.com); 11. ირლანდიის საფონდო ბირჟა (ირლანდია; Irish Stock Exchange - http://www.ise.ie); 12. ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა (ლუქსემბურგი; Luxembourg Stock Exchange - http://www.bourse.lu); 13. ვარშავის საფონდო ბირჟა (პოლონეთი; Warsaw Stock Exchange - http://www.gpw.pl); 14. სტამბულის საფონდო ბირჟა (თურქეთი; Istanbul Stock Exchange - http://www.ise.org). |