„სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”;

მიღების თარიღი 23.05.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016307
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,163 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.04.2018 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.08.2020 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.02.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.05.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”; სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2017 წლის 23 მაისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის  მე-2 ნაწილის  „უ“ ქვეპუნქტისა  და მე-4   ნაწილის,   61-ე   მუხლის   პირველი  და  მე-2  ნაწილებისა   და  „შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე  პირთა  სოციალური  დაცვის შესახებ“  საქართველოს  კანონის  საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება წარმოდგენილი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის  გამგებელთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. საბჭო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების  შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. საბჭო თავმჯდომარის ჩათვლით შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის კურატორი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 5. თავმჯდომარის  არყოფნის  შემთხვევაში  მის  უფლება-მოვალეობებს  ასრულებს  თავმჯდომარის   მოადგილე. 6. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; გ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას. 7. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრები, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 8. განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულ მოწვეულ პირებს არ გააჩნიათ სათათბირო ხმის უფლება. 9. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  საჯარო მოხელე. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 10.  საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; დ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა  ჩამონათვალს ურიგებს  საბჭოს  წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:  ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით  აცნობოს  საბჭოს  თავმჯდომარეს  თავისი  პოზიცია  იმ  საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;  გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;   დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით; ბ) მისი ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა; გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) გარდაცვალება. 5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 5🔗. საბჭოს  საქმიანობის  წარმართვა 1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5.  საბჭოს  წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს ყველა წევრი და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. 11. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 6🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია:  ა) სენაკის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შშმ  პირთა უფლებების  დაცვა და ამ  ნიშნით მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;  გ) შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და გეგმების შემუშავება; დ) არასამთავრობო და  სამთავრობო სექტორთან  შშმ  პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა; ე) შშმ  პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად შესაბამისი  წინადადებების შემუშავება;  ვ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელის შეწყობა. მუხლი 7🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საბჭოს ფუნქციებია: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების  აქტიურად  ჩაბმის  უზრუნველყოფა  შშმ  პირთა  ინტეგრაციის  კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) შშმ პირთა სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ  პირთა  სოციალურ-საყოფაცხოვრებო,  მათ  შორის, სურსათ-სანოვაგით  და  საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება; ვ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ზ) შშმ პირებთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;  თ) შშმ პირებთან დაკავშირებით სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; კ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; მ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. 3. საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარდგინების საფუძველზე იღებს სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 8🔗. საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა 1. საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებელს წელიწადში  ერთჯერადად.  წლიური  ანგარიშის  წარდგენა  უნდა  მოხდეს  არაუგვიანეს  დეკემბრის თვისა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი  უფლებამოსილია ნებისმიერ დროს  მოითხოვოს ანგარიში  საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.