შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6735-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/6735-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი ( მოვალე ) შპს „ალგეთი პირველი“)

( საიდენტიფიკაციო კოდი 234224568)

დირექტორი ვაჟა ღოღელიანი

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

კრედიტორები : 1. შპს „კუმისი XX1“

წარმომადგენელი მაკა კეშელავა

2. სს „პროკრედიტ ბანკი“

წარმომადგენელი მუხრან დიდმანიძე

დღის წესრიგი 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა ; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა ; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

2017 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ალგეთი პირველის“ დირექტორმა ვაჟა ღოღელიანმა და მოითხოვა შპს „ალგეთი პირველის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 2 მაისს, 16:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა და 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2017 წლის 2 მაისს, 16:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოსმენილ იქნა მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში, აღიარებულ იქნა შპს „კუმისი XXI“-ის მოთხოვნა მოვალის მიმართ, თუმცა გადაიდო სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნის განხილვა. ამასთან,ამავე კრებაზე ვერ მოხდა გაკოტრების მმართველის დანიშვნა, შესაბამისად,შპს „ალგეთი პირველის“ დირექტორთან ვაჟა ღოღელიანთან, კრედიტორებთან და მეურვესთან–აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთან ლელა ხაციკიდუსთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 18 მაისს, 17:00 სთ-ზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში,დ ავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №19;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                     თამარ ბურჯანაძე