შპს „ტაურუსის“ კრედიტორთა კრების ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3535-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2-3535-16

 

საოქმო განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2017 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი (მოვალე) – შპს ,,ტაურუსი"

(ს.ნ 230867951)

დირექტორი – ვადიმერ ბაკურაძე

წარმომადგენელი – ლევან თოთლაძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

 

დღის წესრიგი – 1) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება 2) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და მოითხოვა შპს „ტაურუსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტაურუსის” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 16 მარტის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გაკოტრების მმართველის დანიშვნა; მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

ვინაიდან კრედიტორთა კრებაზე სრულად ვერ მოხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა, მოვალესთან და მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთან ლელა ხაციკიდუსთან შეთანხმებით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

 

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება შეწყდეს და გაგრძელდეს 2017 წლის 18 მაისს, 16:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                   თამარ ბურჯანაძე