„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №81/04

2017 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 ივნისიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2017.
როდის იქნა მიღებული „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №81/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.016240.
რამდენი მუხლისგან შედგება „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №81/04, 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016240 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3674796/