„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№858-IIს
სარეგისტრაციო კოდი
220010000.04.001.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი   1.   „საქართველოს  ეროვნული  ბანკის   შესახებ“   საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009,  მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის საჯარო  სამართლის  იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის მიწოდებისა.“.

2. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ დადგენილი პირობებით გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლიკვიდობის მწვავე უკმარისობის დროს, შესაბამისი უზრუნველყოფით. ეს სესხი მაქსიმალურად  მოკლევადიანი უნდა იყოს და მისი ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს საბაზროსთან მიახლოებული და არანაკლებ ეროვნული ბანკის ერთდღიანი მუდმივმოქმედი სესხის განაკვეთისა.“.

3. 65-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  გასცეს  სესხი  საქართველოს  მთავრობასა  და  სახელმწიფო დაწესებულებებზე, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი.“.

4. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი;

გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;

დ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;

ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებად არ მიიჩნევა ფულადი დახმარება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N858-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №858-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.04.001.016197.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №858-IIს, 17.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3675401/