„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) („მსესხებელი“) (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II) სასესხო ხელშეკრულების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი.ხმალაძის, ლ.ხუციშვილისა და გ. კაკაურიძის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №977
2017 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) სასესხო ხელშეკრულების ( საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი.ხმალაძის, ლ.ხუციშვილისა და გ. კაკაურიძის დანიშვნის შესახებ
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) სასესხო ხელშეკრულება (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II)“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სასესხო ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და გიორგი კაკაურიძე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი